ორშაბათი, მარტი 3, 2025

ქართველ ფიგურულ მოციგურავეთა სპორტული წყვილი მსოფლიოს ჩემპიონია

თავისუფალ პროგრამაში წყვილმა 121,83 ქულა დაიმსახურა, მოკლე პროგრამაში – 69,18 , ორი პროგრამის შედეგად დაგროვილი 191,01 ქულით კი ოქროს მედალი მოიპოვა.

2024 წელს ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა იუნიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ლუკა ბერულავამ იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი 2022 წელს მოიპოვა. მისი მეწყვილე კარინა საფინა იყო.

ამავე ტურნირზე ინგა გურგენიძე დღეს თავისუფალი პროგრამით წარდგა და ორი პროგრამის ჯამში მოგროვებული 183.04 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა. მოკლე პროგრამაში მან სეზონის საუკეთესო შედეგი 67,47 ქულა აჩვენა და მცირე ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს პირველობაზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს, – შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო.კომისია დეტალურად შეისწავლის დიდთოვლობით გამოწვეულ ზარალს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება – ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს.დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და მოკლე ვადებში განხორციელდება.

📽️მშობლების შესახებ მომზადებული ემოციური რეპორტაჟი – დედისგან ნაჩუქარი სიცოცხლე მამას

ამბავი, რომელიც სამედიცინო პრაქტიკაში არცთუ ისე ხშირია - ქართველმა ქალმა მეუღლეს თირკმელი გადაუნერგა და სიცოცხლე მეორედ აჩუქა. როგორც წესი, დონორი შესაძლოა იყოს ოჯახის წევრი - შვილი, დედა, მამა, თუმცა იმის ალბათობა, რომ მეუღლე გამოდგეს დონორად, ძალიან მცირეა. ეს დამოკიდებულია ბევრ სამედიცინო პარამეტრზე, მათ შორის სისხლის ჯგუფზე.ტექნიკურად რთულად შესასრულებელი ოპერაცია თბილისში, უროლოგიის ცენტრში ჩატარდა. ეს ის შემთხვევაა, როცა ოპერაციის ჩატარება ემოციურად ქირურგსაც უჭირს. არჩილ ჩხოტუას ანგარიშზე წელიწადში 50-მდე წარმატებული ტრანსპლანტაციაა. მთელ რეგიონში ეს საუკეთესო შედეგია. ამის მიუხედავად, მუდმივად ვითარდება, პაციენტებზე დაკვირვებას, კვლევებს არც მერე წყვეტს.წლებთან ერთად, ურთიერთობების ზღვარი იშლება - მკურნალი ხდება ყველაზე უფრო ახლობელი. ტრანსპლანტაციის შემდეგ მუდმივი მეთვალყურეობა გრძელდება.ოპერაციამ მათი ამბავი ერთ დიდ თავგადასავლად აქცია. 6 წლის შემდეგ თითქოს ბევრი არაფერი შეცვლილა. თუმცა მაინც - მადლიერება, სიყვარულის უწყვეტი ისტორია, კიდევ უფრო გაძლიერდა.ვრცლად ↓

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კვლავ ჩავა აშშ-ში, თუ ტრამპი მიიწვევს კონსტრუქციული დიალოგისთვის და რეალური პრობლემების გადასაწყვეტად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არის, შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, თუ ის კვლავ მიიწვევს „რეალური პრობლემების გადასაჭრელად“.როგორც გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს, ლონდონში, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერების სამიტში მონაწილეობის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს თანასწორ დიალოგს და კვლავ ჩავა აშშ-ში, თუ ტრამპი მიიწვევს კონსტრუქციული დიალოგისთვის, რეალური პრობლემების გადასაწყვეტად, სერიოზულ საკითხებზე გადამწყვეტი ქმედებებისა და პასუხებისთვის.„დარწმუნებული ვარ, ეს ვითარება გაივლის და წინ უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ამასთან, „ბლუმბერგის“ ცნობით, „ზელენსკი ფრთხილად არჩევდა სიტყვებს ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან თეთრ სახლში შეხვედრისას მომხდარი დაპირისპირების შემდეგ“.გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ლონდონში ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ უარი თქვა ჟურნალისტის თხოვნაზე, ინგლისურად ესაუბრა, რათა თავიდან აეცილებინა არასწორი ინტერპრეტაცია.

დონალდ ტრამპი – ჩვენ ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ პუტინზე ფიქრს და მეტი ვიფიქროთ მოძალადე მიგრანტებზე, რათა ისე არ დავასრულოთ, როგორც ევროპამ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truthsocial-ში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პუტინზე ფიქრს ნაკლები დრო უნდა დაეთმოს.როგორც ტრამპი აღნიშნავს, მეტად უნდა იფიქრონ მოძალადე მიგრანტებზე, რათა ისე არ დაასრულონ, როგორც ევროპამ.„ჩვენ ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ პუტინზე ფიქრს, და მეტი უნდა ვიფიქროთ მოძალადე მიგრანტებზე, ნარკობარონებზე, მკვლელებზე და ადამიანებზე ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოდიან,რათა ისე არ დავასრულოთ, როგორც ევროპამ“, – წერს დონალდ ტრამპი.

შალვა პაპუაშვილი – უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის, გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ, ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება...

უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით, თავქარიანობით და უცხოს ჭკუაზე სიარულით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, „მათ არ ესმით, რითი თამაშობენ, რას რისკავენ“.„ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია – უპასუხისმგებლო, ქვეყნის და ადამიანების ბედით მოთამაშეთა. უცხოელებმა კი საკუთარი ქვეყნების მოკლე ინტერესებს გვანაცვალეს. კინაღამ ძირშივე უნიათო პოლიტიკის მსხვერპლად გვაქციეს. გადაგვარჩინა ჩვენი საზოგადოების სიბრძნემ და მისი ხელისუფლების სიმტკიცემ. გადაგვარჩინა ხალხის რწმენამ და ნდობამ, ისტორიულმა მეხსიერებამ და უმრავლესობის კეთილგონიერებამ. ეს უნდა გავიხსენოთ ყოველ ჯერზე, როდესაც უცხოელები ჭკუას დაგვარიგებენ, „ენჯეოები“ მორიგ პეტიციას შეადგენენ და ოპოზიცია არჩევნებზე მათთვის ხმის მიცემას მოითხოვს – სამი წლის წინ ჩვენ მათ გაგვწირეს.არშემდგარი ომის, არდაღუპული ხალხის და არდანგრეული ქვეყნის ისტორია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები