ორშაბათი, ივნისი 2, 2025

ფრიდონ ზოიძე – თბილისში „გამარჯვებას“ რომ ზეიმობდნენ, შინდისის გმირები აგვისტოს სიცხეში ეყარნენ, ხელისუფლებამ არ მიხედა და არ გადმოასვენა, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გადმოასვენეს

თბილისში „გამარჯვებას“ ზეიმობდნენ და კონცერტებს მართავდნენ, შინდისის გმირები კი აგვისტოს სიცხეში ეყარნენ. შინდისელ გმირებს მაშინდელმა ხელისუფლებამ არ მიხედა და არ გადმოასვენა, საპატრიარქოს წარმომადგენლები შევიდნენ და გადმოასვენეს, – ამის შესახებ შინდისის გმირის, რომან ზოიძის ძმამ, ფრიდონ ზოიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

საგამოძიებო კომისიაზე ფრიდონ ზოიძემ კითხვა დასვა, შინდისის ბიჭები ათმაგად გმირები არიან, რადგან ისეთი მხედართმთავრების და დაგეგმარების ხელში იყვნენ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება?

„ჩემი ძმა, 20 წლის ასაკში, ერთთვიანი თუ 70-დღიანი კურსი ჰქონდა გავლილი და აბსოლუტურად გამოუცდელი სამხედრო ბრძოლისთვის, მიჰყავთ ცხელ წერტილში და დაატარებენ ცხინვალის შიგნით. მეთაურები, ბატონი ყურაშვილი, ბატონი ზაზა გოგავა და დანარჩენი ბრიგადის მეთაურები, დაჯავშნული ჯიპებით, დაცვით, პისტოლეტებით დადიან, მივლენ შედარებით დაბალი რანგის ოფიცრებთან, დაუსვამენ დავალებას, ისევ გადიან, ისეთ ფონს ქმნიან, ვითომ ვიღაც ურეკავს, ვიღაც ამერიკელი ელაპარაკება, რაღაც სასწაული ხდება. ეს ვარაუდი არ არის, პირადი საუბრებიდან ვიცი, ძალიან ბევრი ვეტერანია, რომლებსაც პირადად ვიცნობ, იმ ომში იყვნენ, გადარჩნენ და ჩამოვიდნენ.

მე მაქვს უფლება, რიტორიკული კითხვა დავსვა და მოვუწოდო შინდისის გმირების დანარჩენ ოჯახებს, გასაგებია, რომ ორმაგად და ათმაგად გმირები არიან, ისეთი მხედართმთავრების და დაგეგმარების ხელში იყვნენ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება? რატომ არ არიან ეს ადამიანები თავიანთ ოჯახებში? კითხვები ჩემს მშობლებს აქვთ, როგორ მოხდა, რომ ამდენი ადამიანი ამ 5-დღიან საბრძოლო დაპირისპირებაში გაწირეს და ჩააბეს ომში იმის გამო, რომ მეტი საკრალური მსხვერპლი სჭირდებოდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებას“, – განაცხადა ფრიდონ ზოიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტრამპმა გააზიარა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენი 2020 წელს მოკლეს და კლონით ჩაანაცვლეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გააზიარა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „2020 წელს სიკვდილით დასაჯეს“.სოციალური ქსელის, „თრუს სოშიალის“ ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ ჯო ბაიდენი არ არსებობს და 2020 წლის შემდეგ რასაც საზოგადოება ხედავს, არის ბაიდენის კლონები, ორეულები და რობოტულად შექმნილი უსულო, უგონო არსებები.„დემოკრატებმა განსხვავება არ იციან“, – აღნიშნულია პოსტში.აშშ-ის პრეზიდენტი ამ განცხადებას რაიმე სახის კომენტარის გარეშე აზიარებს.

