ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026

ქართულ ღვინოზე გადაღებული ფილმი ამერიკის კინოთეატრებში აჩვენეს

ახალგაზრდა ამერიკელი რეჟისორისა და სომელიეს საქართველოში ხუთთვიანი მოგზაურობის შემდეგ სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი შეიქმნა, რომელიც ბერლინის კინოფესტივალის შემდეგ ამერიკის არაერთ კინოთეატრში უკვე ბევრმა მაყურებელმა ნახა. ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს.

„ჩვენი სისხლი ღვინოა“ ​- ამ ფილმის ავტორები ქართული ღვინის 8 000-წლოვანი ისტორიის ნაკვალევზე ცდილობენ უცხოელ მაყურებელს ყურძნის და ღვინის მიმართ ქართველების დამოკიდებულება და მათი უნიკალური კავშირი აჩვენონ.

ფილმის ავტორები, ემილი რეილსბექი და ჯერემი ქუინი ამბობენ, რომ არ უნდოდათ მოეყოლათ მხოლოდ ღვინის წარმოებისა და ბიზნესის შესახებ. მათ სურდათ ეჩვენებინათ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს ოჯახური ტრადიცია და იდენტობის ნაწილია.

ჩიკაგოელი სომელიე ჯერემი ქუინი საქართველოში პირველად 2014 წელს ჩავიდა.

ქართული მეღვინეობის 8000-წლოვანი ისტორიის კვალდაკვალ ემილიმ და ჯერემიმ დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყეს.

ფილმისთვის საჭირო დაფინანსება მოგვიანებით მოიპოვეს, ამიტომ ფილმის გადაღება Iphone 6 -ით დაიწყეს.

ფილმისთვის ორიგინალური მურიკა ჩიკაგოში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა ნინო არობელიძემ – Girl Named Nino შექმნა.

ემილი რეილსბექი ამბობს, რომ ფილმის მონტაჟს 2 წელი დასჭირდა.

ლოს-ანჯელესი, სან-ფრანცისკო, პორტლენდი, ვაშინგტონი, ჩიკაგო, ნიუ-იორკი – ფილმი ამერიკის სხვადასხვა შტატში უკვე აჩვენეს, ამერიკაში მცხოვრები ქართველების გარდა, დარბაზებში ისეთი ადამიანებიც ბევრნი იყვნენ, ვისაც საქართველოში უმოგზაურია ან გეგმავს, სამომავლოდ ეწვიოს საქართველოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – საპარლამენტო კომისიის ამოცანა იყო, ფასების წარმოქმნის სტრუქტურა შეესწავლა, იქნება შინაარსობრივი დასკვნა, როგორ ხდება საქართველოში ფასწარმოქმნა და რა შეიძლება, გამოსწორდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია თავის სამუშაოს ასრულებს და მოცულობით, დეტალურ დასკვნას დადებს.პაპუაშვილის განმარტებით, კომისია შეიმუშავებს დასკვნას, როგორ ხდება საქართველოში ფასწარმოქმნა და რა შეიძლება, გამოსწორდეს.„კომისიის ამოცანა იყო, ფასების წარმოქმნის სტრუქტურა შეესწავლა და ენახა, ფასწარმოქმნის ჯაჭვში ხომ არ არის რაიმე რგოლი, რომელიც ხელოვნურია, სხვა რაღაც ბარიერია, რომელსაც შეიძლება, სხვანაირი მოწესრიგება სჭირდებოდეს, საკითხი ობიექტურია თუ სუბიექტური. კომისიის მხრიდან იქნება შინაარსობრივი დასკვნა, როგორ არის საქართველოში ფასწარმოქმნა და რა შეიძლება გამოსწორდეს. მთავარი ამოცანაა, ფასების საკითხზე კითხვაზე პასუხი გაეცეს. ბოლოს და ბოლოს, უნდა გვქონდეს კომპეტენტური აზრი, არის ობიექტური მოცემულობა თუ ამაში რაიმე ხელოვნურია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ირანზე პოსტს აქვეყნებს – „მეტად აღარ იქნება კარგი ბიჭი, სჯობს, მალე მოიქცნენ ჭკვიანურად“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ირანის მიმართ მუქარის შემცველ პოსტს აქვეყნებს.ამასთან, ტრამპი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს წარწერით: „მეტად აღარ იქნება კარგი ბიჭი“.„ირანი ვერ ახერხებს ეფექტურად მოქმედებას. მათ არ იციან, როგორ მოაწერონ ხელი არაბირთვულ შეთანხმებას. სჯობს, მალე მოიქცნენ ჭკვიანურად!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა.

