პარასკევი, იანვარი 17, 2025

“ღმერთმა მიცხონოს შენი სული” – დეკანოზი შალვა კეკელია ძმას ემშვიდობება

“ღმერთმა მიცხონოს შენი სული” – წერს მამა შალვა კეკელია ფეისბუქზე. დეკანოზს დღეს ძმა გარდაეცვალა. მოძღვარს სამძიმრის მესიჯები და კომენტარები მთელი საქართველოდან მისდის…

ზურაბ კეკელიას გარდაცვალების შესახებ ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის ფეისბუქ გვერდი წერს.

დეკანოზ კეკელიას ძმა მშობლიურ კუთხეში – მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში გადაასვენეს.

დაკრძალვა – სამშაბათს, 21 იანვარს, 15 საათზე.

“გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ზურაბი” – წერია ამ გვერდზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო. საქართველოს მთავრობის მეთაურს ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სამირ შარიფოვი დახვდა. ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის დედაქალაქს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ქ. თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, თითოეულ შემოსულ შეტყობინებაზე სწრაფი სამართლებრივი რეაგირება მოახდინა. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 343 პირი, მათ შორის 49 ჟურნალისტი. აქციაზე დაშავებული 226 პირის მიმართ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. სამსახური დეტალურად სწავლობს საპროტესტო აქციის გამართვის ადგილსა და მიმდებარე ქუჩებზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების, ასევე სხვა წყაროებიდან მოპოვებულ ჩანაწერებს, რომელთა ჯამური ხანგრძლივობა 1400 საათს აღემატება. მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა 59 პირის ტანსაცმელი, რომელზეც ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები დაინიშნა.დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარეობს აქციაზე დაკავებულ პირთა ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალების გამოთხოვა და შესწავლა.ასევე, მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებასა და დაშავებულ მოქალაქეთა დაკავებაში მონაწილე სამართალდამცავების გამოკითხვები.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ, დაზარალებულის სტატუსი უკვე 52 პირს მიენიჭა.სამსახური აქციაზე დაშავებული მოქალაქეების უფლებების დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას იყენებს, ამ მიზნით თითოეულ მათგანს უტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, მათი დაზიანების დოკუმენტირებისთვის კლინიკებიდან ხდება სამედიცინო დოკუმენტების გამოთხოვა, გამოძიება სწავლობს გამოკითხვაში მათ მიერ დაფიქსირებულ ყველა გარემოებას. თითოეულ პირს და მათ უფლებადამცველებს სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის და გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა, მაქსიმალურად ინფორმირებული არიან მიმდინარე გამოძიების პროცესის თაობაზე.სპეციალურ საგამოძიებო სამსახური, დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, ასევე, აქტიურად აწარმოებს გამოძიებას 2024 წლის 7 დეკემბერს, ქ. თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა 52 პირი.თავდასხმის ამსახველ კადრებზე, ასევე, გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილიდან და მიმდებარე ქუჩებიდან მოპოვებულ სამეთვალყურეო ვიდეო კამერის ჩანაწერებზე, სადაც აღბეჭდილია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გადაადგილება, პირთა იდენტიფიცირების, მათ შორის გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებებთან შესადარებლად, ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა.ტელეკომპანია ,,ტვ პირველის” მომართვის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით 2025 წლის 16 იანვარს ამოღებულ იქნა მეხსიერების ბარათი, რომელშიც დაცულ მასალას შესაბამისი ექსპერტიზები ჩაუტარდება.პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონებზე და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთებზე, მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა.გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებების დაზარალებულთან შესაძლო ფიზიკური შემხებლობის და გენეტიკური პროფილების დასადგენად ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბიოლოგიურ-გენეტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები ტარდება.მიმდინარე ექსპერტიზებთან დაკავშირებით, სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან.როგორც საზოაგდოებისთვის ცნობილია, ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული ცნობილი არიან დაზარალებულად.საქმეზე გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, ძარცვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის, 118-ე მუხლის მეორე ნაწილის და 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.სამსახური, გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას დამატებით მიაწვდის“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ის ჩემს გარდაცვლილ შვილს მივამსგავსე…“ – 55 წლის კაცმა 22 წლის გოგონას თირკმელი გადაუნერგა

55 წლის ბრიტანელმა, ენდი ემოტმა 22 წლის გოგონას, სახელად ამბერს თირკმელი გადაუნერგა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, წლების წინ ენდის ქალიშვილიც ფილტვის დაავადებამ იმსხვერპლა. სარა ორგანოს გადანერგვიდან 364 დღეში გარდაიცვალა. „როდესაც ემბერის შესახებ გავიგე, ის  ჩემს გარდაცვლილ შვილს, სარას მივამსგავსე და მაშინვე მივხვდი, რომ მისთვის რაღაც უნდა გამეკეთებინა. მე მას თირკმელი გადავუნერგე, ისევე როგორც ერთ დროს უცხო ადამიანმა ჩემს შვილს",- ამბობს ენდი.

სოზარ სუბარი: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაბარებული იქნება საგამოძიებო კომისიაზე მოწმედ, ჩვენების მისაცემად და უარს იტყვის თანამშრომლობაზე, ბუნებრივია, ეს დასჯადი ქმედებაა

შარშან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ გამოაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საქმე გვქონდა ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებთან, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა. ის საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ, ვინც თავს აარიდებს პროკურატურასთან ან ნებისმიერ სხვა უწყებასთან თანამშრომლობას, ამასაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი იურიდიული პასუხი გაეცემა. „ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაბარებული იქნება საგამოძიებო კომისიაზე მოწმედ, ჩვენების მისაცემად და უარს იტყვის თანამშრომლობაზე, ბუნებრივია, ეს დასჯადი ქმედებაა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

თურქეთში, ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მიღების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა

თურქეთში, სტამბოლში ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მიღების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, ათობით მოწამლული კი საავადმყოფოში იმყოფება. ხელისუფლების თქმით, მსხვერპლების მიერ მიღებულ ალკოჰოლში, ეთანოლის ნაცვლად, რომელიც ჩვეულებრივ ალკოჰოლურ სასმელებში გამოიყენება და ადამიანისთვის უსაფრთხოა, მეთანოლი აღმოჩნდა, რომელიც ტოქსიკური სამრეწველო ხარისხის ალკოჰოლია და არ არის სასმელად უსაფრთხო. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ წლის დასაწყისიდან რამდენიმე რეიდი ჩაატარეს თურქეთის პროვინციებში და ამოიღეს 30 000 ლიტრზე მეტი ფალსიფიცირებული ალკოჰოლი. მათივე თქმით, 342 ცალკეულ მისამართზე, ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია 60 ადამიანი. გამოძიება გრძელდება. აღსანიშნავია, რომ თურქეთში ფალსიფიცირებულ ალკოჰოლთან დაკავშირებული სიკვდილი ხშირია, რადგან, ალკოჰოლის მაღალი გადასახადების ფონზე, შავ ბაზარზე მათი წარმოება იზრდება.

ბოლო სიახლეები