ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025

ღვინის ეროვნული სააგენტო – კახეთში ყოველდღიურად 10 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდება

10 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში სულ გადამუშავებულია 260 ათასამდე ტონა ყურძენი, – ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 130 ათასამდე ტონა რქაწითელი, 112 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

„ამ ეტაპზე, კახეთში ყოველდღიურად 10 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდება, რაც რთველის აქტიურ ფაზაზე მიუთითებს.
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 1,4 ათასი ტონა ალექსანდროული და მუჯურეთულია. რაჭაში საპროგნოზო მოსავალი 2 ათასი ტონის ფარგლებშია. მოსავალი უკვე დააბინავა 800-მდე მევენახემ.

რაჭის რეგიონში, რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც ერთი კგ ალექსანდროულის, ასევე, ერთი კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ მარჯანიშვილის თეატრი წერს.„გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი.მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი აკაკის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.4. მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 19:49 წუთზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ჯერ დაკონკრეტებული არ არის.

გოგა ჯაჯვანი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე სამ ოქროს მედალს დაეუფლა

ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 94 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჯაჯვანმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა.ატაცში ქართველმა ძალოსანმა 166 კგ დასძლია, აკვრაში 197 კგ-ს გაუმკლავდა, ხოლო მესამე ოქროს მედალს ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 363 კგ-ით დაეუფლა. გოგა ჯაჯვანი ასევე გახდა ევროპის რეკორდსმენი.იმავე წონით კატეგორიაში იასპარეზა გერვასი თაბაგარმა და აკვრის დისციპლინაში დაფიქსირებული 196 კგ-ით ვერცხლის მედალს დაეუფლა.ქართველი ძალოსნები ალბანეთში ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით ასპარეზობენ.

ირაკლი კობახიძე – ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანისთვის შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ ანაზღაურება

თეორიულად შეუძლებელია, ადამიანებმა რვა საათი იმუშაონ სხვადასხვა სამსახურში, ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გაეზარდოთ შესაბამის პირებს ანაზღაურება.„მიზანი არის ხარჯების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო საწარმოებში, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ უკვე დავზოგეთ 60 მლნ ლარზე მეტი.  არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ადამიანები ერთდროულად, სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ ორგან და ზოგჯერ სამგანაც, თეორიულად შეუძლებელია, რვა საათი იმუშაონ ორგან და სამგან სხვადასხვა სამსახურში. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. აქაც მოხდება ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაცია და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, უფრო სწორად იმუშავებს საჯარო სამსახური. ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ შესაბამის პირს ანაზღაურება. არის დეფიციტური პროფესიები და არის შემთხვევები, როდესაც საჯარო სამსახურში ანაზღაურება ვერ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს. ასეთ პირობებში ჩვენ ფიქტიურად ან ხელოვნურად კი არ უნდა დავასაქმოთ ორგან და სამგან, უნდა შევთავაზოთ ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი ანაზღაურება. ეს იქნება სწორი პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძე – გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილი

ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია: გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქართველოში საქმიანობის შესახებ და გერმანიის მთავრობის განმარტებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.მისი თქმით, ყველაფერი, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გარედან არის თავს მოხვეული და დაფინანსებული.„ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი და ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია – ის, რომ გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი და მთავარი წამხალისებელი. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი, რასაც დედაქალაქის ქუჩებში ვხედავთ, არის გარედან თავს მოხვეული, დაფინანსებული. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, უცხოელების სახით, ქვეყნის შიგნით აქ, საქართველოში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან და მენეჯმენტს უწევენ აღნიშნულ ქმედებებს. ძალიან მძიმე და სამწუხაროა ეს ყველაფერი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ბოლო სიახლეები