სამშაბათი, მაისი 13, 2025

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის საპროექტო სამუშაოები დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის საპროექტო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიურო, ესპანური IDOM გუნდი ახორციელებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ხვალ და ზეგ კომპანიის წარმომადგენლები უნივერსიტეტის კამპუსს ეწვევიან. საქართველოში ასევე იმყოფებიან და აღნიშნულ პროექტში იღებენ მონაწილეობას სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის მეშვეობით სამკურნალო საშუალებების წამყვანი კომპანია IBA (ბელგია) გუნდები.

„ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა უნივერსიტეტში 2024 წლისთვის არის დაგეგმილი, პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და ახორციელებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2020 წელს გაიხსნა და სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. უნივერსიტეტის მიზანია, ეტაპობრივად გახდეს საერთაშორისო კვლევისა და განათლების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი რეგიონში. უნივერსიტეტის ლაბორატორიების ბაზაზე მოხდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარება KIU-ში შესაბამისი დარგის მეცნიერებისა და წამყვანი ექსპერტების მოზიდვის გზით.

KIU-ს სტრატეგიული განვითარების გეგმა ითვალისწინებს ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნასაც. აღნიშნულ კვლევით ცენტრში შესაძლებელი იქნება სამეცნიერო კვლევების განხორციელება ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, რადიაციულ ფიზიკაში და ბიოფიზიკაში. კვლევითი ცენტრი ასევე ხელს შეუწყობს პროტონული თერაპიის ცენტრის ჩამოყალიბებას, KIU-ს მედიცინის ფაკულტეტთან ერთად.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან – მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM).

2020 წლის დასაწყისში სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის მეშვეობით სამკურნალო საშუალებების მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოში პროტონული თერაპიის პირველი ცენტრის შესაქმნელად. პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“ დაახლოებით 40 მილიონი ევროს გრანტით აფინანსებს.

ხელშეკრულება მოიცავს კლინიკურ დანადგარ Proteus®ONE-ს და დამატებით ციკლოტრონის დამზადებას, რომელიც სამეცნიერო კვლევებს მოხმარდება. პროტონული თერაპიის ცენტრი ქუთაისის ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსზე დამონტაჟდება“, – აღნიშნულია უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი ხოჭავა – მეგის ქარდავამ თავზე დამადო იარაღი და მეუბნებოდა, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები, გესვრი და შემდეგ შენს მშობლებს, შენს ძმას დავხოცავო

მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები, გესვრი და შემდეგ შენს მშობლებს, შენს ძმას დავხოცავო, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გიორგი ხოჭავამ განაცხადა.გიორგი ხოჭავამ კომისიის სხდომაზე დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პერიოდი გაიხსენა.„გადამიყვანეს სამმართველოში და შემიყვანეს ე.წ. ამოსაცნობ ოთახში. მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო. მამაჩემი და დედაჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს. მე მათ ვხედავდი, ისინი ვერ მხედავდნენ. ისევ დამაჩოქეს. მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, გესვრი, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები და მერე დავხოცავ შენ მშობლებს, შენ ძმას, 14 წლის ბავშვსო. ხმას არ ვიღებდი და მინდოდა, რაღაცნაირად რამდენიმე წუთით მაინც გამენეიტრალებინა  ვითარება. ვუთხარი, ეს არ გაეკეთებინა, ერთი-ერთზე კაბინეტში დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. კარგიო და შევედი კაბინეტში, სადაც ვუთხარი, მე არ გამიკეთებია, შენ ეს იცი-მეთქი. ჩემი მოკვლა თუ გინდა, მომკალი, ჩემი მშობლები არაფერ შუაში არიან და მათთვის თავი დაენებებინა. ორი დღით ადრე დამიჭირეს, ვიდრე ჩემი დაჭერის თარიღი ჩაწერეს. შემაგდეს ე.წ. კაპეზეზე და სამი დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკერებს იყენებდნენ თითქმის ყველა ცემის ეპიზოდში“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.ამასთან, გიორგი ხოჭავამ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ისაუბრა, როგორ ძალადობდნენ მასზე პატიმრობის პერიოდში.„ციხის ათი თანამშრომელი მოვიდა ჩემთან და დამიწყო ცემა, დამიზიანეს ფეხი. დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში საწოლიდან ვერ ვდგებოდი, არ მმკურნალობდნენ. ბოლოს, ციხის ექიმმა მითხრა, რომ ჩემს ნათესავ ქირურგს კარგად იცნობდა, მეგობრობდა და ყველაფერს გააკეთებდა, რათა ჩემთვის სამკურნალო წამლები შემოეტანათ. ეს ყველაფერი მოხერხდა და ჩემმა მშობლებმა შემომიგზავნეს წამლები – ნემსები და ბევრი პრეპარატი. ოთხი თვის შემდეგ დავდექი ფეხზე. ამ ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი დამცირება, ზეწოლა, რასაც ციხის თითქმის ყველა თანამშრომელი ახორციელებდა. ფეხი როცა მოვირჩინე, მომცა სიცხე. ტემპერატურა არ მიკლებდა. თურმე ტუბერკულოზი გამიჩნდა. საბოლოო ჯამში, ეს იყო ქრონიკული ტუბერკულოზი, რადგან მათ კიდევ რამდენიმე თვე არ გადამიყვანეს ე.წ. ტუბზონაზე. ზუსტად მე-11 თვეს ხდება ჩემი ეტაპირება „ტუბზონაზე“, ფეხზე ვერ ვდგები, ძალიან ცუდად ვარ. ახლა ვარ 79 კილო, მაშინ, როცა მივედი, 38 კილომდე ვიყავი“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, ტრამპს საუდის არაბეთის სამეფო პრინცი მუჰამად ბინ სალმანი შეხვდება. მოგვიანებით კი გაიმართება ორმხრივი შეხვედრები და მხარეები რამდენიმე შეთანხმებას მოაწერენ ხელს.მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპი სიტყვით გამოვა აშშ-საუდის არაბეთის საინვესტიციო ფორუმზე.დონალდ ტრამპი 14 მაისს კატარს ეწვევა და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს. როგორც მედია წერს, ვიზიტის მთავარი მიზანი ეკონომიკური შეთანხმებების დადება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაა.ცნობისთვის, საუდის არაბეთში ვიზიტი დონალდ ტრამპის პირველი საერთაშორისო ვიზიტია მეორე საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში.

