ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024

ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის ძალიან რეალური – ამაში დარწმუნდა საზოგადოება, როდესაც ჩავარდა ოპოზიციის აქცია და ახლა კიდევ უფრო გამყარდა ეს რწმენა, როდესაც გუშინ შეიკრიბა უამრავი ადამიანი, „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად – ირაკლი კობახიძე

ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის ძალიან რეალური. ჯერ ამაში დარწმუნდა საზოგადოება, როდესაც ჩავარდა ოპოზიციის აქცია და ახლა კიდევ უფრო გამყარდა ეს რწმენა, როდესაც გუშინ შეიკრიბა უამრავი ადამიანი, „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა

პრემიერის თქმით,  საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მყარად გაგრძელდეს  ქვეყნის სტაბილური განვითარება.

„ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის ძალიან რეალური. ჯერ ამაში დარწმუნდა საზოგადოება, როდესაც ჩავარდა ოპოზიციის აქცია და ახლა კიდევ უფრო გამყარდა ეს რწმენა, როდესაც გუშინ შეიკრიბა უამრავი ადამიანი, „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. ჩვენ გვაქვს ეს მიზანი, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მყარად გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. გუშინდელი შეკრება იყო სწორედ ამის დემონსტრირება. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ავარია წალკაში – დაღუპულია 4 ახალგაზრდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წალკაში. "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით. დაღუპულია 4 ახალგაზრდა. ჯერჯერობით, დაღუპულების ვინაობა უცნობია.

ავარია წალკაში – დაღუპულია 4 ახალგაზრდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წალკაში. "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით. დაღუპულია 4 ახალგაზრდა. ჯერჯერობით, დაღუპულების ვინაობა უცნობია.

სავალუტო ფონდი ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენც ვსაუბრობთ, რომ საქართველო იქნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მთელს რეგიონში ევროპისა და შუა აზიის ჩათვლით – ლევან დავითაშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზი შეაფასა, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშის თანახმად საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასება გაზარდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი ავტორიტეტული და უპირობოდ წამყვანი ორგანიზაციაა, რომლის ანალიტიკა და შეფასებები მნიშვნელოვანი საფუძველია ინვესტორებისთვის გადაწყვეტილებების მისაღებად. “ამ შემთხვევაში, სავალუტო ფონდი ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველო იქნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მთელს რეგიონში ევროპისა და შუა აზიის ჩათვლით. საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა 2029 წლამდე. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024-2029 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.6 პროცენტით გაიზარდება,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ამავე დროს, როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მსგავსი პროგნოზები ყოველთვის უფრო კონსერვატიულია, ქვეყნის რეალური შედეგები კი, ხშირ შემთხვევაში, აღნიშნულ პროგნოზებზე უკეთესია. „ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი ეკონომიკა გაიზარდოს არა მხოლოდ ნომინალურად, არამედ მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებითაც და რეალურ გამოხატულებაში. აქაც, სავალუტო ფონდის შეფასებით, 2029 წლისთვის მშპ 1 სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით - PPP მაჩვენებლით 38,000 საერთაშორისო დოლარს გადასცდება, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 52%-ს აჭარბებს. აღნიშნული პროგნოზები დამაიმედებელია და ეკონომიკის კუთხით უწყვეტ პროგრესზე მიუთითებს, რომელსაც ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვაღწევთ,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

გაზისა და წყლის ჭავლის არევაზე გავრცელებული ჩანაწერი ავთენტური იყო თუ არა, გამოსაძიებელია და ამასაც მივხედავთ – ვახტანგ გომელაური

