ხუთშაბათი, თებერვალი 12, 2026

“ყველა მოცეკვავეს საძინებელში უზის სანთლით ხელში და იცის, ვის როგორი სქესობრივი ცხოვრება აქვს” _ ბაია პატარაია ნინო სუხიშვილზე

უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია ანსამბლ “სუხიშვილების” გენერალური დირექტორის, ნინო სუხიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ქართული ცეკვა კაცურია და იქ გეის ადგილი არ არის:

“ანსამბლის ყველა მოცაკვევეს საძინებელში უზის სანთლით ხელში და ზუსტად იცის, ვის როგორი სქესობრივი ცხოვრება აქვს. იცის _ რადიო 105 სერიიდან: ქართველი გეიები არ არსებობენ” _ დაწერა უფლებადამცველმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ლევან აკინის მიერ გეი სიყვარულზე გადაღებულ ქართულ-შვედურ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ”, “სუხიშვილების” ხელმძღვანელმა, ფილმს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

ამის შესახებ რეჟისორმა “The Guardian”-თან ინტერვიუში ისაუბრა.

აკინის განცხადებით, ნინო სუხიშვილმა ცეკვის სტუდიებს მიმართა, რომ ფილმში მონაწილე მოცეკვავეები დაებლოკათ და გააფრთხილა, რომ კინოსურათში მონაწილეობის შემთხვევაში მათ ცეკვის შესაძლებლობა აღარასდროს ექნებოდათ:

“ფილმის გადაღებამდე ნინო სუხიშვილს შევხვდით და მისი რეაქცია იყო: “რატომ არ შეიძლება, რომ მას გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!.

ჩვენ შეგვეძლო, გამოგვეყენებინა მისი დახმარება, მაგრამ მან მხარი არ დაგვიჭირა. მხოლოდ ეს არ იყო, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მან სხვა ცეკვის სტუდიებსაც მიმართა, ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ”, — განაცხადა ფილმის რეჟისრომა “The Guardian”- თან მიცემულ ინტერვიუში.

intermedia.ge

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – ევროკავშირის ღირსეული ქვეყნის, ხორვატიის პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ხორვატიის პრეზიდენტს ემოციური და თბილი სიტყვებისთვის, ეს არის ნამდვილი ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიელ კოლეგასთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის ღირსეული ქვეყნის პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ამ სიმართლის თქმას ითხოვს საქართველო ევროპელი ბიუროკრატებისგანაც.„ჩვენს საზოგადოებას მინდა, მივმართო, რომ დიახ, ევროკავშირის ღირსეული ქვეყანა, ხორვატია და მისი პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან და იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც ორმაგი სტანდარტი, სხვა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ქვეყანასთან. ეს არის ნამდვილი ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება და აქ არ არის ზედმეტი არაფერი. ეს არის სიმართლის აღიარება და დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს თანასწორი ქვეყნის ღირსეულ პრეზიდენტებს შორის თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ მადლობა მას ამისთვის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „ევროპულ ბიუროკრატიას არ მივცემ ჩემი სახელით საუბრის უფლებას, საქართველოს არ აქვს ურთიერთობები მოსკოვთან და აბრალებენ პრორუსულობას, ამას ვერ ვიგებ“.ცნობისთვის, ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან:  ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი  ბარტოლ შიმუნიჩი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო და ევროპის საკითხებში ნევენ პელიცარიჩი, პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ველიბორ მაჩკიჩი, ხორვატიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

თურქეთის იუსტიციის ახალი მინისტრის დამტკიცების დროს დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

თურქეთის იუსტიციის ახალი მინისტრის დამტკიცების დროს ქვეყნის პარლამენტში ჩხუბი მოხდა. მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ და ოპოზიციის კანონმდებლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მინისტრთა კაბინეტის რეორგანიზაციის დროს იუსტიციის მინისტრად აკინ გიურლეკის წარდგენისას.ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა სცადეს, ხელი შეეშალათ აკინ გიურლეკისთვის პარლამენტში ფიცის დადებისას.აკინ გიურლეკი სასამართლოს უმაღლეს თანამდებობაზე ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დანიშნა. სტამბოლის მთავარი პროკურორის რანგში გიურლეკი თავმჯდომარეობდა მთავარი ოპოზიციური პარტიის, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ რამდენიმე წევრის წინააღმდეგ წარმოებულ გახმაურებულ სასამართლო პროცესებს, რომლებსაც ოპოზიცია, დიდი ხანია, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ჩხუბის გამო სპიკერმა სხდომა 15 წუთით შეწყვიტა, ვიდრე წესრიგი აღდგებოდა. აკინ გიურლეკმა ფიცი მოგვიანებით მმართველი პარტიის კანონმდებლების გარემოცვაში დადო.გიურლეკმა სტამბოლის ყოფილ მერს, ოპოზიციონერ ეკრემ იმამოღლუს ნოემბერში ფართომასშტაბიანი ბრალდება წაუყენა, რომელშიც მას კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ 142 საქმეში ადანაშაულებდა.

16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან

16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან2010 წლის 12 თებერვალს ქართველი მოციგავე ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე საწვრთნელი დაშვებისას ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა

უკრაინელი მრბოლელი ვლადისლავ ჰერასკევიჩი რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის გამო ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნეს

უკრაინელი სკელეტონ მრბოლელი, ვლადისლავ ჰერასკევიჩი ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან დისკვალიფიცირებულია რუსეთთან კონფლიქტში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის გამოყენების გამო. ამის შესახებ „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია.როგორც უცხოური მედია წერს, დისკვალიფიკაციის თაობაზე სპორტსმენს დილით ადრე, საცურაო ობიექტზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ კირსტი კოვენტრისთან შეხვედრის შემდეგ აცნობეს.ვლადისლავ ჰერასკევიჩის გუნდმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სპორტის არბიტრაჟის სასამართლოში გაასაჩივრებს.სკელეტონის შეჯიბრი 12 თებერვალს დაიწყება.

მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანას კრძალავს

პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ადამიანების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად.„საქართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში არის მნიშვნელოვნად და მკვეთრად გაზრდილი. 2012 წელს საქართველოში 864 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წლევანდელი მონაცემებით ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ორ მილიონს. ვხედავთ, რა მასშტაბის ზრდაზეა საუბარი. ავტომობილების რაოდენობის ასეთი ზრდა იწვევს, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და მეორე მხრივ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება არის აუცილებელი. ამისთვის ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას. რა თქმა უნდა, მცირე გამონაკლისები იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობთ, რომ არსებითად მნიშვნელოვანია 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები არ იყოს შემოყვანილი ქვეყანაში. ეს არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი ადამიანების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს მომზადებული კანონპროექტისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინიციატივა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები