ოთხშაბათი, თებერვალი 4, 2026

ქართველი ძალოსანი ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ევროპის ახალი ჩემპიონი ჰყავს. რევაზ დავითაძემ ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა და საქართველოს ჰიმნი ბუქარესტში კიდევ ერთხელ ააჟღერა. ინფორმაციას ძალოსნობის ფედერაცია ავრცელებს.

რევაზ დავითაძემ ატაცში სამივე ცდა (156, 160, 163) წარმატებით გამოიყენა და პირველი ადგილი დაიკავა. მან უახლოესს მდევარს მთელი 10 კილოგრამით გაუსწრო.

აკვრაში დავითაძემ ასევე ყველა ცდა გამოიყენა (183, 187, 190) და ვერცხლის მედალს დაეუფლა. რევაზ დავითაძემ ორჭიდის ჯამში 353 კგ. მოაგროვა და ოქროს მედალი მოიპოვა და შესაბამისად ევროპის ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაპონიაში დიდთოვლობას, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა

იაპონიაში დიდთოვლობას, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე რეგიონები დააზარალა.მედიის ინფორმაციით, ქალაქ აომორიში, სადაც თოვლის საფარი თითქმის ორი მეტრია, გზების გაწმენდით სამუშაოებში თავდაცვის ძალების ჯარისკაცებიც ჩაერთნენ.მათივე ცნობით, ქალაქში მსგავსი დიდთოვლობა 40 წელზე მეტია, არ ყოფილა. ქალაქ საპოროში გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებში 1 000-ზე მეტი თოვლის საწმენდი მანქანაა ჩართული. დიდთოვლობის გამო დროებით დაიხურა ჰოკაიდოს მთავარი აეროპორტი, შეფერხდა სარკინიგზო მოძრაობა და ჩაიკეტა ზოგიერთი ავტომაგისტრალი.

თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას იწყებს

1-ელი მაისიდან, თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.„უახლოეს მომავალში, დაავადებათა სკრინინგის პროგრამის მე-6 სახის კვლევა ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რაც სრულად იქნება დაფინანსებული. აღნიშნული პროგრამა პირველი მაისიდან ჩაეშვება და შევძლებთ ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას“,-აღნიშნა კალაძემ.

შალვა პაპუაშვილი – საქართველოსა და აშშ-ის საგარეო უწყებებს შორის სამუშო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს

საქართველოსა და აშშ-ის საგარეო უწყებებს შორის სამუშო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა ჰქონდა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.აშშ-თან პოლიტიკურ ურთიერთობებს რაც შეეხება, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კვლავ მოლოდინის რეჟიმი არსებობს.„მნიშვნელოვანია ის მზაობა, რომელიც ჩვენი მხრიდან არსებობს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. ჩვენი მზაობა, რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია ქართველი ხალხის  წინააღმდეგ აწარმოებდა, მათ შორის, ქართულ არჩევნებში ჩარევის გზით. ჩვენ  მზად ვართ, ეს ფურცელი გადავშალოთ და შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გადაიტვირთოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ვაშინგტონში 3 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა.

ირაკლი კობახიძე – ტურიზმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული საყრდენია, ვაფასებთ გაერო-სთან მჭიდრო პარტნიორობას გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის სექტორის ჩამოყალიბებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან შაიხა ნასერ ალ ნოვაისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აფასებს გაეროსთან მჭიდრო პარტნიორობას მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის სექტორის ჩამოყალიბებაში.„2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში შევხვდი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნოვაისს. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული საყრდენია და ჩვენ ვაფასებთ გაეროსთან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობას მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის სექტორის ჩამოყალიბებაში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. 

კეროლაინ ლევიტი – დონალდ ტრამპისთვის რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა მოულოდნელი არ ყოფილა

დონალდ ტრამპისთვის რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა მოულოდნელი არ ყოფილა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.„ამაზე პრეზიდენტს დღეს დილით ვესაუბრე და, სამწუხაროდ, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ეს ორი ქვეყანაა, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან სასტიკ ომში არიან, ომში, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, პრეზიდენტი რომ თანამდებობაზე ყოფილიყო. ის წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სისუსტისა და არაკომპეტენტურობის გამო დაიწყო”, – განაცხადა ლევიტმა.თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები მიმდინარე კვირის ბოლოს აბუ დაბიში გაგრძელდება. ლევიტის თქმით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მონაწილეობას მიიღებენ უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის დაგეგმილ სამმხრივ მოლაპარაკებებში.ლევიტის თქმით, სამმხრივი მოლაპარაკებები „ისტორიულია“, რადგან „სამ ქვეყანას არასდროს ჰქონია შესაძლებლობა, დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან“.„სტივ უიტკოფმა, ჯარედ კუშნერმა და პრეზიდენტმა ტრამპმა შეუძლებელი შესაძლებელი გახადეს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის საკითხში და ვიცი, რომ ისინი ისწრაფვიან იგივე გააკეთონ რუსეთსა და უკრაინას შორის ომთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ლევიტმა.

ბოლო სიახლეები