პარასკევი, თებერვალი 20, 2026

ქმრის ღალატი, მძიმე დაავადება და საბოლოოდ ნაპოვნი ბედნიერება – თურქი სუპერვარსკვლავის, ნესლიჰან ათაგულის ცხოვრება კამერებს მიღმა

ნეს­ლი­ჰან ათა­გულს თურ­ქეთ­ში “სე­რი­ა­ლე­ბის დე­დო­ფალს” უწო­დე­ბენ. თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი ცნო­ბი­ლი გახ­და არა მხო­ლოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბით, არა­მედ რო­მან­ტი­კუ­ლი რო­ლე­ბის ნი­ჭი­ე­რი შეს­რუ­ლე­ბით. სე­რი­ალ­ში, სა­დაც ნეს­ლი­ჰა­ნი თა­მა­შობს, გო­გო­ნებს უწევთ ყვე­ლა­ნა­ი­რი უბე­დუ­რე­ბის გა­და­ლახ­ვა, თუმ­ცა ფი­ნალ­ში ჯილ­დოს სა­ხით – სიმ­პა­თი­უ­რი პრინ­ცი და პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა ელო­დე­ბა. თა­ვად მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში კი ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად არის. სი­ლა­მა­ზე ცხოვ­რე­ბა­ში სას­ჯე­ლად ექცა, რა­მაც ბევ­რი უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნა.

ნეს­ლი­ჰა­ნის მშობ­ლე­ბი სტამ­ბოლ­ში 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ. მსა­ხი­ო­ბის დედა ბე­ლო­რუ­სი­ა­ში და­ი­ბა­და, მამა და მისი ყვე­ლა წი­ნა­პა­რი ჩერ­ქე­ზე­ბი არი­ან. თა­ვად ნეს­ლი­ჰა­ნი თურ­ქეთ­ში და­ი­ბა­და. ემიგ­რან­ტე­ბის ოჯა­ხი საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­და: მამა მძღო­ლად მუ­შა­ობ­და, დედა დი­ა­სახ­ლი­სი იყო და ვაჟს და ქა­ლიშ­ვილს ზრდი­დან. ნეს­ლი­ჰა­ნი რვა წლის იყო, რო­დე­საც მა­მას­თან ერ­თად ფილ­მს უყუ­რა, დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი მტკი­ცედ თქვა, რომ მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბო­და.

ნეს­ლი­ჰა­ნი გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ კი­ნო­ზე ოც­ნე­ბა არ მი­უ­ტო­ვე­ბია. 13 წლის ასაკ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ი­პო­ვა კას­ტინ­გის სა­ა­გენ­ტოს მი­სა­მარ­თი და ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი. გა­სა­უბ­რე­ბა­ზე დე­დას­თან ერ­თად მი­ვი­და, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდე­გი იყო შვი­ლის მსა­ხი­ო­ბო­ბის. უნ­დო­და, გო­გო­ნას ოჯა­ხი შე­ექ­მნა და ქმარ-შვილ­თან ერ­თად მშვი­დად ეცხოვ­რა.

ნეს­ლი­ჰა­ნი სა­ა­გენ­ტომ მი­ი­ღო და მალე დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი რეკ­ლა­მებ­ში გა­და­ი­ღეს. ამას მოჰ­ყვა პა­ტა­რა რო­ლე­ბი სე­რი­ა­ლებ­ში. 15 წლის ასაკ­ში კი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­ვი­და – რო­დე­საც სე­რი­ალ­ში “ფოთ­ლე­ბის და­ცე­მა” გა­და­ი­ღეს. მშობ­ლე­ბი მიხ­ვდნენ: მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია მათი ქა­ლიშ­ვი­ლის მო­წო­დე­ბა იყო. ის ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო და გარ­და ამი­სა, კარგ ფულს შო­უ­ლობ­და, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და, მა­გა­ლი­თად, ძმის­თვის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ფული გა­და­ე­ხა­და.

