მორიგი ასეთი შეხვედრა დღეს ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში – შარვაშიძისა და ავტომშენებლის დასახლებაში გაიმართა.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, სურს პირადად მოისმინოს იმ ქუთაისელების პრობლემა თუ მოსაზრება, ვინც წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებას ვერ ახერხებს.
“ჩემთვის თითოეული მოქალაქის აზრი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. არიან მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებენ შეხვედრებზე მოსვლას, ამიტომ, გადავწყვიტე, პირადად ვესტუმრო მათ, გავაცნო საარჩევნო პროგრამა და მოვისმინო რა აწუხებთ, რომელი ყოფითი პრობლემა აქვთ პირველ რიგში მოსაგვარებელი, რას მიიჩნევენ თავიანთ ქუჩებზე და საკუთარ ქალაქში შესაცვლელად. ვფიქრობ, რომ მსგავსი შეხვედრები აუცილებელია, რადგან გარდა იმისა, რომ ბევრ საინტერესო აზრს ვისმენ ჩემი თანამოქალაქეებისგან, მაქვს გარკვეულწილად იმ საკითხების მონახაზი, რომელიც სწორედ მათი შეხედულებების გათვალისწინებით გაკეთდება”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.