პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა, – ინფორმაცია „იმედინიუსს“ პარტიის ოფისში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ხვალ ჩანიშნულ ყრილობას ეხება.
ხვალ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა სახელდება.