პარასკევი, იანვარი 16, 2026

ქართულ ღვინოზე გადაღებული ფილმი ამერიკის კინოთეატრებში აჩვენეს

ახალგაზრდა ამერიკელი რეჟისორისა და სომელიეს საქართველოში ხუთთვიანი მოგზაურობის შემდეგ სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი შეიქმნა, რომელიც ბერლინის კინოფესტივალის შემდეგ ამერიკის არაერთ კინოთეატრში უკვე ბევრმა მაყურებელმა ნახა. ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს.

„ჩვენი სისხლი ღვინოა“ ​- ამ ფილმის ავტორები ქართული ღვინის 8 000-წლოვანი ისტორიის ნაკვალევზე ცდილობენ უცხოელ მაყურებელს ყურძნის და ღვინის მიმართ ქართველების დამოკიდებულება და მათი უნიკალური კავშირი აჩვენონ.

ფილმის ავტორები, ემილი რეილსბექი და ჯერემი ქუინი ამბობენ, რომ არ უნდოდათ მოეყოლათ მხოლოდ ღვინის წარმოებისა და ბიზნესის შესახებ. მათ სურდათ ეჩვენებინათ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს ოჯახური ტრადიცია და იდენტობის ნაწილია.

ჩიკაგოელი სომელიე ჯერემი ქუინი საქართველოში პირველად 2014 წელს ჩავიდა.

ქართული მეღვინეობის 8000-წლოვანი ისტორიის კვალდაკვალ ემილიმ და ჯერემიმ დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყეს.

ფილმისთვის საჭირო დაფინანსება მოგვიანებით მოიპოვეს, ამიტომ ფილმის გადაღება Iphone 6 -ით დაიწყეს.

ფილმისთვის ორიგინალური მურიკა ჩიკაგოში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა ნინო არობელიძემ – Girl Named Nino შექმნა.

ემილი რეილსბექი ამბობს, რომ ფილმის მონტაჟს 2 წელი დასჭირდა.

ლოს-ანჯელესი, სან-ფრანცისკო, პორტლენდი, ვაშინგტონი, ჩიკაგო, ნიუ-იორკი – ფილმი ამერიკის სხვადასხვა შტატში უკვე აჩვენეს, ამერიკაში მცხოვრები ქართველების გარდა, დარბაზებში ისეთი ადამიანებიც ბევრნი იყვნენ, ვისაც საქართველოში უმოგზაურია ან გეგმავს, სამომავლოდ ეწვიოს საქართველოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა მზექალა შანიძის დაბადებიდან 100 წლისთავის გამოაკადემიკოს მზექალა შანიძის დაბადების საიუბილეო თარიღი, მართლაც, ღირსშესანიშნავია; 100 წელი ასეთი ნათელი გონებით, ასეთი შემართებით, ასეთი ცოდნით, - ერთეულ პიროვნებათა ხვედრია.იგი მამასთან, ბატონ აკაკი შანიძესთან, ერთად დღემდე ითვლება ძველი ქართული ენის უბადლო მცოდნედ და არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება ბიბლიის ძველქართული ტექსტის დამდგენ მეცნიერთა შორის. გამორჩეულია მისი დამსახურება ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და, საერთოდ, ქართველოლოგიის განვითარებაში შეტანილი; ამასთან, ქალბატონი მზექალა იყო და რჩება მრავალ თაობათა აღმზრდელად და თავისი სტუდენტების ყველაზე მკაცრ და სამართლიან შემფასებლად.ბუნებრივია, რომ მას არაერთი ჯილდო და ტიტული აქვს მიღებული; გვახარებს, რომ თავისი შესაძლებლობები მან გელათის მეცნიერებათა აკადემიის სივრცეშიც გამოავლინა და არაერთი სამეცნიერო სტატია და ნაშრომი შექმნა.ქალბატონ მზექალას გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს და შევთხოვთ ღმერთს მის ჯანმრთელობას და ქვეყნის საკეთილდღეოდ კვლავაც დაუღალავ მოღვაწეობას.ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი16 იანვარი, 2026

დავით სონღულაშვილი – მყინვარების მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებები გატარდება

საქართველოში ჩატარდა მყინვარების მასშტაბური კვლევა, ასეთი მასშტაბის კვლევა ფაქტობრივად არასდროს ჩატარებულა, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, კვლევა ჩაატარა ძალიან კომპეტენტურმა, მნიშვნელოვანმა საერთაშორისო კომპანიამ და მასში შვეიცარიელი და ქართველი ექსპერტები ერთობლივად მონაწილეობდნენ.„რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს. მნიშვნელოვანია შემდგომი ეტაპები, მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების გატარება. მონიტორინგის სისტემები მომდევნო ორი წლის განმავლობაში დამონტაჟდება და შემდგომი ეტაპი უკვე ამ სამუშაოების შედეგად განისაზღვრება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.შვეიცარიული კომპანია GEOTEST-ის ექსპერტმა, დანიელ ტობლერმა მყინვარული ხეობების კვლევის შედეგები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს დღეს გააცნო.

ვახტანგ ცინცაძე – კორუფციისგან თავისუფლება გამჭვირვალე, კარგი მმართველობის მნიშვნელოვანი კომპონენტია და გავლენას ახდენს ბიზნეს გარემოსა და ინვესტორთა ნდობაზე

კორუფციისგან თავისუფლება გამჭვირვალე და კარგი მმართველობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის გავლენას ახდენს როგორც ბიზნესგარემოზე, ასევე ინვესტორთა ნდობასა და სენტიმენტებზე. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული კანონის უზენაესობის ინდექსის კორუფციის არარსებობის კომპონენტში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.ვახტანგ ცინცაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველო მნიშვნელოვნად ასწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: იტალია, მალტა, უნგრეთი, სლოვენია, ბულგარეთი და სხვა.„ჩვენი მოლოდინია, რომ მომავალ წლებშიც გაგრძელდება საქართველოში ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, რასაც ხელს შეუწყობს ის ღონისძიებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა აღნიშნული მიმართულებით ახორციელებს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა.ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გია ვოლსკი – ახლახან დავინახეთ, როგორ შეერთდნენ ერთმანეთის მაგინებელი ადამიანები „ლელოს“ სივრცეში, მათ შორის ისინიც, რომლებიც მევახშეობაზე ხაზარაძეს ბრალს სდებდნენ და დღეს მის...

ლანძღვა-გინება მუდმივად ხდებოდა და სულ ახლახან დავინახეთ, როგორ შეერთდნენ ერთმანეთის მაგინებელი ადამიანები „ლელოს“ სივრცეში, მათ შორის ის ადამიანები, ვინც მევახშეობაზე ხაზარაძეს ბრალს სდებდნენ და დღეს მის გუნდში არიან გაერთიანებული. ეს ჩვეულებრივი ამბავია, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, არსებობს ორმაგი სტანდარტი და მუდმივად არსებობდა შიდა დაპირისპირებაც.„დაპირისპირება ზურაბ ჯაფარიძესთან და მისი მხრიდან „ლელოს“ ლანძღვა ნიშანდობლივია, რადგან ბრიუსელიდან ინსტრუქცია მოაკლდათ იმ გეგმის განსახორციელებლად, სადაც ყველა გაერთიანებულია. საქართველოში დესტაბილიზაცია რჩება მთავარ ამოცანად, თუმცა მსოფლიოში და ევროპაში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა ის, რომ მათ ინსტრუქცია და ფინანსური რესურსი შემოაკლდათ. როგორც კი ინსტრუქტორი ყურადღებას ადუნებს, იმ წუთში იწყება ერთმანეთში დაპირისპირება. საკმარისია ფულადი და პოლიტიკური რესურსების მობილიზება, რომ ეს ადამიანები საერთო ენას მაშინვე პოულობენ.ამ შემთხვევაში ისინი ცდილობენ, იკეკლუცონ ხელმძღვანელების და მმართველების წინაშე, რომლებიც საქართველოს გარეთ სხედან, რათა თავი მოიწონონ, როგორც უპირველესმა ძალამ, რომელსაც შეუძლია, მეტი ზარალი მოუტანოს საკუთარ ქვეყანას. ეს შიდა დაპირისპირებები ერთმანეთის მიმართ გაგრძელდება და ყოველთვის იქნება. უფრო ძლიერიც ყოფილა, მაგრამ მთავარია, მათი საერთო ამოცანა არ იცვლება და დამოკიდებულია იმაზე, რა ფინანსურ რესურსს და პოლიტიკურ მხარდაჭერას მიიღებენ ბრიუსელიდან, რომელსაც დღეს მათთვის არ სცალია. მობილიზებული და ორიენტირებული არიან იმაზე, როგორ განავითარონ რუსეთთან მოლაპარაკებები და ურთიერთობები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა: „კოლეგები სხვანაირად იყვნენ განწყობილი გირაოს იდეაზე, ლანძღავდნენ ხაზარაძე-ჯაფარიძეს, როგორ იხდიან გირაოს, ეს სისტემასთან გარიგებააო, მაგრამ გირაო აღმოჩნდა ბრძოლისთვის აუცილებელი წინაპირობა“.

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ

ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრები ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ.მეტელკინა და ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იყვნენ, მათ თავისუფალი პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულეს, 129.80 ქულა დაიმსახურეს, ორი დისციპლინის ჯამში კი 215.76 ქულა მოაგროვეს და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლებს დაეუფლნენ.მამაკაცთა შორის მოკლე პროგრამა ნიკა ეგაძემ პირველ ადგილზე დაასრულა, იგი თავისუფალი პროგრამით 17 იანვარს იასპარეზებს.

ბოლო სიახლეები