ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

ქალს ქმარმა მობილური თავში ჩაარტყა, დედამთილმა კი აკვნის ჯოხით სცემა – შემთხვევა ხელვაჩაურში

რძლის ცემისთვის ხელვაჩაურში მცხოვრები მ.ფ. 600 ლარით დააჯარიმეს. ამავე საქმეში ცოლის ცემისთვის და თავში მობილური ტელეფონის ორჯერ ჩარტყმისთვის დ.დ.-ს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. დედა-შვილის მიერ ქალის ცემის საქმე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე დავით გელაშვილმა განიხილა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მე თავს დამესხნენ და თავს ვიცავდი ჯოხით,“ – უთხრა მოსამართლეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დედამთილმა. სასამართლოს მხარეებმა საპირისპირო ჩვენებები მისცეს. დედა-შვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ.

შემთხვევა ზაფხულში, ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, სიტყვიერი შელაპარაკება თავდაპირველად დედამთილსა და ოჯახში სტუმრად მყოფ რძლის დას შორის დაიწყო. აკვანთან მჯდომმა რძალმა საკუთარი დის გაჩუმება სცადა.

დაზარალებული ქალი: „აკვანთან ვიჯექი, ისინი შელაპარაკდნენ… მე ხელით ვუჯიკე ჩემს დას, გაჩერდი-მეთქი, მაგრამ არ გაჩერდა… ამ დროს დივანზე იწვა ჩემი ქმარი, წამოდგა და გაშლილი ხელი სახეში ორჯერ დამარტყა, მობილური ტელეფონიც ორჯერ ჩამარტყა თავში…“

დედამთილი: შევლაპარაკდით და ჩემი რძლის და გამოექანა ჩემკენ, რძალმაც ტელეფონი მესროლა. მე ხან ერთს ვურტყამდი ხელს, ხან – მეორეს, ამიტომაც წავიქეცი, თავი რომ დამეცვა, აკვნიდან ჯოხი გამოვაძრე და ვიგერიებდი, არ დამირტყამს… დაზიანებები რძალმა ალბათ დივანზე წაქცევის დროს მიიღო“.

დაზარალებულის ქმარი: „ჩემი ცოლის და გაიწია დედაჩემისკენ, რა დროსაც დედა ოდნავ შეეხო ხელით, წადი, თავი დამანებეო. დედამ არტახის ჯოხი გამოიღო და იგერიებდა ჩემს ცოლს. მე გაშველების მიზნით მოვხვიე ხელები ორივეს და ერთად წავიქეცით დივანზე სამივე, რა დროსაც მიიღო ალბათ დაზიანება ჩემმა ცოლმა. მე მობილური მისთვის თავში არ ჩამირტყამს. მერე ორივეს მოვკიდე ხელი მაჯაზე და გავუშვი გარეთ…“

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იხილეთ სია 49 დეპუტატი რომელთაც საპარლამენტო მანდატი შეუწყდათ

პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა. ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას სათითაოდ უყარეს კენჭი. კერძოდ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ სამი ოპოზიციური გაერთიანების შემდეგ წევრებს: მარიკა არევაძეს, ლაშა ბაქრაძეს, თინათინ ბოკუჩავას, საბა ბუაძეს, გიორგი ბუტიკაშვილს, გრიგოლ გეგელიას, ანა გოგოლაძეს, სოფიო გოლეთიანს, ანა დოლიძეს, გიორგი ვაშაძეს, თენგიზ თევზაძეს, ქეთევან თურაზაშვილს, გიორგი იმედაშვილს, გიორგი კირთაძეს, ცოტნე კობერიძეს, მაია კოპალეიშვილს, თამარ კორძაიას, ირაკლი კუპრაძეს, თამარ ლალიაშვილს, გიორგი ლემონჯავას, ნანა მალაშხიას, ნიკანორ მელიას, კობა ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, დათუნა რაქვიაშვილს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, ლევან სამუშიას, ირაკლი ფავლენიშვილს, ანი ქავთარაძეს, ოქტაი ქაზუმოვს, ბორის ყურუას, ფიქრია ჩიხრაძეს, პეტრე ცისკარიშვილს, ლევან ცუცქირიძეს, გიორგი წერეთელს, ანა წითლიძეს, ივანე ჭყონიას, ლევან ხაბეიშვილს, მამუკა ხაზარაძეს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ირაკლი ხვადაგიანს, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძეს, გაიოზ ჯაფარიძეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, სოფიო ჯაფარიძეს. შეგახსენებთ, სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ („კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) განცხადებები დაწერეს და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს მიმართეს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, თუმცა განცხადება ოფიციალურად არ დაუწერიათ და უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ.

პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა. ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას სათითაოდ უყარეს კენჭი. კერძოდ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ სამი ოპოზიციური გაერთიანების შემდეგ წევრებს: მარიკა არევაძეს, ლაშა ბაქრაძეს, თინათინ ბოკუჩავას, საბა ბუაძეს, გიორგი ბუტიკაშვილს, გრიგოლ გეგელიას, ანა გოგოლაძეს, სოფიო გოლეთიანს, ანა დოლიძეს, გიორგი ვაშაძეს, თენგიზ თევზაძეს, ქეთევან თურაზაშვილს, გიორგი იმედაშვილს, გიორგი კირთაძეს, ცოტნე კობერიძეს, მაია კოპალეიშვილს, თამარ კორძაიას, ირაკლი კუპრაძეს, თამარ ლალიაშვილს, გიორგი ლემონჯავას, ნანა მალაშხიას, ნიკანორ მელიას, კობა ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, დათუნა რაქვიაშვილს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, ლევან სამუშიას, ირაკლი ფავლენიშვილს, ანი ქავთარაძეს, ოქტაი ქაზუმოვს, ბორის ყურუას, ფიქრია ჩიხრაძეს, პეტრე ცისკარიშვილს, ლევან ცუცქირიძეს, გიორგი წერეთელს, ანა წითლიძეს, ივანე ჭყონიას, ლევან ხაბეიშვილს, მამუკა ხაზარაძეს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ირაკლი ხვადაგიანს, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძეს, გაიოზ ჯაფარიძეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, სოფიო ჯაფარიძეს. შეგახსენებთ, სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ („კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) განცხადებები დაწერეს და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს მიმართეს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, თუმცა განცხადება ოფიციალურად არ დაუწერიათ და უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მწვანე დაფინასებასთან დაკავშირებით, საჯარო ლექცია ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია - „მწვანე დაფინანსება და მისი ინსტრუმენტები - უცხოეთის და საქართველოს გამოცდილება“ გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საჯარო ლექციას, რომელიც საუნივერსიტეტო პროექტის - „მწვანე ფინანსები და მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტები“ - ფარგლებში ჩატარდა, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მზევინარ ნოზაძე უძღვებოდა. საჯარო ლექციას, სტუდენტებთან ერთად, ესწრებოდნენ დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, დეკანის მოადგილეები - პროფესორი გუგული ყურაშვილი და ასოცირებული პროფესორი გიორგი სულაშვილი, ასევე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები. როგორც მზევინარ ნოზაძემ აღნიშნა, მწვანე, იგივე მდგრადი დაფინანსება იმ ტიპის აქტივობათა პოპულარიზაციას და ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომლებიც ეხება სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას. მისი თქმით, მსოფლიოში სულ უფრო მზარდია ისეთი პროექტებისა და აქტივობების ფინანსური მხარდაჭერა, რომლებიც მიმართულია კლიმატის ცვლილების განეიტრეალებისკენ, ცნობიერების ზრდისკენ ისეთ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ბიომრავალფეროვნება, ინკლუზიურობა, ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა, შემოსავლის თანასწორობა, შრომითი უფლებები და სხვა. გამომსვლელმა ყურადღება გაამახვილა მდგრადი დაფინანსებისა და მწვანე ინიციატივებში ინვესტირების შესაძლებლობებზე, გამოცდილებასა და ინსტრუმენტებზე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და აღნიშნა, რომ მწვანე დაფინანსების მხრივ განსაკუთრებით მზარდია ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტების, ანუ მწვანე და მდგრადი ბონდების გამოყენების ტენდენცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც ეტაპობრივად იკიდებს ფეხს. მისი თქმით, ქართული კომპანიების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს მწვანე, სოციალური და მდგრადი ობლიგაციების გამოშვება, რომელთა მოცულობა ყოველწლიურად მზარდია. როგორც მზევინარ ნოზაძემ აღნიშნა, მწვანე პროდუქტები და მათგან მომდინარე სერვისები ნებისმიერ ქვეყანაში დადებით გავლენას ახდენს კომპანიების კონკურენტუნარიანობაზე, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის პოზიციონირებას მწვანე მიწოდების ჯაჭვებში, რაც თავის მხრივ, არა მხოლოდ ზრდის ექსპორტის პოტენციალს საერთაშორისო ბაზარზე, არამედ ენეგოეფექტურობის და რესურსეფექტურობის გამოყენებით, წვლილი შეაქვს ეკონომიკის უარყოფითი გავლენების შემცირებაში გარემოსდაცვითი, ჯანდაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექცია ინტერაქციურ ფორმატში ჩატარდა - დაისვა არაერთი შეკითხვა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან, ასევე, გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები მდგრად და მწვანე დაფინანსებასთან დაკავშირებით.

