ქალაქ ქუთაისმა დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მრავალმხრივ ნიჭიერ და განათლებულ თაობებს ზრდის. მე-19 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ნიღბების თეატრის სცენაზე, ნ.დუმბაძის შესანიშნავი ნაწარმოებების პერსონაჟები გააცოცხლეს, გააერთიანეს და წარმოადგინეს სპექტაკლი “ჩვენ ვხედავთ მზეს”. სპექტაკლი სრული ანშლაგით დასრულდა. სკოლის დირექციამ და მშობლებმა მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელს ქალბატონ ეკა სვანიძეს, დამდგმელ რეჟისორს ქალბატონ ელზა სულაძეს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს გაწეული შრომისთვის. და ბოლოს დავესესხები გურამ ასათიანს და ვიტყვი ,რომ “ნოდარ დუმბაძე ადამიანთა იმ იშვიათ მოდგმას ეკუთვნის, რომელთა სულშიც პირადი ტკივილი სხვებისთვის შვების მოტანის ცხოველმყოფელ წყურვილს აღვიძებს”.
ავტორი: ნათია მიქელაძე