სე­რი­ა­ლის “სტამ­ბუ­ლის ორი სა­ხის” გა­და­ღე­ბის დროს გო­გო­ნა ქა­დირ დო­გუ­ლუს შეხ­ვდა. გრძნო­ბე­ბი ორ­მხრი­ვი აღ­მოჩ­ნდა. ახალ­გაზ­რდებს ბევ­რი რამ ჰქონ­დათ სა­ერ­თო: ქა­დი­რი ასე­ვე ღა­რიბ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და, მო­ზარ­დო­ბი­სას მუ­შა­ობ­და წყლის დამ­ტა­რებ­ლად და მისი ოც­ნე­ბა ბარ­მე­ნო­ბა იყო. მაგ­რამ ერთ დღეს ახალ­გაზ­რდა სე­რი­ალ­ში “პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი” მი­იწ­ვი­ეს. ასე და­ი­წყო მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა. 2016 წელს შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა იქორ­წი­ნეს. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლი უყუ­რებ­დნენ ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. წლების შემდეგ კი ულამაზესი შვილი შეეძინათ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამის საკითხი მხოლოდ დიპლომატიური გზით მოგვარდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ბირთვული პროგრამის საკითხი მხოლოდ დიპლომატიური გზით მოგვარდება.როგორც აბას არაღჩიმ განმარტა, ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ შეერთებული შტატები ირანის მიმართ პატივისცემას გამოიჩენს.„ირანელ ხალხს პატივისცემით თუ დაელაპარაკებით, ჩვენც მსგავსად გიპასუხებთ. ძალით თუ დაგველაპარაკებით, ჩვენც მსგავსად გიპასუხებთ. მჯერა, ირანელებმა დაამტკიცეს, რომ ისინი ამაყი ხალხია“, – განაცხადა არაღჩიმ.

ზელენსკი: 10 000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზეა, ეს უკიდურესად სახიფათოა, რადგან ისინი თანამედროვე ჰიბრიდული ომის შესახებ ცოდნას იძენენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამ დროისთვის რუსეთის ტერიტორიაზე 10 000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი იმყოფება.მისივე თქმით, კორეელი ჯარისკაცები დიდ ცოდნას და გამოცდილებას იღებენ, რაც საფრთხის შემცველია.„10 000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება. უკიდურესად სახიფათოა, რომ ისინი თანამედროვე ჰიბრიდული ომის შესახებ ცოდნას იძენენ. მათ იციან, როგორ დაიცვან თავი რაკეტებისგან, სხვადასხვა ტიპის დრონებისგან, მათ შორის ბოჭკოვანი ოპტიკური დრონებიდან დაწყებული, შორ მანძილზე მოქმედი დრონებით დამთავრებული. ისინი ახლა რუსეთის ტერიტორიაზე სწავლობენ, რადგან ჩვენ რუსეთის თავდასხმებს ვპასუხობთ. ასე რომ, მათ აქვთ ეს შესაძლებლობა. რას იზამენ ამ ცოდნით? სულ მცირე, ისინი ამ ცოდნასა და გამოცდილებას ჩრდილოეთ კორეაში წაიღებენ“, – წერს ზელენსკი.

ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს – არ ვიყოთ რაიმეს ხელის შემშლელი, ყველას თავისი გზა აქვს, არ გვინდა ამდენი გაუგონარი სჯა-ბაასი, სამარცხვინოა ამის ყურება