გრიგოლ გეგელია – საზოგადოებას ვამცნობთ ჩვენს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობთ, ვიმსჯელოთ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ხომ არ იქნება სწორი იდეა

ლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ ამასობაში კოლეგებს ვუწვდით ხელს და ვეუბნებით, რომ დროა, ვიმსჯელოთ ერთიან ფორმატში, რა სჯობს ამ ბრძოლის გაგრძელებისა და მეტი ეფექტის კუთხით. სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობთ, ვიმსჯელოთ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ხომ არ იქნება სწორი იდეა“, – განაცხადა გეგელიამ.ამასთან, გრიგოლ გეგელიას კითხვა დაუსვეს, როგორ უპასუხებდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების კრიტიკას „ლელოს“ მიმართ, რაზეც გეგელიამ აღნიშნა:„ყველას აქვს თავისი სუბიექტური შეხედულება, მთავარია, რა ჯობია ამ ქვეყნისთვის. არ მაინტერესებს არავის სუბიექტური შეხედულება, მაინტერესებს, რას ამბობს კვლევები და რა ჯობია ამ ქვეყნისთვის. ჩემი და ჩვენი გუნდის ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და არა ის, რომ რომელიღაც პარტიის ლიდერს უფრო მეტად მოვწონდე ან უფრო ნაკლებად. ყველას მოვუწოდებდი, ბავშვებს არ დაემსგავსონ, ცოტა მეტი იფიქრონ ტვინის გამოყენებით და რეალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ“.

გერმანიაში ნაკადულში 2.5 მეტრის სიგრძის ანაკონდა დაიჭირეს

გერმანიაში, ქალაქ ქუიქბორნში ველოსიპედისტმა ფელდბენშტრასეზე მდებარე ნაკადულში დიდი ზომის გველი შენიშნა, რის შემდეგაც ადგილზე მაშველები გამოიძახა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.ველოსიპედისტის მიერ აღმოჩენილი გველი ანაკონდა აღმოჩნდა, რომლის სიგრძეც სულ მცირე 2.5 მეტრს შეადგენდა და 30 კილოს იწონიდა.სახანძრო ბრიგადამ ანაკონდას უსაფრთხოდ დაჭერა და წყლიდან ამოყვანა შეძლო.“ჩვენ უკვე გადაგვირჩენია კატები ან გაგვითავისუფლებია ღობეში გაჭედილი მელა, მაგრამ ასეთი ოპერაცია არასდროს გვქონია“.- განაცხადა სახანძრო ბრიგადის წარმომადგენელმა.გველის დაჭერის ოპერაციაში 8 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა და მათ თითქმის 4 საათი დასჭირდათ მის დასაჭერად. მათ დახმარება რეპტილიების დარგში ექსპერტმა გაუწია, რომელმაც დაადგინა, რომ წყალში ყვითელი ანაკონდა იყო.ცნობისთვის, ანაკონდა მსოფლიოში ყველაზე დიდი გველია, რომელიც ბინადრობს მთელ ტროპიკულ სამხრეთ ამერიკაში: აღმოსავლეთით კორდილიერებიდან კუნძულ ტრინიდადამდე. ასევე, გვიანის, ბრაზილიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ პერუს წყალსატევების სანაპიროებზე.

კახა კალაძე – მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს

მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი, ვინ გაიმარჯვებს, – ასე პასუხობს ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.„მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რა თქმა უნდა, ჩვენ გვყოლია წარმატებული ადამიანები, განხორციელებულა წარმატებული პროექტები, მაგრამ ამ მასშტაბის პროექტები, რაც დედაქალაქში 2017 წლიდან მოყოლებული გაკეთდა, მე არ მახსოვს. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფით დამოკიდებულებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისის მერი ამბობს, რომ ეს საკითხი მისთვის საინტერესო არ არის და დისკუსიაში შესვლას არ აპირებს.„„ნაციონალური მოძრაობა“ არის რადიკალური დაჯგუფება. მათი ან რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხზე პოლემიკაში შესვლა მე არ მინდა, ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩვენ, „ქართულ ოცნებას“, დაწყებული გაქვს მზადება საარჩევნოდ. დედაქალაქში და რეგიონებშიც არის უამრავი გამოწვევა, პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი, კონკრეტული პროექტების წარმოდგენა, თუ რა გაკეთდება მომდევნო წლების განმავლობაში და რა შეიცვლება მოსახლეობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.„ზოგადად, ოპოზიცია არის გარედან შეკოწიწებული რაღაც ერთობა, ასე დავარქმევდი. არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება, თუმცა ისინი იყვნენ წლების წინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც შემდეგ გამოეყვნენ „ნაცმოძრაობას“, თითქოს არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ ამ პარტიასთან. ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თუმცა, რომ გავაანალიზოთ ინდივიდუალურად, ვინ ვინ არის და რა წარსულის მქონეა, მივდივართ ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – იმ ბინძურ და კრიმინალურ ორგანიზაციასთან, რომელიც 2012 წლამდე იყო ქვეყანის სათავეში. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ანა ბუჩუკური – თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი ტაქტიკა გვაქვს, მნიშვნელობა არ აქვს, სხვა პარტიები როგორ ისტერიას მოაწყობენ, იმედია, „ლელო“ რაციონალურ გადაწყვეტილებს მიიღებს

ჩვენ გვაქვს ჩვენი ტაქტიკა, სტრატეგია. ერთადერთი, ვის წინაშეც ანგარიშვალდებული ვართ, ჩვენი ამომრჩეველია. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სხვა პარტიები რას იტყვიან, როგორ ისტერიას მოაწყობენ, მათ შორის, დადგმულს, გაწერილს პერფორმანსებით, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა თვითმმართველობის არჩევებზე საუბრისას განაცხადა.ბუჩუკურის თქმით, იმედოვნებს „ლელოს“ შემთხვევაშიც რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“.„თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია. „ლელოს“ რაც შეეხება, ზოგადად, ჩვენი რჩევა იქნება, „ლელოს“ ვურჩევ, რაციონალურად მიიღოს გადაწყვეტილება და არა ემოციურად. დანარჩენების პოზიციას რაც შეეხება, რაღაც ლანძღვა რომ არის გაჩაღებული, კრიტიკას ვერ დავარქმევ, ლანძღვაა დაწყებული, არცერთ ლანძღვაში, ისტერიაში არც წარსულში მიგვიღია მონაწილეობა, არც დღეს ვაპირებთ და არც მომავალში. შეუძლიათ, გააგრძელონ, ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არა თავდასხმის მიზნებისთვის, არამედ ობიექტური კითხვა დავსვით იმ პოლიტიკური პარტიების მისამართით, რომლებიც უპირობოდ უცხადებენ არჩევნებს ბოიკოტს. ვკითხეთ მარტივი რამ – კი ბატონო, ბოიკოტის გამოცხადება თქვენი უფლება, თქვენი ნებაა, მაგრამ საკუთარ ამომრჩეველს რას სთავაზობთ, რას ეუბნებით, რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგ? ბოიკოტი თავისი შინაარსით ქმედება კი არ არის, უმოქმედობაა, ქმედებისგან თავის შეკავება, ანუ უმოქმედობა. ის პარტიები, რომლებიც საკუთარ ამომრჩეველს ეუბნებიან, არაფრის გაკეთებას ვაპირებ ან ბოიკოტს ვაპირებო, ანუ უმოქმედობაა ჩემი გეგმაო, აქ სვამენ წერტილს? ამის შემდეგ რას აკეთებენ? ჩვენ დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებას და სხვა პარტიების, ზოგადად, სხვა ავტორების აზრის მიხედვით, ჩვენ არ ვირჩევთ ჩვენს გადაწყვეტილებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტაქტიკა, სტრატეგია და ამ სტრატეგიას მივყვებით. ერთადერთი, ვის წინაშეც ანგარიშვალდებული ვართ, ჩვენი ამომრჩეველია. სხვა პარტიები რას იტყვიან, როგორ ისტერიას მოაწყობენ, მათ შორის, დადგმულს, გაწერილს პერფორმანსებით, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ზოგიერთმა სახე დაკარგა, მაგრამ ეს მათი პრობლემაა, ამას ჩვენზე გავლენა ვერ ექნება. იმედია, „ლელოს“ შემთხვევაშიც რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიის თანმიმდევრულობა, რომ საკუთარ ამომრჩეველთან იყო თანმიმდევრული“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ბოლო სიახლეები