,,თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, წარმატებით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 5, 6 და 7 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატი 5 და 6 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში საქართველოში პირველად ჩატარდა. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჭადრაკისთვის, კიდევ ერთი ნაბიჯი ბავშვთა ჭადრაკის განვითარებისკენ და შესაძლებლობაა, მომავალმა თაობამ ადრეული ასაკიდანვე შეიძინოს სატურნირო გამოცდილება.
ჩემპიონატმა წარმატებით ჩაიარა. პატარა მონაწილეებმა საინტერესო პარტიებით, მონდომებითა და საბრძოლო სულისკვეთებით დაგვამახსოვრეს თავი.
ვულოცავთ გამარჯვებულებსა და პრიზიორებს, ხოლო თითოეულ მონაწილეს ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებსა და კიდევ ბევრ საინტერესო საჭადრაკო თავგადასავალს!
განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვისი ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ამ მნიშვნელოვანი ჩემპიონატის ორგანიზება და პატარა მოჭადრაკეებისთვის თბილი და კომფორტული გარემოს შექმნა.
გვჯერა, რომ ეს ინიციატივა ლამაზი ტრადიციის დასაწყისი გახდება და მომავალში კიდევ უფრო მეტ პატარა მოჭადრაკეს მისცემს შესაძლებლობას, პირველი ნაბიჯები საქართველოს ჩემპიონატზე გადადგას! 
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომინაძემ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა სალომე მელიამ.
5 წლამდე გოგონები
5 წლამდე ბიჭები
6 წლამდე გოგონები
6 წლამდე ბიჭები
7 წლამდე გოგონები
7 წლამდე ბიჭები
ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს, პრიზიორს, მწვრთნელსა და მშობელს! ქართული ჭადრაკის მომავალს ვუსურვებთ დიდ წარმატებებს!
ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს

