პარასკევი, მარტი 27, 2026

შალვა კერესელიძე ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა

შალვა კერესელიძე ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების – დავათის, ნოკორნას, ლაფანაანთკარის, ქერიაანთკარის და მწითურების მოსახლეობას შეხვდა.

მცხეთა-მთიანეთში „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა კერესელიძემ ადგილობრივებს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე მათ ინფორმაცია მიაწოდა.

კერესელიძის თქმით, აღნიშნული სოფლები უკვე სარგებლობენ მაღალმთიანი სტატუსით, რაც გულისხმობს, გაზრდილ პენსიას, განახევრებულ ტარიფებს კომუნალურ გადასახადებზე. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს დაგეგმილია ამ ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების საგზაო ინფრასტრუქტურის (ბულაჩაური-დავათი-თიანეთი) სრული რეაბილიტაცია, რაც სამომავლოდ ამ მხარეში განავითარებს ტურიზმს და საშუალებას მისცემს მოსახლეობას შექმნან, მცირე მეურნეობები, საოჯახო საწარმოები.

„აღნიშნული სოფლები უკვე სარგებლობენ მაღალმთიანი სტატუსით, რაც გულისხმობს გაზრდილ პენსიას, განახევრებულ ტარიფებს კომუნალურ გადასახადებზე და სხვა სიკეთეებს. თუმცა, გადასაჭრელია სასმელი წყლის პრობლემა. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს დაგეგმილია ამ ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების საგზაო ინფრასტრუქტურის (ბულაჩაური-დავათი-თიანეთი) სრული რეაბილიტაცია, რაც სამომავლოდ ამ მხარეში ტურიზმს განავითარებს და საშუალებას მისცემს მოსახლეობას შექმნან, მცირე მეურნეობები, საოჯახო საწარმოები“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ინფორმაციას, მცხეთა-მთიანეთში „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – რელიგიურ ფუნდამენტალიზმში გადავარდნილი მოქალაქეთა ჯგუფი გვყავს, რომელსაც ბრიუსელის რომელიღაც პრესკონფერენციის დარბაზს რომ დაანახებ, რელიგიური საკურთხეველი ჰგონია

ჩვენი ერთადერთი გზა ქართულია. ტერმინოლოგიური ჟონგლიორობა – პროევროპული, ანტიევროპული, პრორუსული, პროჩინური, ანტიირანული, ყველაფერი მოფიქრებულია, რომ მთავარ გზას, ქართულ გზას აგვაცდინონ, სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს, რუსებს, ევროპას, ირანს, ჩინეთს და კიდევ არ ვიცი, რა მიმართულებებს შორის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს არანაირი არჩევანი არ აქვს გასაკეთებელი.„ჩვენი არჩევანი ქვეყნის მშენებლობა, ხალხის ინტერესების დაცვაა. ამ ინტერესების დაცვა გვიწევს მტერთანაც და მოყვარესთან. ამერიკის შეერთებული შტატებიც კი, კონფრონტაციულ დამოკიდებულებაშია ნატო-თან იმის გამო, რომ ათწლეულები ამერიკა იყო და დღემდეა თავად ნატო. ამერიკა იცავდა ნატო-ს ევროპულ ნაწილს და როგორც ტრამპი ამბობს, ამის საპასუხოდ არაფერს იღებს ევროპელი კოლეგების მხრიდან, რომელთაც ამერიკელებისგან გარანტირებული უსაფრთხოება ჰქონდათ და ახლა არათუ ეხმარებიან, არამედ ზოგიერთი ამ საქმეში ფეხსაც უდებს. ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ რუსეთთანაც და ევროპასთანაც, ყველასთან დასაცავი გვაქვს და ბრმად არავის უნდა მივენდოთ. ვინც მიენდო და მათ შორის ევროპელებს, ვხედავთ, ომშია გახვეული. ევროპელი ლიდერები თავისი მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყვნენ, უკრაინაში ომი არ იქნებოდა. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ ომი არ იქნებოდა, მოქმედი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო. ქართველმა ხალხმა სუვერენიტეტის ხელყოფის გამო ევროპელების მიმართ ნდობა დაკარგა. ამ ნდობას მათი მხრიდან აღდგენა სჭირდება. ჩვემ არაფერი გაგვიკეთებია, რომ ნდობა დაკარგულიყო. აქ რომ ცდილობდნენ ხელისუფლების დამხობას, სხვა ხალხის მოყვანას ხელისუფლებაში, რუსეთთან საქართველოს ესკალაციაში ჩათრევას, ქართველმა ხალხმა ამის გამო, ევროკავშირისა და ბრიუსელის მიმართ ნდობა დაკარგა. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პრო რაღაც ვიყოთ, არამედ იმაზე, ჩვენი ინტერესები როგორ გავატაროთ. ზოგიერთი ქვეყანა ამ პრო ფიქრმა ომში შეიყვანა, ჩვენ კი, იქამდე მიგვიყვანა, რომ ფსევდო რელიგიურ ფუნდამენტალიზმში გადავარდნილი ჯგუფი გვყავს, რომელსაც რომ დაანახებ ბრიუსელის რომელიღაც პრესკონფერენციის დარბაზს, რაღაც რელიგიური საკურთხეველი ჰგონია. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც პროტესტანტების მცირე ჯგუფში გვაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქსტატი – 2025 წელს საქართველოში 22 285 ქორწინება და 13 173 განქორწინება დარეგისტრირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელ  რეგისტრირებულია 22 285 ქორწინება, რაც 2.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.საქსტატის ცნობით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 30.1 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.4 წელს.ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 173 ერთეული შეადგინა, რაც 2.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი მიზანი და მოტივაციაა მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, უფრო მეტად იყვნენ ჩართულები არა მარტო პოლიტიკურ პროცესში, არამედ ადგილობრივ დონეზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი...

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს იწყებს. ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი „იმედის დღეში“ პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობაზე და გუნდის გეგმებზე საუბრობს.ლიპარტელიანი აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია აპირებს შეხვდეს ახალგაზრდებს ქვეყნის მასშტაბით, რადგან გაიზარდოს მათი ჩართულობა როგორც პოლიტიკურ, ისე ადგილობრივი განვითარების პროცესებში.მისი თქმით, მათი მიზანია ასევე, მოსახლეობასთან პირდაპირი და ღია კომუნიკაცია, რათა გაიზარდოს მათი ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში.„აუცილებლად ყველა შეხვედრას დავესწრები. შემოვივლით ათივე რეგიონს, შევხვდებით ყველა დიდი ქალაქის მაცხოვრებლებს, სოფლებიდან, რეგიონებიდან ჩამოვლენ. ჩვენი მთავარი მიზანი და მოტივაცია არის ის, რომ იყოს უფრო მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, უფრო მეტად იყვნენ ისინი ჩართულები არა მარტო პოლიტიკურ პროცესში, არამედ ადგილობრივ დონეზე, თუ როგორ ხედავენ განვითარებას, როგორ წარმოუდგენიათ მათი რეგიონის, მათი სოფლის, მათი ქალაქის განვითარება და რაც მთავარია, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აბსოლუტურად ყველას შევხვდეთ, ვესაუბროთ ღიად, გახსნილად და ეს შეხვედრები არ იქნება ჩარჩოებში მოქცეული. ყველაფერზე შეუძლიათ გვესაუბრონ იმიტომ, რომ ჩვენი გუნდი არის სრულად მოტივირებული და მოწოდებული იმისკენ, რომ ყველა ადამიანის აზრი გაითვალისწინონ. თუნდაც, კრიტიკული იყოს და არ ეთანხმებოდეს ჩვენს მოსაზრებას იმიტომ, რომ დისკუსია არის აუცილებელი და სამწუხაროდ ჩვენ ბოლო წლებში ვხედავთ, რომ თითქოს ეს ხაზი გაწყდა და ადამიანები ერთმანეთთან აღარ საუბრობენ. ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ ყველაფერს. კონკრეტულად ისეთ ადგილებში ჩავიდეთ, სადაც ყველაზე მეტად არის ეს საჭიროება, რომ მეტი ჩართულობა იყოს მათგან“- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის  საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 6 ფაქტი აღიკვეთა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (წონა - 515,21 გრამი  ) და ვერცხლის (წონა - 72,53 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ  157 927 ლარი შეადგინა.ორი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ოთხი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,  საერთო ჯამში 47 749 ლარით დაჯარიმდა.

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენზე კონტროლის მოპოვებისკენ მიისწრაფვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენზე კონტროლის მოპოვებისკენ მიისწრაფვის.ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში ლავროვმა აღნიშნა, რომ აშშ ცდილობს დომინირებას მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე და მაგალითად მოიყვანა ვენესუელა, სადაც ვაშინგტონმა, ფაქტობრივად, კონტროლი მოიპოვა მსოფლიოს უმსხვილეს ნავთობის მარაგზე, ისევე როგორც ირანზე.„აშშ ასევე აცხადებს, რომ მას სურს კონტროლის მოპოვება „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენზე“, – განაცხადა ლავროვმა, თუმცა დეტალები არ წარმოუდგენია.აღსანიშნავია, რომ გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ 2024 წელს იუწყებოდა, რომ ამერიკელი ინვესტორი სტივენ პ.ლინჩი შეეცადა, შეეძინა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ორი განშტოება, რომელთაგან ერთ-ერთი 2022 წლის აფეთქების დროს არ დაზიანებულა. აფეთქების შედეგად მნიშვნელოვანწილად შეწყდა ევროპისთვის გაზის მიწოდება. რუსეთმა და ევროპამ მაშინ განაცხადეს, რომ ინციდენტი იყო საბოტაჟი. გამოძიების შედეგად გასულ წელს აფეთქებასთან კავშირის ბრალდებით იტალიაში დააკავეს უკრაინელი წარმოშობის პირი.

ბოლო სიახლეები