პარასკევი, ოქტომბერი 24, 2025

ფრანც კაფკას არქივი – ინტერნეტში

მრავალწლიანი კონსერვაციის, რესტავრაციის, კატალოგიზაციის და
ციფრულ ფორმატში გადაყვანის შემდეგ 20-ე საუკუნის ერთერთი
უდიდესი მწერლის, ფრანც კაფკას არქივი ისრაელის ეროვნულ
ბიბლიოთეკაში საზოგადოებისათვის გამოიფინა.
მწერალს მრავალ ენციკლოპედიაში ასე მოიხსენიებენ: „ფრანც კაფკა –
გამოჩენილი ჩეხი ებრაული წარმოშობის მწერალი, რომელიც ქმნიდა
გერმანულ ენაზე“.
კაფკას არქივი საოცრად გადარჩა. მწერალმა, რომელიც 1924 წელს
გარდაიცვალა ავსტრიაში, საკუთარი ნაშრომების არქივი, ხელნაწერები,
მწერალ მაქს ბროდს უანდერძა, რათა მას ის გაენადგურებინა. მან კი,
იცოდა რა არქივის ფასეულობა მეგობრის უკანასკნელი თხოვნა არ
შეასრულა და პალესტინაში გაემგზავრა დოკუმენტებთან ერთად,
როდესაც ის ნაცისტებს გაურბოდა 1939 წელს.
კაფკას ხელნაწერების კრებული უმდიდრესია. მოიცავს ასეულობით
ხელნაწერს, დღიურებს, ნახატებს. მათ შორისაა „სოფლის ქორწილის
მომზადების“ შავი ვერსიაც. აგრეთვე ივრითის შესწავლის
გაკვეთილების ჩანაწერები, ჩანახატები, ნააზრებები და უბრალოდ
დაკვირვებები.
არქივი დღის სინათლეს ავტორის გარდაცვალებიდან 97 წლისთავზე
ნახავს. დოკუმენტების ორიგინალები შესაბამისი წესების დაცვით
ინახება და მკვლევარებისათვისაა ხელმისაწვდომი.
არქივის ნაწილი მრავალწლიანი სასამართლო დავის შემდეგ
შვეიცარიამ 2019 წელს ისრაელს გადასცა. საქმე იმაში გახლავთ, რომ
არქივის ნაწილი ერთერთი ბანკის სეიფში ინახებოდა, სადაც ის
ბროდის მდივანმა ესთერ ჰოფემ ჩააბარა. 1973 წელს, მას შემდეგ რაც
გაირკვა, რომ ჰოპე კაფკას არქივის დოკუმენტებს უცხოელ

აუქციონერებს სთავაზობდა. ისრაელის გენერალურმა პროკურორმა ის
გააფრთხილა, რომ კაფკას ანდერძის თანახმად მას არ ჰქონდა
დოკუმენტების განკარგვის უფლება. არქივის სხვა ნაწილი, რომელიც
ესტერ ჰოფეს სახლიდან მოიპარეს გერმანიაში იქნა აღმოჩენილი და
ისიც დაბრუნდა ისრაელში.
მაქს ბროდი, მწერალი და კომპოზიტორი მრავალი წლის განმავლობაში
კაფკას ნდობით აღჭურვილი პირი გახლდათ. მისი დამსახურებაცაა,
რომ კაფკა მსოფლიოში ცნობილი ადამიანი გახდა. სწორედ ბროდმა
გამოაქვეყნა კაფკას მრავალი ნამუშევარი მისი სიკვდილის შემდეგ.
კაფკას დოკუმენტები ბროდის არქივის განუყოფელ ნაწილად
ითვლება („პრაღის წრის“ საარქივო მასალა და ნამუშევრები რომლის
წევრებიც იყვნენ კაფკა და ბროდი).
ისრაელის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, იერუსალიმში ასეულობით
ებრაელი მწერლისა, მეცნიერის, მხატვრის და საზოგადო მოღვაწის
პირადი არქივი ინახება.
„ეროვნული ბიბლიოთეკა მთავარ როლს თამაშობს ამ კულტურული
საგანძურის ხელმისაწვდომობაში ებრაელი ერისათვის და ყველა
დაინტერესებული ადამიანისათვის მთელს მსოფლიოში – ამბობს
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ორენ ვაინბერგი. კაფკას არქივი
ახლა უკვე განთავსებულია ინტერნეტში სხვა ასეულ-ათასობით
დოკუმენტთან, გამოჩენილი მოღვაწის არქივთან ერთად და
დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია გაეცნოს მას. ჩვენ
ვზრუნავთ, რომ ეს ბრწყინვალე შედევრები ხელუხლებლად გადაეწეს
მომავალ თაობებს. ახლა კი, კაფკას ნაშრომენის თაყვანისმცემლებს
მიეცათ შესაძლებლობა დატკბენ დიდი ოსტატის ნამუშევრების
გაცნობით“.
სერგი პოდრაჟანსკი იერუსალიმიდან