პეტრე ცისკარიშვილი – ვაშინგტონში კონგრესმენებმა და სენატორებმა უნდა იცოდნენ, რომ ამერიკაზე ორიენტირებული საქართველო არსად გამქრალა, ჯერ კიდევ არსებობს

საქართველოს მომავალი არის პროდასავლური, წარმატებაზე ორიენტირებული, რომელიც ივანიშვილის ინტერესებში არ შედის, რადგან მისთვის მთავარი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ვაშინგტონში განაცხადა, სადაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ვიზიტით იმყოფება.ცისკარიშვილის განცხადებით, ვაშინგტონში კონგრესმენებმა და სენატორებმა უნდა იცოდნენ, რომ ამერიკაზე ორიენტირებული საქართველო არსად გამქრალა, ჯერ კიდევ არსებობს.„ჩვენ დღეს დავიწყეთ შეხვედრები კონგრესში ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ სხვა ინსტიტუციებში, რადგან მნიშვნელოვანია, რომ აქ, ამ ქალაქში ხალხმა იცოდეს, რომ რუსულ-ქოცური საქართველოს გარდა პროდასავლური, ამერიკაზე ორიენტირებული საქართველო არსად გამქრალა, ჯერ კიდევ არსებობს და საქართველოს მომავალი სინამდვილეში არის პროდასავლური, პროგრესული, წარმატებაზე ორიენტირებული, რომელიც ივანიშვილის ინტერესებში არ შედის, რადგან მისთვის მთავარი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა და აქვე მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს, მისი შვილი ნიკუშა ჩვენთან ერთად იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი იყო ცხრა წლის განმავლობაში მთავარი პროდასავლელი, პროამერიკელი ლიდერი რეგიონში და ის, რომ მეოთხე წელია, იზოლაციაშია და საკანში ჰყავს გამოკეტილი ამ რეჟიმს, ამას ხედავს ყველა, რადგან სწორედ იმიტომ ისჯება ის, რომ ორიენტირებული იყო მხოლოდ დასავლეთზე, არ თამაშობდა რამდენიმე ფრონტზე, როგორც ამას თავიდან ივანიშვილი და მისი რეჟიმი ცდილობდა, რომლებმაც ბოლოს ბოლომდე ჩამოიხსნეს ნიღაბი და გამოაჩინეს თავისი პრორუსული, პროირანული დამოკიდებულება. წინა წლებში გვახსოვს, რომ ისინი ცდილობდნენ რამდენიმე ვექტორზე ერთდროულად ემუშავათ, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო მხოლოდ დასავლეთზე ორიენტირებული და ჩვენმა მეგობრებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმთან, პუტინთან, თუ სხვა მათ მეგობრებთან და აქტორებთან უწევთ ურთიერთობა“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს.2006 წელს დაბადებულ ბ.ქ.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 12 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და 2.068 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე – საქართველო აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს, ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია

საქართველო მრავალი წლის განმავლობაში აშშ-თვის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად რჩებოდა და ამგვარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს, ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია,  – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილში, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს.როგორც წერილშია აღნიშნული, უკვე მრავალი წელია, საქართველო არის აშშ-ს ყველაზე საიმედო პარტნიორი ურთულეს რეგიონში, რომელსაც აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.„რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. თუმცა, პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. მეტიც, დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.აღნიშნული დუმილი გასაკვირია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო:– პირველ რიგში, უკვე მრავალი წელია, საქართველო არის აშშ-ს ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში, რომელსაც აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველო მხარში ედგა აშშ-ს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყში და ავღანეთში, სადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით, ჩვენმა პატარა ქვეყანამ აშშ-ს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც აშშ-ს ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ (!) დახმარებას მრავალჯერ აღემატება (რეალურ დახმარებაში არ ვთვლით თანხებს, რომელიც აშშ-ს ბიუჯეტიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 2008-11 წლებში, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა „დიფ სთეითის” დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო; რეალურ დახმარებაში, ასევე, არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის საელჩოს, USAID-ის, NED-ის, სოროსის ფონდის და სხვა არხებით, საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის გასაღვივებლად, რევოლუციების მოსაწყობად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის შესალახად, რელიგიური ექსტრემიზმის წასახალისებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების დასასუსტებლად, გენდერული და ლგბტ-პროპაგანდის საწარმოებლად და სხვა მსგავსი მიზნებით გამოიყოფოდა). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველო მრავალი წლის განმავლობაში აშშ-სთვის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად რჩებოდა და ამგვარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს, ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია“, – აღნიშნულია ღია წერილში.

ბოლო სიახლეები