ბორელის ეს განცხადება ძალიან ჰგავს რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორის, ნარიშკინის განცხადებას, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნარიშკინი ასევე აცხადებს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა.
„ეს განცხადება ძალიან ჰგავს რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორის, ნარიშკინის განცხადებას, რომელიც ასევე აცხადებს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და ოპოზიცია ტყუილად ედავება ჩვენს ოლიგარქს ტახტსა და ძალაუფლებას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.