გარდაიცვალა ქართული რაგბის დამაარსებელი, მსაჯი, მწვრთნელი გივი მრელაშვილი.
გივი მრელაშვილი იყო მორაგბეებში ღირსების ორდენის პირველი მფლობელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.
1961 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე პირველად სწორედ თბილისში მისი დამსახურებით შეიქმნა რაგბის საქალაქო სექცია, 1962 წლის 20 ივნისს სექცია თბილისის რაგბის ფედერაციად გადაკეთდა, მისი თავმჯდომარე კი გივი მრელაშვილი გახდა.