ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

ღვინის სააგენტო: სიმართლეს არ შეესაბამება რამდენიმე მევენახის კომენტარი ვენახების საკადასტრო ამონაწერის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით

ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება რამდენიმე მევენახის საჯაროდ გაკეთებული კომენტარი ვენახების საკადასტრო ამონაწერის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით.

„ვენახების კადასტრი თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის (ვენახის მდებარეობა, ვაზის ჯიშები, დარგვის თარიღი, ვენახის მდგომარეობა და ა.შ.) შეგროვებით იქმნება. ვენახების რეგისტრაცია მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში განთავსებულ სარეგისტრაციო უბნებზე ხდება. საკადასტრო ამონაწერის მიღება უფასოა და არ საჭიროებს იუსტიციის სახლში მისვლას – ვენახების კადასტრს კავშირი არ აქვს მიწის კადასტრთან, ეს არის ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზა. ვენახების საკადასტრო ამონაწერის მისაღებად, მევენახემ სარეგისტრაციო უბნებზე უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა. მცდარია რამდენიმე მევენახის საჯაროდ გაკეთებული კომენტარი, რომ ისინი არ იყვნენ აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული. ვენახების კადასტრის პროგრამა 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შეხვდნენ ყველა მევენახეს, იყვნენ ყველა ნაკვეთში, მიმდინარე წლის თებერვლიდან კი, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში აღნიშნულ თემაზე შეხვედრები დღემდე ინტენსიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

2021 წლის რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე ფერმერი ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. მიმდინარე წლიდან, ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა.

ვენახების კადასტრის პროგრამა სატესტო რეჟიმში 2018 წელს ამოქმედდა „ქინძმარაულისა“ და „ყვარლის“ მიკროზონებში. 2019 წლიდან, ვენახების კადასტრის ამონაწერით ყურძენს „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზნის“ მიკროზონების მევენახეები აბარებდნენ.

ვენახების კადასტრი აქვს ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა განვითარებული. საქართველო, ვენახების კადასტრის შექმნით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ევროპულ გამოცდილებას გაიზიარებს და დანერგავს.

ამ ეტაპზე, ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი (წნორის მხარის სოფლები), თელავი და ახმეტა. რეგისტრაცია შესაძლებელია ზემოთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში განთავსებულ მოქმედ სარეგისტრაციო უბნებზე, სულ 33 ლოკაციაზე. უახლოეს დღეებში დაემატება ახალი სარეგისტრაციო უბნები. დედოფლისწყაროს, ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრაციის დაწყებაზე მევენახეები ინფორმაციას დამატებით მიიღებენ.

საკადასტრო ინფორმაციის განახლება სავალდებულოა ვენახთან დაკავშირებული ისეთი ცვლილებების შემთხვევებში, როგორებიცაა ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებზე წარდგენილი დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებზე წარდგენილი დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა.პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს მისი თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ექსპერტთა შემადგენლობაც განსაზღვრა.

ირაკლი კობახიძე – ტრამპი თუ შეასუსტებს „დიფ სთეითს“, გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერა, დარჩება სტატუს კვო, თუმცა ამ პირობებშიც ბოლომდე დავიცავთ ქვეყნის ინტერესებს

ტრამპი თუ შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება სტატუს კვო, თუმცა სტატუს კვოს პირობებშიც ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ აშშ-დან არ იქნება პასუხი და არ იქნება არანაირი რეაგირება, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ „დიფ სთეითი“ ვერ მარცხდება, ვერ სუსტდება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, ასეთ პირობებში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში იქნება მეტი გამოწვევები.„ჩვენ ოთხი წელი ბევრად უფრო რთულ ვითარებაში გვიწევდა ეროვნული ინტერესების დაცვა და ვიყავით უარესი სცენარისთვის მზად, რასაც ერქვა ტრამპის ოპონენტის არჩევა და შესაბამისად, პირდაპირ „დიფ სთეითის“ დარჩენა აშშ-ის ხელისუფლებაში, აქაც დავიცავდით ეროვნულ ინტერესებს. მარტივად არის საქმე, თუ ტრამპი შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს, ამ შემთხვევაში დარჩება სტატუს კვო, თუმცა სტატუს კვოს პირობებშიც ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, მიჩვეული ვართ ჩვენ უკვე ამ მდგომარეობას ყველასთან, მათ შორის აშშ-თან. იმედი გვაქვს, ცალმხრივი არ იქნება ეს მეგობრობა, იქნება ორმხრივი, თუმცა ვნახოთ, ჩვენზე არ არის ეს დამოკიდებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, უილსონი არის ერთ-ერთი მაგალითი, საქართველოზე რომ ჰკითხო, შეიძლება, რუკაზე...

რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის ჩვენ კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, ამერიკიდან და ევროპიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, „დიფ სთეითს“ ჰყავს აგენტურა, რომელიც კონკრეტული მითითებებით მოქმედებს და ერთ-ერთი მათგანია ჯო უილსონი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა.„დიფ სთეითი“ მოქმედებს. მე შორს ვარ იმ აზრიდან, რომ აქ მხოლოდ ფული არის ჩართული საქმეში. „დიფ სთეითს“ ჰყავს პატარა აგენტები და ამუშავებენ ამ აგენტურას. აშშ-ში ჯო უილსონი არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. იმავეს აკეთებენ ევროპულ ბიუროკრატიაში. არის ჩვეულებრივი აგენტურა. საკმაოდ მრავლად ჰყავთ აგენტები. ამ შემთხვევაში გამოარჩიეს ეს კაცი და აწერინებენ ასეთ რაღაცებს. რომ ჰკითხო, საქართველოზე, შეიძლება რუკაზე თითით ვერ მოგინიშნოს, მაგრამ დღეში ხანდახან ხუთ და ექვს პოსტს წერს ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით. როდესაც წერ, რომ საქართველოში მოქმედებს პროირანული ხელისუფლება, რაღაცას ხომ შეიძლება ეფუძნებოდეს ეს ყველაფერი. არაფერს აღარ ვამბობ რუსეთზე და ჩინეთზე. ეს ახდენს ყველაფრის დისკრედიტაციას, რაც დაკავშირებულია აშშ-თან, ევროპასთან. ასეთ რაღაცას საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი არ კადრულობდა 80-იან წლებში, რადგან იქ რაღაც პრინციპები არსებობდა. რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის ჩვენ კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, ამერიკიდან და ევროპიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ზაჰესიდან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან

მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ზაჰესიდან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, – ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, ღამის საათებში დაგეგმილია ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალჩამკეტებს შორის მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ღამის საათებში გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას.„თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის ჩართულობით მიმდინარეობს მტკვრის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება. ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.დამატებით, გვსურს მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, ღამის საათებში დაგეგმილია ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალჩამკეტებს შორის მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ღამის საათებში გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ზაჰესიდან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

მტკვარში 21 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

დღეს, თბილისში, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილისა და მისი მგზავრების ძებნისას, უცნობი ცხედარი აღმოაჩინეს.24News.ge -ის ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ცხედარი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალის მკვიდრს, 21 წლის აიტაჯ მამედოვას ეკუთვნის, რომელიც პირველი აპრილის ღამეს, მშვიდობის ხიდიდან მტკვარში გადავარდა და მას შემდეგ ეძებდნენ.ცნობისთვის, მტკვარში სამაშველო ღონისძიება ამ წუთებშიც გრძელდება. მაშველები მდინარეში გადავარდნილ  ახალგაზრდებს ეძებენ.

ბოლო სიახლეები