აღარ გვინდა ყველა ეთერში დაჯდომა და თქმა, აი, „ლელო“ როგორი ცუდია, იმ გახარიას პარტიასაც დავანებოთ თავი, ყველას თავისი გზა აქვს. ყველა მინუს ივანიშვილი, ეს უნდა იყოს, არ აქვს ამას პარტიული კუთვნილება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, არ უნდა გაიკიცხონ ის ოპოზიციური ძალები, რომლებსაც ერთიანობა არ სურთ.„პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც წარმოვადგენ და რომლის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეც ვარ, მინდა, მოვუწოდო, არ ვიყოთ რაიმეს ხელის შემშლელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება მეტი ერთიანობა გვინდოდეს ან რაღაცა ისე არ იყოს, არ შეიძლება ამაზე უკან დახევა. ერთიანობა სადაც იქნება, ყველგან უნდა ვიყოთ, სიტყვა „ერთიანობა“ სადაც იქნება, იქ უნდა ვიყოთ. კიდევ მინდა, გთხოვოთ, რომ ის ხალხი, ვინც არ გვიერთდება, იმათ დასჯაში ნუ შევდივართ. დავანებოთ იმ ხალხს თავი, ზოგი საჩვენო საქმეს აკეთებს, ეგრე უყურებს და ეგრე წამს.გავიგეთ, რომ „ლელო“ არ შემოდის, აკეთებს იმ თავის საქმეს, გააკეთოს. აღარ გვინდა ყველა ეთერში დაჯდომა და აი, „ლელო“ როგორი ცუდია. მეტსაც გეტყვით, იმ გახარიას პარტიასაც დავანებოთ თავი. ყველას თავისი გზა აქვს. ყველა მინუს ივანიშვილი, ეს უნდა იყოს, არ აქვს ამას პარტიული კუთვნილება. ჩემი, როგორც ერთი გულშემატკივრის პოზიცია, ისე მინდა, გაიგოს საზოგადოებამ. ყველა მინუს ივანიშვილი – ვისაც არ უნდა, გააკეთოს მარტო, ნუ შედიხართ იმ ხალხის განსჯაში. ვინც ერთიანები ხართ, იმათ ილაპარაკეთ ერთმანეთში, ესაუბრეთ საზოგადოებას, იმათთან იმოქმედეთ. არ გვინდა ამდენი გაუგონარი სჯა-ბაასი, სამარცხვინოა ამის ყურება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვიზეც ამბობდა, რომ დამნაშავე და კორუმპირებულია, საქმე არის აღძრული.„მე რომ პარლამენტში ვიყავი, მიკროფონს ვრთავდი და ვამბობდი, მიქაუტაძე არის კორუმპირებული. მაგ დროს გამოდიოდა ხალხი, ზარქუები, ვოლსკები და ამბობდნენ, ხაბეიშვილი ტყუის, მოიგონა – დაიჭირეს მიქაუტაძე კორუფციაზე. ღარიბაშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრი რომ მოდიოდა, ვამბობდი, კრიმინალია, ისინი მპასუხობდნენ, ხაბეიშვილი არის მასხარა – დაიჭირეს ღარიბაშვილი. ლილუაშვილზე ვამბობდი „ქოლცენტრები“ აქვს-მეთქი, კობახიძე და მდინარაძე ატარებდნენ ბრიფინგს და არაო, კეზერაშვილს აქვს „ქოლცენტრებიო“, ორი წელი ზღაპრებს ლაპარაკობდნენ. ფარცხალაძეს აქვს „ქოლცენტრები“-მეთქი და ლამის დანასისხლად გადაიქცნენ, ფიზიკურად იწევდნენ პარლამენტში. ლილუაშვილს აქვს „ქოლცენტრები“-მეთქი და არაო, ციხეშია ახლა, სხვათა შორის, ჩემს სართულზე, მეორე სართულზე ჰყავთ გამწესებული.მგონი, ჩინი უნდა მოემატებინათ და ეთქვათ, ეს არის მთავარი გამომძიებელიო. აღებული აქვთ ჩემი განცხადებები „შპარგალკასავით“ და მიჰყვებიან ერთი ერთში. კაცი არ დატოვეს, ვიზეც ვთქვი, რომ კორუმპირებულია, მიჰყვებიან და იჭერენ, მე რატომ ვარ დამნაშავე? არ არსებობს საკითხი, სადაც კონკრეტულად ვამბობდი, რომ ეს ადამიანი არის დამნაშავე და საქმეები არ იყოს აღძრული. ყველა ამ ადამიანზე პროკურატურაში თავის დროზე განცხადება მქონდა შეტანილი, რომ სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხი ეგოთ. კალაძეზე დისერტაციას დავიცავ, იმდენი კორუფციული საქმე აქვს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, იგი პოლიტიკური განცხადებების გამო არის დაკავებული და პროკურატურა მას რამე ქმედებას არ ედავება.„ვარ პოლიტიკური განცხადებების გამო დაკავებული, არცერთ მოქმედებას არ მედავებიან, აი, მაგალითად, გელა ხასაიას აბრალებენ, რომ ვიღაცა სცემაო. მე მოქმედებას პროკურატურა არ მაბრალებს, რომ ვიმოქმედე. არცერთ მოქმედებას არ მედავებიან. ჩემს საქმეში არ არის არცერთი დაზარალებული. ვინმეს ქრთამი თუ შევთავაზე, ვინ დაზარალდა, რა სიკეთეს მივიღებდი, სადმე ძალადობრივი წინადადება არ არსებობს, ბუნებაში არ არსებობს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე კომპანია „ენკასთვის“ 400 მილიონი დოლარის გადახდა შეაჩერა

პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება დაადასტურა, რომლის მიხედვით, საქართველოს კომპანია „ენკასთვის“ 400 მილიონი დოლარის გადახდა შეაჩერა, ვიდრე სააპელაციო სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოიტანს.საქმე ეხება „ნამახვანჰესის“ პროექტს, კერძოდ, 800 მილიონდოლარიან ჰიდროელექტროსადგურს, რომლის მშენებლობაზეც საქართველოს მთავრობამ და კომპანია „ენკამ“ 2019 წელს ხელშეკრულება გააფორმეს.გადაწყვეტილების მიხედვით, პროექტი ჩაიშალა ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოსდამცველების პროტესტების ფონზე, რის შემდეგაც „ენკამ“ 2021 წელს ცალმხრივად შეწყვიტა კონტრაქტი საქართველოს მხრიდან ვალდებულებების დარღვევის არგუმენტით. 2022 წელს კომპანიამ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა კომპენსაციის მოთხოვნით. 2024 წლის 13 ნოემბერს საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვა 2025 წლის 6 იანვრით დათარიღებული კიდევ ერთი შესწორება. ტრიბუნალმა დაადგინა, რომ კონტრაქტის შეწყვეტა კანონიერი იყო და საქართველოს დაავალდებულა გადაეხადა „ენკასთვის“ დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარი.საქართველოს მთავრობამ  პარიზის სასამართლოში სამი მოთხოვნა წარადგინა: გადაწყვეტილების გაუქმება, აღსრულების ნებართვის უარყოფა და გადახდის შეჩერება. კომპანია „ენკამ“ აღსრულების ნებართვა მოითხოვა.სასამართლომ ჯერ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა გადაწყვეტილებისთვის აღსრულების ნებართვის მინიჭება და აღსრულების ნებართვა გაიცა. თუმცა ამის შემდეგ სასამართლომ განიხილა გადახდის შეჩერების საკითხი. საქართველომ წარადგინა მტკიცებულება, რომ 400 მილიონი სახელმწიფო თავდაცვის ბიუჯეტის 60%-ს და იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის 250%-ს შეადგენს.გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ ეს არგუმენტი მიიღო და დაადგინა, რომ დაკისრებული თანხის დაუყონებლივი გადახდა „სახელმწიფო საქმეების სუვერენულ მართვას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა“.პარიზის სააპელაციო სასამართლომ ასევე გაითვალისწინა „ენკას“ სტატუსი, რომ კომპანია შეიქმნა მხოლოდ „ნამახვანჰესის“ პროექტისთვის, ხოლო კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და არ გააჩნია მნიშვნელოვანი აქტივები. ეს კი ნიშნავს, რომ თუ საბოლოოდ გადაწყვეტილება გაუქმდება, საქართველოს მიერ „ენკასთვის“ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, შეიძლება, პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდეს.ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, სასამართლომ გადახდა სრულად შეაჩერა სააპელაციო სასამართლოს საბოლოო განაჩენამდე.

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ.გავრცელებული ცნობით, ევროკავშირის ელჩები, შესაძლოა, 21-22 თებერვალს ხელახლა შეიკრიბონ, რათა 23 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე კვლავ განიხილონ შემოთავაზებული სანქციები.სანქციების ახალი პაკეტი ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებასა და ვაჭრობას მოიცავს.ევროკომისიას სურს რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო მომსახურების სრული აკრძალვა, რათა შემცირდეს რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები და გართულდეს მისი ნავთობის მყიდველების პოვნა.ამასთან, ევროკავშირს სურს, სიაში შეიტანოს ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 43 გემი. დამტკიცების შემთხვევაში ახალი პაკეტი კიდევ 20 რუსულ რეგიონულ ბანკს მოიცავს და მიიღებს ზომებს კრიპტოვალუტების, მათით მოვაჭრე კომპანიებისა და კრიპტოვალუტით ვაჭრობის ხელშემწყობი პლატფორმების წინააღმდეგ, რათა დაიხუროს სანქციებისთვის გვერდის ავლის გზა. ასევე, სამიზნედ მოექცევა რამდენიმე ბანკი მესამე ქვეყნებში, რომლებიც მონაწილეობენ სანქცირებული საქონლით უკანონო ვაჭრობის ხელშეწყობაში.

ბოლო სიახლეები