გაზისა და წყლის ჭავლის არევაზე გავრცელებული ჩანაწერი ავთენტური იყო თუ არა, გამოსაძიებელია და ამასაც მივხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მსგავსი საშუალების გამოყენება აკრძალული არ არის და გამოიყენება ევროპული ქვეყნების პრაქტიკაში. „ბრძანება შეიცვალა 2021 წელს და გამოვიყენეთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა, გერმანიის, საფრანგეთის და ა.შ. მისი გამოყენება სპეცდანიშნულების რაზმს არ შეუძლია იმ შემთხევვაში, თუ არიან ბავშვები, არასრულწლოვნები, ფეხმძიმე ქალები. შეტევისა და შტურმის დროს კი, შესაძლებელია, გამოიყენო გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც. ევროპაში აქციის დასაშლელად იყენებენ საპოლიციო ძაღლებსაც. ადამიანებს ცოცხლად წვავდნენ, პოლიციელებს თავები დაუტეხეს და ეგ შეიძლება?“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მიხეილ სარჯველაძე – შესაძლებელი იქნება, პაციენტმა კლინიკისგან განსხვავებული მოდელით მიიღოს დამატებითი სერვისი, რისთვისაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემიდან გასვლა საჭირო აღარ იქნება

მაღალი ხარისხის და მაღალკვალიფიციური სერვისის მიწოდებას რაც შეეხება, საუბარია კლინიკებისთვის მეტი შესაძლებლობების მინიჭებაზე, რომ ჰქონდეთ სამედიცინო სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდების საშუალება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავრობის სხდომაზე საუბარი იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის შესახებ. „ერთ-ერთი უპირველესი, რაც დასახელდა, ამ დრომდე მოქმედი რეგულაციების თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში დიდი უხერხულობა ექმნებოდათ პაციენტებს. არსებული წესების მიხედვით, გათვალისწინებული იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოსვლის საჭიროება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს სურდა განსხვავებული მოდელით ან, მაგალითად, გარკვეული დამატებითი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა. ასეთი სურვილის შემთხვევაში, ისინი დგებოდნენ დილემის წინაშე: ან დარჩენილიყვნენ პროგრამაში და მიეღოთ სახელმწიფო დაფინანსება, ან მცირედი ცვლილების შემთხვევაში გასულიყვნენ და, შესაბამისად, მთლიანად საკუთარ თავზე აეღოთ ის ხარჯები, რომელებიც კონკრეტულ მანიპულაციას უკავშირდებოდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მინისტრის თქმით, მთავრობას სურს, რეგულაციები მეტად მოქნილი გახდეს. „შემოღებული იქნება შესაძლებლობა. ამას სჭირდება მთავრობის დადგენილებაში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პაციენტს ექნება შესაძლებლობა, დილემის წინაშე აღმოჩენის გარეშე, დამატებითი, გარკვეული განსხვავებული სერვისების მიღება კლინიკისგან, ოღონდ კონკრეტულ შემთხვევებს, პირობებს, ლიმიტებს და სხვ. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი განსაზღვრავს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ამასთან, სარჯველაძის განცხადებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება დაშვებული თანაგადახდები. „ფუნქცია ასევე საჭიროებს დეტალურ რეგლამენტაციას, რომ ადგილი არ ჰქონდეს პაციენტის მიმართ ისეთი ზომების გამოყენებას, რომელიც შეიძლება მას არათანაბარ ან ისეთ მდგომარეობაში აყენებდეს, რომელიც მისთვის, შესაძლოა, არ იყოს კომფორტული. ვფიქრობთ, ეს, პაციენტისთვის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური ცვლილებაა. იმავდროულად, ეს დადებითად აისახება კლინიკების საქმიანობაზეც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ კლინიკების შესაძლებლობები გაუმჯობესდეს, მეტი რესურსი ჰქონდეთ, მეტი დრო და მეტი ფინანსური სახსრებიც რჩებოდეთ, რომ გააუმჯობესონ მათ მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხი“, – აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, მთავრობის სხდომაზე ასევე საუბარი იყო ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ კლინიკებისთვის ასანაზღაურებელი თანხების გარკვეულ პროცედურებზე, რომლებიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით არის განსაზღვრული და არსებობდა გარკვეული წუხილები სამედიცინო სექტორში. „ამ მიმართულებით გვქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა და სექტორთან მუშაობა ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს. მუშაობა გაგრძელდება და ალბათ ახლო მომავალში გვექნება კონკრეტული შედეგებიც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბოლო სიახლეები