პარასკევი, იანვარი 3, 2025

ქუთაისი მიურალების საერთაშორისო ფესტივალს KIU MURAL FEST მასპინძლობს.

ქუთაისი მიურალების საერთაშორისო ფესტივალს KIU MURAL FEST მასპინძლობს.

როგორც bm.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალის ინიციატორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და განმახორციელებელი ორგანიზაცია „Tbilisi Mural Fest”. საქართველოს უკვე მეორე კვირაა სტუმრობს მსოფლიოში ცნობილი მხატვართა ჯგუფი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსზე შენობების მოხატვას ახორციელებს.

ამასთან, მოწვეულ მხატვართა შორის არიან არტისტები გერმანიიდან, სერბეთიდან, საბერძნეთიდან, რომლებმაც წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი და არაერთი ცნობილი კედელი მოხატეს. ფესტივალის ფარგლებში, სტრიტ არტის საერთაშორისო ვარსკვლავების მიერ უკვე შეიქმნა ოთხი უნიკალური ნამუშევარი, მათ შორის ისეთი ცნობილი მხატვრების მიერ, როგორიცაა INO საბერძნეთიდან (https://www.widewalls.ch/artists/ino), ARTZE სერბეთიდან (https://www.widewalls.ch/artists/artez), გერმანული ჯგუფი INNERFIELDS (http://innerfields.net/). ამ სფეროში ცნობილი გერმანელი არტისტი CASE MACLAIM (https://www.widewalls.ch/artists/case-maclaim) კი საქართველოს 1 ოქტომბერს ეწვევა და მხატვრების ჯგუფთან ერთად 7 ოქტომბრამდე იმუშავებს და შექმნის მიურალს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის კედელზე. KIU MURAL FEST-ის საბოლოო ნამუშევრების დათვალიერება მსურველებს უკვე კამპუსში სწავლის დაწყების დროიდან შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ KIU MURAL FEST ქუთაისში პირველად იმართება. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ქუთაისის პოპულარიზებას. ცნობილი სტრიტ არტისტების მიერ მოხატული მიურალები სტრიტ არტის მსოფლიო რუკაზე გაჩნდება და უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის ქალაქსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ისედაც უნიკალურ კამპუსს და გარემოს. სტრიტ არტი არის ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი თანამედროვე მიმდინარეობა, რომელიც ასოცირდება თავისუფლებასთან, ახალგაზრდობასთან, ახალ ტექნოლოგიებთან. გარდა ამისა, ფესტივალის მიზანია ასევე, რომ ხელი შეუწყოს სტრიტ არტის პოპულარიზაციას საქართველოში.

„განსხვავებული და ინოვაციური ხელოვნების ნიმუშები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსზე მცხოვრებ სტუდენტებს შეუქმნის სწავლისთვისა და დასვენებისთვის გამორჩეულ გარემოს – სივრცეს, სადაც ტექნოლოგიები და თანამედროვე ხელოვნება ერთმანეთს ხვდება“, – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციაში.

ორგანიზატორების შესახებ: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კამპუსი ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკას, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით.

წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) პირველი სტუდენტები მიიღო. ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო ქულის მიხედვით, KIU ნომერი პირველი საჯარო (სახელმწიფო) უნივერსიტეტია დღეს საქართველოში.

Tbilisi Mural Fest (თბილისი მიურალ ფესტივალი) გასულ წელს თბილისისა და ბერლინის მერიების მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის იდეის ავტორი და ორგანიზატორი ევროპაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე ბესიკ მაზიაშვილია, რომელიც 2012 წლიდან ცხოვრობს ბერლინში და სხვადასხვა ფესტივალის იდეის ავტორია. მისი ნამუშევრები გამოფენილია მსოფლიოს მრავალ გალერეაში. ბერლინის ევროპული კულტურების მუზეუმში კი მაზიაშვილის ნამუშევრები მუზეუმის მუდმივ კოლექციაში ინახება.

https://bm.ge/ka/article/qutaisi-kiu-mural-fest-s-maspindzlobs-/64962

 

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფოტო/ვიდეო: „გილოცავთ ახალ წელს“ – ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს და ახალ წელს გვილოცავს. „გილოცავთ ახალ წელს“, – წერს ნანუკა.  

„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ილია თოფურია და მისი ოჯახი 2025 წელს გვილოცავენ

UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს კადრებს, თუ როგორ აღნიშნა ოჯახმა ახალი 2025 წლის მოსვლა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ოჯახმა დრო ბედნიერად გაატარა.

ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

თიკა ალავიძე და ზაზა ფაჩულია 2025 წლის დადგომას გვილოცავენ – ფოტოები

 კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე ფაჩულია სოციალურ ქსელში საოჯახო ფოტოებს გვიზიარებს და ახალი, 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდ მოწონება, თიკამ და მისმა ოჯახმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

ნახეთ, გიორგი ძოწენიძის და მია მაჩაბლის საახალწლო ფოტოსესია

მომღერალი გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან, მია მაჩაბელთან და შვილებთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს გვიზიარებს და ახალი 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა კადრებმა უამრავი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.

ბოლო სიახლეები