პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, პოლიტსაბჭოზე რამდენიმე თემა განიხილეს, მათ შორის ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების – „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება.
პოლიტსაბჭოს სახელით განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
სხდომას ესწრებოდნენ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, გია ვოლსკი, ნინო წილოსანი, ნიკოლოზ სამხარაძე, ირაკლი ჩიქოვანი და დიმიტრი სამხარაძე.

