კვირა, მაისი 25, 2025

ქუჩის წინააღმდეგობის გარდა, სხვა გზა არ არის დარჩენილი“ – ირაკლი ფავლენიშვილი

ოპოზიციის ერთი ნაწილი 26 მაისს, ეროვნულ დღესასწაულზე პროცესების რადიკალიზაციას აანონსებს, მეორე კი ემიჯნება. ოპონენტებისგან განსხვავებით, 26 მაისის აღნიშვნის ტრადიციული სადღესასწაულო გეგმა აქვს ხელისუფლებას, რომელიც აცხადებს რომ პროვოკაციების მოწყობის უფლებას არავის მისცემს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ამ დღეს ვისთან უნდა ყოფნა, ასევე პარტიაში ქუჩის წინააღმდეგობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ამის გარდა, სხვა გზა არ არის დარჩენილი:

“ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ვისთან უნდა ყოფნა. სიმბოლური თარიღების დროს, მეგობარი ქვეყნები და მათი პოლიტიკური ფიგურები ჩამოდიან ხოლმე ქვეყნებში. ხისტი ფორმები კი არა, უბრალოდ საჭიროა ქუჩაში წინააღმდეგობა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. როდესაც გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება და ისინი არ რეაგირებენ არაფერზე, ქუჩის წინააღმდეგობის გარდა, სხვა გზა არ არის დარჩენილი. წინააღმდეგობის პლატფორმაში ჩვენ არ ვართ ინტეგრირებულები, ამიტომაც, პირველ რიგში ორგანიზებაში ჩართულია ის ხალხი და კითხვები მათ უნდა დაუსვათ,”- აცხადებს პარტია ”ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

პარტია ”ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი სიორიძე: – “ჩვენ ვემზადებით ზეიმისთვის, ჩვენი პარტია მარშით გაემართება მარჯანიშვილიდან რუსთაველისაკენ”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ბოლო წამს შეიცვალა მონაცემები…“ – რატომ არ თამაშობს კვარა დღევანდელ მატჩზე

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს დღევანდელ მატჩზე არ ითამაშებს. მონაცემები ბოლო წამს შეიცვალა.„იმედია, არ გვაქვს საქმე სერიოზულ ტრავმასთან. თუმცა ვიქონიოთ იმედი, რომ ეს დაზიანება არ არის მძიმე. ბოლო ინფორმაციით, როგორც გადავამოწმე მედიაში, იუწყებიან, რომ თავის ტკივილია მიზეზი, რის გამოც, სამწუხაროდ, კვარა ძირითადში არ არის. ველოდით, თუმცა ბოლო წამს შეიცვალა მონაცემები...“ — თქვა კომენტატორმა თამაშის დაწყებისას.

ხელჩართული ჩხუბი სტადიონზე! – დინამო თბილისისა და ტორპედოს შეხვედრაზე ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

დინამო თბილისისა და ტორპედოს შეხვედრაზე ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.დაპირისპირების კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.ნახეთ ვიდეო ⇓

დავით სონღულაშვილი – „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია

საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითადი მაჩვენებლებით მნიშვნელოვნად უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა და სხვა პარტნიორები. თუმცა, ჩვენ არაერთხელ აღმოვჩენილვართ მესამე პოზიციაზე ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებებში იმ გარემოების გამო, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ქვეყანაში არასტაბილურობა შექმნან, რათა ეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრ ხოსე მანულე ფერნანდესთან საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. აღსანიშნავია, რომ ჟოზე მანუელე ფერნანდესი 2009-2024 წლებში ევროპარლამენტის წევრი იყო.დავით სონღულაშვილმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და მის მნიშვნელობაზე.„ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ თქვენ ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების თარიღად დაასახელეთ 2030 წელი, საქართველოს აქვს თავისი დღის წესრიგი; 2028 წლამდე ჩვენ გავაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, მათ შორის, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. ჩვენი საგზაო რუკა მკაფიოა და მიზნად ისახავს მზადყოფნას 2030 წლისთვის. ამავდროულად, თუ ევროკავშირს გააჩნია საქართველოსთან კონკრეტული თანამშრომლობის ინტერესი, ჩვენ მზად ვართ ამისთვის დღესვე. მაგრამ, ჩვენთვის მიუღებელია, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესი გარკვეულმა ძალებმა შიდა არეულობის ორგანიზებისთვის გამოიყენონ“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.დავით სონღულაშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონი მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს – თუ რომელიმე ორგანიზაცია იღებს დაფინანსების გარკვეულ პროცენტს უცხოური წყაროებიდან, ის უნდა ასაჯაროებდეს დონორებს და თანხების ხარჯვასთან დაკავშირებულ დეტალებს. ეს ნორმა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას და პოლიტიკურ პროცესებში მეტი გამჭვირვალობის შემოტანას.„კანონპროექტის შინაარსი ძალიან მარტივია: რა ღირებულება აქვს იმას, რასაც უცხოური დაფინანსებით აკეთებ? მიუხედავად ამ მარტივი პრინციპისა, ჩვენ საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებული წნეხის ქვეშ აღმოვჩნდით. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება, იცოდეს, ვინ და რატომ აფინანსებს კონკრეტულ პროცესებს ქვეყანაში. ამ ყველაფრის ფონზე, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ: მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია. ეს არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრულია კონსტიტუციით“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ფ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს."დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, ორ პირს: 1967 წელს დაბადებული კ.ჭ.-ს და 1961 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.პოლიციამ გ.ფ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

“შენ ანგელოზად იქეცი და ზეციურად ანათებ” – მარიამ ფილია გარდაცვლილი ძმის ბოლო ზარიდან ემოციურ კადრებს გვიზიარებს

მარიამ ფილია გარდაცვლილი ძმის ბოლო ზარიდან ემოციურ კადრებს გვიზიარებს და ასეცე სევდიან ლექსს აქვეყნებს.“ტკივილმა სული გარინდა, სხეულს ეფარა ნისლები, დღეს გიო სკოლას ამთავრებს დიდია ,დიდი ხვალიდან, საფლავზე მეგობრები და ზეიმი ახალ სახლ-კარზე შენ ანგელოზად იქეცი, და ზეციურად ანათებ.სკოლის დასრულებას გილოცავ გიო🥹🕊🕊”- წერს მარიამ ფილია.

ბოლო სიახლეები