პარასკევი, ივლისი 11, 2025

“ქართული ოცნების” ყრილობამ პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დამტკიცდა. გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” წევრებმა დღევანდელ ყრილობაზე მიიღეს.

პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, ირაკლი ჩიქოვანი, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ქვრივიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, სულხან თამაზაშვილი, ნინო წილოსანი.

ამასთან, “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სალომე ზურაბიშვილი – საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს

სინდისის პატიმრები, ჟურნალისტები, პოლიტიკური ლიდერები უნდა გათავისუფლდნენ, რეპრესიული კანონები გაიწვიონ, საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.როგორც ზურაბიშვილი წერს, ეს საჭიროა, „რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს“.„სინდისის პატიმრები, უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტები, პოლიტიკური ლიდერები უნდა გათავისუფლდნენ, რეპრესიული კანონები უნდა გაიწვიონ, საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ბრიტანეთის საელჩო საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რასაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.„ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის 2025 წლის 11 ივლისის ერთობლივი განცხადება საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით.ჩვენ, ევროპის დემოკრატიული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, შეშფოთებულნი და ღრმად შეწუხებული ვართ საქართველოში არსებული ვითარების გაუარესებით. მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, რაც აშკარად მიზნად ისახავს ადგილობრივ არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში. მათი დაკავება, ისევე როგორც თვითნებური დაკავებები და ქართული ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ მზარდი რეპრესია, საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლას და ქვეყნის ავტორიტარულ სისტემად სწრაფად გარდაქმნას უწყობს ხელს, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს. ბოლო დროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობისკენ. საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა, გამოიწვია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება, მათ შორის, დახმარების და თანამშრომლობის შეზღუდვა საქართველოს ხელისუფლებასთან. დღეს საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი კიდევ უფრო მეტად უქმნის საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს და ჩვენს ქვეყნებთან ურთიერთობებს. ჩვენ განვაგრძნობთ საქართველოს ხელისულების ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების მხილებას და მზად ვართ, გამოვიყენოთ ჩვენ ხელთ არსებული მექანიზმები, თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ძირის გამოთხრას. ჯერ კიდევ შესაძლებელია კურსის შეცვლა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

მარიამ ქვრივიშვილი – აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განვიხილეთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა.ქვრივიშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, ასევე ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან.„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რომლის ფარგლებშიც გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკაზე ეკონომიკური განვითარების კუთხით, ამავდროულად, პრეზიდენტს გავაცანით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარების სამთავრობო პოლიტიკა, მათ შორის, უმთავრესად, ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მისივე თქმით, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ მეტად გაძლიერებას სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ტურიზმი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი და ასე შემდეგ.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ასევე ისაუბრეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრებთან, სადაც მხარეებმა სიღრმისეულად განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.„ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანთან სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის გაძლიერებას და, რა თქმა უნდა, საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ნათია თურნავამ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველთა საბჭოს 27-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.ღონისძიების სტუმრებს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა.ღია სესია ასევე მოიცავდა მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) პრეზიდენტის, სერჰატ ქოსალის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (BSEC) დაკავშირებული ორგანოების და დამკვირვებელი ინსტიტუტების გამოსვლებს.ნათია თურნავას განცხადებით, გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა გასული წლები რთულად გადასალახი გახადა, განსაკუთრებით ამ ბანკისთვის, რომელიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე.„ამიტომ მნიშვნელოვანია, პატივისცემით ვახსენოთ ბანკისა და მისი პასუხისმგებელი აქციონერების ძალისხმევა. მჯერა, რომ აქციონერები გააგრძელებენ ამ პროცესის მართვას იმავე პასუხისმგებლობით, სიფრთხილითა და ერთგულებით, რაც აქამდე ახასიათებდა ჩვენს საერთო ძალისხმევას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.სომხეთში გამართულ შეხვედრებში ასევე მონაწილეობდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.BSTDB-ს მმართველთა საბჭოს 27-ე შეხვედრის ფარგლებში ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმის ძირითადი სადისკუსიო თემები შავი ზღვის რეგიონში მცირე ეკონომიკებისთვის მდგრადობის მხარდაჭერას და BSTDB-სთან პარტნიორობის ფარგლებში შეხედულებებისა და გამოცდილების გაზიარებას უკავშირდებოდა.ბიზნესფორუმი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის საზეიმო მიმართვით გაიხსნა.ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს. ბანკის დამფუძნებლები არიან: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუსეთი და რუმინეთი. BSTDB ხელს უწყობს თავისი წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობას სესხების გაცემის, საკრედიტო ხაზების, პროექტებისთვის გარანტიისა და სახელმწიფო და კერძო სექტორებში სავაჭრო დაფინანსების მეშვეობით.

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, აწარმოებს ზიზღის კამპანიას, აორგანიზებს აქციებს არჩეული ხელისუფლების დამხობის მოწოდებით

ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, აწარმოებს ზიზღის კამპანიას, აორგანიზებს აქციებს არჩეული ხელისუფლების დამხობის მოწოდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, „ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის და ექსტრემიზმის ურთიერთკავშირის შესახებ“.„ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას, აორგანიზებს აქციებს არჩეული ხელისუფლების დამხობის მოწოდებით და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის. სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის და ექსტრემიზმის ურთიერთკავშირის შესახებ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.ცნობისთვის, ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის, „პატრიოტები ევროპისთვის“ ვიცე-პრეზიდენტი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის შექმნას აპირებს და ხელმოწერებს აგროვებს. უნგრელ დეპუტატს კითხვები აქვს ევროკავშირსა და ათეულ ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმებულ კონტრაქტებთან დაკავშირებით და შესაბამისი მონაცემების დეტალურად გამოქვეყნებას ითხოვს. ევროკომისიიდან გამოთხოვილ და გამოქვეყნებულ მასალებში ბრიუსელიდან საქართველოს მესამე სექტორისთვის გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციაც იძებნება.

ბოლო სიახლეები