ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი – 299 885 ბიზნესსუბიექტი დედაქალაქშია რეგისტრირებული, ყველაზე ცოტა – 165 აფხაზეთში.
რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებს, რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების სამეულში თბილისის გარდა იმერეთი (94 348) და აჭარა (59 468) შედია
ყველაზე მეტი ბიზნესსუბიექტი თბილისში დარეგისტრირდა
გურამ მაჭარაშვილი – სააკაშვილის მიერ დედამისისთვის ერთ ლარად გადაცემული ტექნიკური უნივერსიტეტის შენობების საკითხს სჭირდება ახსნა-განმარტება
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ამომწურავად ისაუბრა იმაზე, როგორ არასწორად და არასამართლიანად გადასცა ერთ ლარად სააკაშვილმა დედამისს ტექნიკური უნივერსიეტეტის შენობები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, კომისიაზე დასმული საკითხები ახსნა-განმარტებას საჭიროებს.„ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო. მან ამომწურავად ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არასწორად და არასამართლიანად გადასცა ერთ ლარად სააკაშვილმა დედამისს ტექნიკური უნივერსიეტეტის შენობები. ბუნებრივია, რექტორი აღნიშნული საქმის გამოძიებას ითხოვს. დროებით საგამოძიებო კომისიაზე დასმული ეს საკითხები ახსნა-განმარტებას საჭიროებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
რეალურად საქართველო მაშინ შეიცვალა, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, სამი დეპუტატის შვილი ვერ მოხვდა უნივერსიტეტში-გიგი უგულავა
,,რეალურად საქართველო მაშინ შეიცვალა, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, სამი დეპუტატის შვილი ვერ მოხვდა უნივერსიტეტში - ეს თაობა ებრძვის დღეს საბჭოური ცეხავიკების, „გუჩებში“ გამოწკეპილ, კოჭებგადმოყრილ შთამომავლობას, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს
ირაკლი კობახიძე – ვეტერანების დაფასება, მათი უნიკალური გამოცდილების გამოყენება ქვეყნის წინსვლისთვის, მათი სოციალური დაცვა, ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია
მინდა, თითოეულ ვეტერანს მივულოცო დღევანდელი დღე და კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა იმ შეუფასებელი წვლილისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში მიგიძღვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.კობახიძის თქმით, ვეტერანების ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.„განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმები ჩვენს ძვირფას ვეტერანებს. მინდა, თითოეულ ვეტერანს მივულოცო დღევანდელი დღე და კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა იმ შეუფასებელი წვლილისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში მიგიძღვით. დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ჩვენი გმირი მებრძოლების ხსოვნას, რომელთაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სამშობლოსთვის.ვეტერანების ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია; ეს არის ჩვენი ვალი იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში არაფერი დაიშურეს. ამ პოლიტიკის შედეგები კონკრეტულ რიცხვებსა და ფაქტებშია გამოხატული: მხოლოდ მიმდინარე წელს 5 500-ზე მეტი ვეტერანის სამედიცინო მკურნალობა დაფინანსდა, 3 500-მდე სტუდენტს – ვეტერანთა შვილებს – სახელმწიფომ სწავლის საფასური დაუფარა. „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში ვეტერანებს ვეხმარებით საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში; მათი მონაწილეობით იქმნება ფერმერთა ასოციაციები; მათი სახელით ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე იმარჯვებენ. რა თქმა უნდა, ყველა ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, რომელიც სოციალურ, ჯანდაცვის, კულტურულ-საგანმანათლებლო, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და დაღუპულ მეომართა უკვდავყოფის პროგრამებს ახორციელებს. ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ კობა კობალაძეს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს.მოხარული ვარ, რომ ამ ძალისხმევაში ხელისუფლება მარტო არ არის. განსაკუთრებით აღსანიშნავია კერძო სექტორის, სამედიცინო კლინიკებისა და საქველმოქმედო ფონდების როლი, რომლებიც უანგაროდ დგანან ჩვენი ვეტერანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებშიც. ეს თანადგომა ფასდაუდებელია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მარია სტენერგარდი – საქართველომ, როგორც ეუთო-ს წევრმა, აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ შეძლოს მოსახლეობამ მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას ამ ვალდებულების შესრულებისკენ
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენერგარდი სოციალურ ქსელ X-ზე ეუთო-ს თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის პოსტს აზიარებს.მარია სტენერგარდი იზიარებს ელინა ვალტონენის პოზიციას, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.„მნიშვნელოვანი შეხსენება ჩემი კოლეგა ელინა ვალტონენისგან. საქართველომ, როგორც ეუთო-ს წევრმა სახელმწიფომ, აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ მისმა მოსახლეობამ საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრა შეძლოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ღია დებატებისა და თავისუფალი პრესის გზით. შვედეთი საქართველოს ხელისუფლებას ამ ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს“, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.
კახა კალაძე – ჩვენთვის მთავარია, საქართველოში ყველა ქვეყნის ელჩმა პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და კონსტიტუციას
პიტერ ფიშერი დიპლომატიური საქმიანობის ნაცვლად ხელს უწყობს საზოგადბის გახლეჩის მცდელობებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანობასთან და სადავო აქტივობებზე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ დაწყებულ მოკვლევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.კახა კალაძის განმარტებით, საქართველოში ყველა ქვეყნის ელჩის მოვალეობაა, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციებისადმი პატივისცემა და პროტოკოლით განსაზღვრული წესების დაცვა.„პეტერ ფიშერის საქმიანობას რაც შეეხება, ვხედავთ, რომ ის დიპლომატიური სამსახურის გარდა, ყველაფერს აკეთებს. არის მონაწილე ძალადობრივი დაჯგუფებისა და ხელს უწყობს საზოგადოების დაპირისპირების, გახლეჩის მცდელობას, ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისებას. კარგია, რომ გერმანიაშიც დაისვა კითხვები მასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოსთან მიმართებით ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა, სხვადასხვა მისიაში მყოფებმა, ამ შემთხვევაში ელჩებმა, პატივი სცენ საქართველოს დამოუკიდებლობას, კონსტიტუციას. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ, რაც არის პროტოკოლით გაწერილი, შეასრულონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.