ფოტოზე: კაფკას წერილი ბროდისადმი
ისრაელის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტო

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მან მომისმინა და სიცოცხლე შეინარჩუნა…“ – არუნ ხათრი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ინდური ხალხური მედიცინის სპეციალისტი არუნ ხათრი ავრცელებს, სადაც ქალი ქარელის რაიონიდან ჰყვება, რომ მისმა ვიდეობმა მკერდის სიმსივნის აღმოჩენა ადრეულ ეტაპზე შეაძლებინა.„მან მომისმინა და სიცოცხლე შეინარჩუნა, ჩვენ არ ვჩერდებით, რადგან სიცოცხლეებზეა საუბარი, როგორ გადაარჩინა ქალბატონმა თავისი სიცოცხლე როცა ჩვენს რჩევას მოუსმინა“, - წერს არუნ ხათრი სოციალურ ქსელში.

კეროლაინ ლევიტი – რუსეთი მშვიდობისთვის საკმარის ინტერესს არ იჩენს, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ერთ დღეს შეიძლება, პუტინთან შეხვედრა შედგეს, თუმცა გვინდა, ამას ხელშესახები დადებითი შედეგი...

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სრულიად გამორიცხული არ არის, ერთ დღეს ეს შეიძლება მოხდეს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ხანია, გამოხატავს იმედგაცრუებას ვლადიმერ პუტინის და ამ ომის ორივე მხარის მიმართ.„პრეზიდენტი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებდა, როდესაც ამას საჭიროდ და მიზანშეწონილად ჩათვლიდა. გუშინ სწორედ ეს დღე იყო. ვფიქრობ, პრეზიდენტი დიდი ხანია, გამოხატავს თავის იმედგაცრუებას ვლადიმერ პუტინის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ ომის ორივე მხარის მიმართ. ის ყოველთვის ამბობდა, რომ კარგი სამშვიდობო შეთანხმებისთვის ორივე მხარე უნდა იყოს დაინტერესებული. სამწუხაროდ, ბოლო დროს რუსეთის მხრიდან საკმარისი ინტერესი არ ჩანს მშვიდობისკენ სწრაფვის მიმართულებით. ამიტომ, ორ ლიდერს შორის შეხვედრა სრულიად გამორიცხული არ არის. ვფიქრობ, პრეზიდენტი და მთელი ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ეს შეიძლება ისევ მოხდეს. თუმცა, ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ამ შეხვედრიდან ხელშესახები დადებითი შედეგი იქნება“, – განაცხადა ლევიტმა.თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები მოსკოვზე „დიდ“ ზეწოლას მოახდენს.„თუ წაიკითხავთ და დააკვირდებით სანქციებს, ისინი საკმაოდ მძიმეა“, – განაცხადა ლევიტმა.ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა კიდევ უფრო მეტი სანქციის დაწესება, ლევიტმა უპასუხა, რომ ამას დონალდ ტრამპი გადაწყვეტს.

ტემპერატურა -1°-მდე დაეცემა! – მომდევნო დღეებს ამინდის პროგნოზი

24 ოქტომბერიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით  +3,  +8°, დღისით +19, +24°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +9, +14°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 8-13/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5, +10°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით +10, +15°.25 ოქტომბერიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11,+16°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +16, +21°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +7, +12°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +8, +13°, ზოგან +20°-მდე.26 ოქტომბერიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში  ხანმოოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +9, +14°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +3,+8°, დღისით +13,+18°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +6, +11°, ზოგან +15°-მდე.