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება, რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, არავინ დააყოვნებს

საჯაროდაც შემიძლია, ყველას ვუთხრა, რომ ვისაც ობიექტურად, გულწრფელად აქვს კითხვები, საკითხის რეალურად შესწავლის სურვილი და არა ემოციებით მანიპულირების, შემიძლია, შევხვდე სამინისტროში, პირადადაც მივაწოდოთ პასუხები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, – ამის საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.სარჯველაძის თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.„რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, ამ გადაწყვეტილებას არავინ დააყოვნებს. ჩვენ გვსაყვედურობენ, როდესაც ამ ხელისუფლების პირობებში დაახლოებით ასჯერ გაიზარდა ონკოლოგიის ბიუჯეტი და ვინმე საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებას ადამიანების ჯანმრთელობაზე ფული ენანება? ეს არის მტკნარი ტყუილი. თითოეულ მედიკამენტზე გვჭირდება მუშაობის გაგრძელება, ინფორმაციის მოძიება ინტენსიურად. ეს უნდა გაგრძელდეს და ამას ვაკეთებთ უკანასკნელი დღეების განმავლობაშიც, კიდევ უფრო ადრეც, ვიდრე გარკვეულ სიმწვავეს შეიძენდა ეს პრობლემა, ვიდრე საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახდებოდა. კომუნიკაცია გვაქვს ექსპერტებთან, სხვა სახელმწიფოების მარეგულირებლებთან. ვიკვლევთ ინტენსიურად და ამის კონკრეტული მტკიცებულებებიც არსებობს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინი” აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინი“ აღმოაჩინეს.მებაჟე ოფიცრის მიერ, შეჩერებული უცხო ქვეყნის მოქალაქის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა ყავისთვის განკუთვნილ ორ ჰერმეტულ შეფუთვად დაფასოებული, საერთო ჯამში 1 კილოგრამი ,,ბუპრენორფინის“ შემცველი აბები (2 500 აბზე მეტი).საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროს გადაეცა.

ირაკლი კობახიძე – განსაკუთრებული მიღწევაა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს, მადლობას ვუხდი სპორტის მინისტრს, ფეხბურთის ფედერაციას

განსაკუთრებული მიღწევაა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პრესტიჟის ამაღლებას, მათ შორის, სპორტული იმიჯის გაუმჯობესებას საერთაშორისო დონეზე.„საქართველოში სპორტის განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ ჩვენი ქვეყანა სულ უფრო ხშირად მასპინძლობს ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებს. სულ ცოტა ხნის წინ ვუმასპინძლეთ ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში, ძიუდოს ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ, მანამდე იყო ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი. ზამთრის სპორტის სახეობებში არაერთ პრესტიჟულ ტურნირს ვუმასპინძლეთ და ეს არის განსაკუთრებული მიღწევა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის ამაღლებას, მათ შორის, სპორტული იმიჯის გაუმჯობესებას საერთაშორისო დონეზე. უშუალოდ საქართველოში ეს ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას, მასპინძლობა, მათ შორის, ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს მისცემს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის შესაძლებლობას. ეს არის ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა, მინდა, გადავუხადო ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა, მათ შორის, სპორტის სამინისტროს, სპორტის მინისტრს და განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ბატონ ლევან კობიაშვილს. მათი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ეს შედეგი ვერ დადგებოდა და მადლობა მათ ამ ძალისხმევისა და წარმატებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები