ამ ციხეში პატიმრები ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობენ და ამ ციხიდან პატიმრების ცოლები ყოველდღე – სამსახურში, ბავშვები კი სკოლაში დადიან.
ბოლივიის დედაქალაქის, ლა პასის ცენტრში 12-მეტრიანი კედელია აღმართული, რომელიც სან პედროს ციხეს აკრავს – ის ბოლივიის ღირსშესანიშნაობა და მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხეა, სადაც 1500 პატიმარი ცოლთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.
ციხის შიგნით დახურული ქალაქია, რომელსაც თავისი ბაზარი, მაღაზიები, რესტორანი, საცურაო აუზი, სილამაზის სალონები, ფეხბურთის მოედანი, კაფეები და საკნები აქვს. თუ პატიმარი სტანდარტულ საკანში თავს მოუხერხებლად გრძნობს, შეუძლია 1500 დოლარად მდიდრულ საკანში გადავიდეს, რომელსაც საკუთარი სამზარეულო, სააბაზანო, საკაბელო ტელევიზია და ჯაკუზი ექნება.

სან პედროს ციხე დახურულ ქალაქს წააგავს, თუმცა ჩვეულებრივ ქალაქთან შედარებით, აქ საცხოვრებელი პირობებია ძალიან მკაცრია.
ციხის ტერიტორიაზე დაახლოებით 300 ბავშვია. პატიმრების ოჯახის წევრები ყოველ დილით ქალაქში სამუშაოდ და სასწავლებლად მიდიან, საღამოს კი ციხეში ბრუნდებიან.
პატიმრები ციხის ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიებში, სასადილოებში, კაფეებში და რესტორანში მუშაობენ.
ციხე დაყოფილია შვიდ კვარტლად, ცენტრში კი ეკლესიაა.
ამ ციხეში სასჯელს პოლიტიკური ან ნარკოდანაშაულისთვის იხდიან.


ნარკობარონების საკნებში არის სამზარეულო, საკაბელო ტელევიზია და ჯაკუზიც კი. ასეთი საკნებში ცხოვრება თვეში 1500 დოლარამდე ღირს, რაც უბრალო პატიმრისთვის წარმოუდგენელი ფუფუნებაა.
2009 წლამდე ტურისტებს ციხეში შესვლა შეეძლოთ. მათთვის ციხის ტერიტორიაზე სასტუმროც კი მოეწყო და სწორედ ტურისტების წყალობით შეიტყო მსოფლიომ ამ უცნაური ადგილის შესახებ.
დღეს ციხის კარი უცხო პირებისთვის დაკეტილია. ტურისტებს მხოლოდ ტერიტორიის ნაწილის ნახვა შეუძლიათ.




