მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ბაიდარში მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ორი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.
დაღუპულები არიან 23 წლის ბიჭები, უფიგ ბადალოვი და უმიდ ადგოზალოვი. ისინი სოფელ სადახლოდან იყვნენ.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდები ქორწილში მიდიოდნენ, რა დროსაც, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
„ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ, მეგობრობდნენ. ქორწილში მიდიოდნენ, რა დროსაც ეს ტრაგედია მოხდა. ყველაფერი გაჩერდა, ლხინი უბედურებად გადაიქცა“, – წერენ სოციალურ ქსელში.

