შაბათი, მარტი 14, 2026

ქართველების გადაწყვეტილების მიღების ვარიანტები ჩვენგან განსხვავებულია – არ მინდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პრორუსული ვუწოდო – ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი

2024 წლის 16 მაისს საქართველოს და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა პრაღაში რიგით მეორე ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი გახსნეს. ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩეხური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა აღნიშნა, რომ საუბარი ჰქონდა მის ქართველ კოლეგა რატი ბრეგაძესთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “საქართველოს კანონის თაობაზე და მისთვის გასაგებია საქართველოს მთავრობის პოზიცია არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით
მედიისთვის მიცემული კომენტარის გამო ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში გააკრიტიკა ჩეხმა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ, რომელიც ჩეხეთის იუსტიციის მინისტრს წითელი ბარათით დაემუქრა თუ ის არ შეწყვეტდა „პრორუსი აგენტების“ დაცვას.

“ეს არის ჩემი სიტყვები საქართველოს შესახებ, ზუსტად გადმოცემული. ნებისმიერს შეუძლია შეადაროს ისინი ბრალდებებს @MarketkaG რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ. ის არ ციტირებდა „დემოკრატიული“ სიტყვებით.

? „მე, ერთ ფუნდამენტურ შეცდომად მიმაჩნია, როცა ჩვენი თვალით ვუყურებთ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, რომელსაც განსხვავებული ისტორია და გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. ქართველების გადაწყვეტილების მიღების ვარიანტები ჩვენგან განსხვავებულია. ჩვენ უნდა ვეცადოთ მათი მდგომარეობის თანაგრძნობას და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ მათ შეფასებას“….„მან(რატი ბრეგაძე,რედ.) ამიხსნა, რამდენად რთულია მათი მდგომარეობა რუსეთთან მიმართებაში, როცა საქართველოს ნაწილი რუსების მიერ არის ოკუპირებული. არ მინდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პრორუსული ვუწოდო. დასავლეთი იქ ჯარს არასოდეს გაგზავნის, ამიტომ ისინი ყოველთვის მარტო არიან  რუსული არმიის წინააღმდეგ. მიჩვეულები არიან. ისინი შეიძლება მოიქცნენ განსხვავებულად, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, მაგრამ ისინი მარტონი არიან. ”…”შეცდომა იქნებოდა კომუნიკაციის შეწყვეტა. თუ ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში, მაშინ ჩვენთვის სასარგებლოა იურიდიული ინსტიტუტების საკუთარი ცოდნით დავიწყოთ, რადგან ერთ-ერთი პირობაა, რომ ქვეყანაში მოქმედებდეს კანონის უზენაესობა, ვთქვათ, ევროპული მოდელი.  საქართველო“. – ციტირებს საკუთარ ინტერვიუდან ამონარიდს სოციალურ ქსელ X-ზე პაველ ბლაჟეკი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი – ლიბანის მთავრობამ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების სურვილი გამოთქვა, საფრანგეთი მზადაა, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს პარიზში მათი მასპინძლობით

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ლიბანი მზადაა ისრაელთან მოსალაპარაკებლად.როგორც მაკრონმა აღნიშნა, იგი მზადაა, მხარეებს პარიზში უმასპინძლოს.„ლიბანის მთავრობამ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების სურვილი გამოთქვა. საფრანგეთი მზადაა, ხელი შეუწყოს ამ მოლაპარაკებებს პარიზში მათი მასპინძლობით“, – აღნიშნა მაკრონმა.საფრანგეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ყველა შესაძლო ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა ლიბანი ქაოსში არ ჩაეფლოს.„ისრაელმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, დაიწყოს მოლაპარაკებები და უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა, იპოვოს მდგრადი გადაწყვეტა და ლიბანის ხელისუფლებას მისცეს საშუალება, შეასრულოს თავისი ვალდებულებები სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის“, – აღნიშნა მაკრონმა.

იცოდეთ, რომ ამ წყვდიადში მარტო არ ხართ — ყოველი ჩვენგანის გული ახლა თქვენს ეზოებში, თქვენს ნანგრევებთან ფეთქავს

„ჩვენო „გაღმა“ მეზობლებო...ვერ გავუსწორე თვალი სიბნელეს ჩემი აივნიდან...იქ, სადაც სულ რამდენიმე საათის წინ თქვენი ფანჯრებიდან სინათლე იფრქვეოდა…ახლა მხოლოდ დაუნდობელი სიბნელეა… გული მეწურება იმის გაფიქრებაზე, რომ ერთ წამში ჩამოწოლილმა მიწამ წლების ნაშრომი თან გაიყოლა.იცოდეთ, რომ ამ წყვდიადში მარტო არ ხართ — ყოველი ჩვენგანის გული ახლა თქვენს ეზოებში, თქვენს ნანგრევებთან ფეთქავს.ჩვენო „გაღმა“ მეზობლებო... გაუძელით, გთხოვთ...- ამის შესახებ სოციალურ ქსელში სოფელ კურსების მაცხოვრებელი  წერს და ვიდეოს აქვეყნებს. David NaTia Nishnianidze

დონალდ ტრამპი – აშშ-მა ხარგის კუნძულზე ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვა განახორციელა, ყველა სამხედრო სამიზნე განადგურდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარგის კუნძულზე, სადაც ირანის ნავთობის მსხვილი ტერმინალია განლაგებული.ამის შესახებ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.ტრამპი დარტყმას აღწერს, როგორც „ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დაბომბვას“.მისი თქმით, კუნძულზე ყველა სამხედრო სამიზნე განადგურდა.„მე გადავწყვიტე, არ გამენადგურებინა კუნძულის სანავთობე ინფრასტრუქტურა, მაგრამ ირანი ან ვინმე სხვა თუ რაიმეს მოიმოქმედებს, რათა ხელი შეუშალოს გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გადავხედავ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.ტრამპი ასევე მოუწოდებს ირანს, დაყაროს იარაღი და „გადაარჩინოს ის, რაც მათი ქვეყნისგან დარჩა“.„და ბევრი აღარ დარჩენილა“, – წერს ტრამპი.ხარგის კუნძულზე მდებარე ნავთობტერმინალით ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% ხორციელდება.ცნობისთვის, სპარსეთის ყურეში ომის დაწყების შემდეგ ირანის სამხედრო ძალები ბლოკავენ სავაჭრო გემების გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, რამაც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში რჩებიან და ვითარებას სწავლობენ როგორც სტიქიის ზონაში, ისე მიმდებარე ტერიტორიებზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას სწავლობენ.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის მეწყრული სხეულის კონტურის ზედა ნაწილში (მოწყვეტის კიდე) პროცესები გადასულია სტაბილიზაციის ფაზაში, ხოლო მის ქვედა ნაწილში, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე (ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი) დინამიკა კვლავ ფიქსირდება.მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციით გეოლოგების ჯგუფები აგრძელებენ ყოველი კონკრეტული ოჯახის შეფასებას, არა მარტო მეწყრის მიმდებარე დასახლებაში, არამედ სოფლის დანარჩენ ტერიტორიაზე.

„ჰეზბოლას“ ლიდერი – მზად ვართ, ისრაელთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის

„ჰეზბოლა“ მზადაა, ისრაელთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის, – ამის შესახებ ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ ყასემმა განაცხადა.მისი თქმით, ისრაელი გაოცებული დარჩება ბრძოლის ველზე.შეგახსენებთ, რომ ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდირების გამო შურის საძიებლად „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ცეცხლი 2 მარტს გახსნა, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიშები მოჰყვა. შედეგად, ლიბანში 700-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

ბოლო სიახლეები