საპროცედურო კომიტეტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა. კერძოდ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა, რომ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს სამი ოპოზიციური გაერთიანების შემდეგ წევრებს: მარიკა არევაძეს, ლაშა ბაქრაძეს, თინათინ ბოკუჩავას, საბა ბუაძეს, გიორგი ბუტიკაშვილს, გრიგოლ გეგელიას, ანა გოგოლაძეს, სოფიო გოლეთიანს, ანა დოლიძეს, გიორგი ვაშაძეს, თენგიზ თევზაძეს, ქეთევან თურაზაშვილს, გიორგი იმედაშვილს, გიორგი კირთაძეს, ცოტნე კობერიძეს, მაია კოპალეიშვილს, თამარ კორძაიას, ირაკლი კუპრაძეს, თამარ ლალიაშვილს, გიორგი ლემონჯავას, ნანა მალაშხიას, ნიკანორ მელიას, კობა ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, დათუნა რაქვიაშვილს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, ლევან სამუშიას, ირაკლი ფავლენიშვილს, ანი ქავთარაძეს, ოქტაი ქაზუმოვს, ბორის ყურუას, ფიქრია ჩიხრაძეს, პეტრე ცისკარიშვილს, ლევან ცუცქირიძეს, გიორგი წერეთელს, ანა წითლიძეს, ივანე ჭყონიას, ლევან ხაბეიშვილს, მამუკა ხაზარაძეს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ირაკლი ხვადაგიანს, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძეს, გაიოზ ჯაფარიძეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, სოფიო ჯაფარიძეს. კომიტეტმა შესაბამისი დასკვნა ბიუროს გადაუგზავნა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პლენარულ სესიაზე მიიღებენ. „საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კონკრეტულმა პარტიებმა, რომლებმაც გადალახეს ბარიერი და ჰქონდათ სრული სამართლებრივი შესაძლებლობა, მიეღოთ მანდატი, შემობრძანებულიყვნენ პარლამენტში და საკუთარი უფლებამოსილება განეხორციელებინათ, როგორც პარლამენტის წევრებს, სხვადასხვა დროს დაწერეს განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ეს პარტიები გახლავთ „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საპროცედურო კომიტეტმა, რეგლამენტის შესაბამისად, განახორციელა კონკრეტულ პირთა მიერ განცხადების შემოტანის და მასზე განხორციელებული ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოხდა პარლამენტში, პარლამენტის თანამშრომლების თანდასწრებით. მოახდინა მოკვლევა და დაადგინა, რომ ყველა განცხადება არის ნამდვილი. შესაბამისად, ჩვენი დღის წესრიგია, ამ პირთათვის, რომელიც არის 49 პირი, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ანუ დასკვნის მხარდაჭერა“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა კომიტეტზე საკითხის განხილვამდე. შეგახსენებთ, სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ („კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) განცხადებები დაწერეს და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს მიმართეს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, თუმცა განცხადება ოფიციალურად არ დაუწერიათ და ამ მოთხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ.

“ქართული ოცნების” დამფუძნებელმა გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ჩვენება სასამართლოს დახურულ სხდომაზე მისცა – ბიძინა ივანიშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს

"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ჩვენება სასამართლოს დახურულ სხდომაზე მისცა. საუბარია საქმეზე, რომლის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს. სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა - არგუმენტად კომერციული საიდუმლოების დაცვა დასახელდა. ამ პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ბიძინა ივანიშვილმა კითხვებს დისტანციურად უპასუხა. გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს, ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ ნახევარი მილიონი დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი ბიტკოინები მიითვისა. კრიპტოვალუტის ღირებულება, გამოძიების ცნობით, მითვისების დროს, 43 მილიონ დოლარამდე იყო.

ბოლო სიახლეები