თამარ ჩიბურდანიძე: სახაროვის სიტყვები „საქართველო – მცირე იმპერია“, ჩვენს ხალხს არასოდეს დაავიწყდება – სიმბოლურია, რომ სწორედ სახაროვის პრემია გადასცეს მათსავე იდეოლოგს ევრობიუროკრატებმა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის ლაურეატად დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.„მაინტერესებს, ევროპარლამენტი რატომ არ აჯილდოებს სახაროვის პრემიით იმ მოძალადე აქტივისტებს, რომლებიც მათსავე ქვეყნებში ძალადობს პოლიციელზე და სახელმწიფო სტრუქტურებზე?“ – წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ევრობიუროკრატების მარტივი პოლიტიკური ხრიკებით აღარ ტყუვდება, მოსახლეობისთვის თვალის ახელაში კი ხელისუფლებას სწორედ ევროპელ ლიდერები დაეხმარნენ. მისი თქმით, ევროპელი ლიდერები ქართველ მოძალადეებს გმირებად აცხადებენ, საკუთარ ქვეყნებში კი ასამართლებენ.„სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ 22 ოქტომბერს, სტრასბურგში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაასახელა, მათ შორის არის პოლიციელზე მოძალადე ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.მაინტერესებს, ევროპარლამენტი რატომ არ აჯილდოებს სახაროვის პრემიით იმ მოძალადე აქტივისტებს, რომლებიც მათსავე ქვეყნებში ძალადობს პოლიციელზე და სახელმწიფო სტრუქტურებზე? მზია ამაღლობელი დისიდენტი არ არის, არც მისი ჟურნალისტური შემოქმედებისთვის გადაუციათ ეს პრემია. ის დააჯილდოვეს სწორედაც რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებისთვის და ამით წაახალისეს ქუჩის მოძალადეები საქართველოში.ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა ტერორისტებად გამოაცხადა ის პირები, ვინც პოლიციელებზე ძალადობენ და მათ წინააღმდეგ უმკაცრესი ზომების გატარება დააანონსა. ანუ, ამერიკაში პოლიციელზე მოძალადე ტერორისტია და ევროპარლამენტისთვის გმირი? თუ მხოლოდ ჩვენთან სურთ დამნაშავეები გმირებად შერაცხონ, საკუთარ ქვეყნებში კი პასუხი აგებინონ? კარგად ვხედავთ, თუ როგორ უსწორდებიან ევროპულ ქვეყნებში პოლიციელებზე მოძალადეებს.რატომ ჰგონიათ, რომ მათი მარტივი პოლიტიკური ხრიკები საქართველოში ისევ გაყიდვადია? ქართული საზოგადოება იმაზე მეტად და იმაზე სწრაფად გაიზარდა, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. სხვათა შორის, ხალხის თვალების ახელაში ხელი სწორედ ევრობიუროკრატებმა შეგვიწყვეს.რობერტა მეცოლას კი სახაროვის სიტყვებს შევახსენებთ: – „მშვიდობა, პროგრესი, ადამიანის უფლებები – ეს სამი მიზანი განუყოფლად არის დაკავშირებული. შეუძლებელია რომელიმე მათგანის მიღწევა სხვების უგულებელყოფის ხარჯზე“.დიახ, „სხვების უგულებელყოფის ხარჯზე“ წარმოებული პოლიტიკა იმ „სხვების“ გამარჯვებით მთავრდება, რაც მოხდა შარშან და წელს საქართველოში არჩევნებზე. ასეთ დემოკრატიას ქართველი ხალხი არ იღებს და მკაცრი პასუხი აქვთ. აქედან გამომდინარე, მოძალადეების ყველანაირი მცდელობა ფუჭია საქართველოში.რაც შეეხება სახაროვის პრემიას, სიმბოლურია, რომ სწორედ ეს პრემია გადასცეს მზია ამაღლობელს. კარგად რომ ეფიქრათ, ეს არ უნდა გაეკეთებინათ, რადგან სახაროვის სიტყვები „საქართველო – მცირე იმპერია“, ანუ აფხაზეთთან და ოსეთთან ქართველების მჩაგვრელებად მოხსენიება, ჩვენს ხალხს არასოდეს დაავიწყდება“,– წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ზურაბ ქადაგიძე: სახაროვის პრემია დღეს იქცა არა თავისუფლების სიმბოლოდ, არამედ ანტისახელმწიფოებრივი საქციელის ჯილდოდ და თუ ვინმეს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითია –...

„სახაროვი — ადამიანი, რომელიც ღიად ემხრობოდა საქართველოს დაშლას და მხარს უჭერდა სეპარატისტებს. ევროკავშირმა კი მის სახელზე დაწესებული  პრემია  გადასცა აქტივისტს, რომელმაც ქართველ პოლიციელზე იძალადა. აი, ესაა მათი „ღირებულებები“  – თუ საქართველოს ერთიანობას ეწინააღმდეგები, გმირი ხარ, თუ პოლიციელს ურტყამ, ადამიანის უფლებების ჩემპიონი ხარ, თუ ქვეყნის კანონს იცავ — მაშინ „რეჟიმის მსახური“ ხარ“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.მისივე შეფასებით, სახაროვის პრემია დღეს იქცა არა თავისუფლების სიმბოლოდ, არამედ ანტისახელმწიფოებრივი საქციელის ჯილდოდ.„სახაროვი — ადამიანი, რომელიც ღიად ემხრობოდა საქართველოს დაშლას და მხარს უჭერდა სეპარატისტებს.ევროკავშირმა კი მის სახელზე დაწესებული  პრემია  გადასცა აქტივისტს, რომელმაც ქართველ პოლიციელზე იძალადა.აი, ესაა მათი „ღირებულებები“  – თუ საქართველოს ერთიანობას ეწინააღმდეგები, გმირი ხარ, თუ პოლიციელს ურტყამ, ადამიანის უფლებების ჩემპიონი ხარ, თუ ქვეყნის კანონს იცავ — მაშინ „რეჟიმის მსახური“ ხარ.სახაროვის პრემია დღეს იქცა არა თავისუფლების სიმბოლოდ, არამედ ანტისახელმწიფოებრივი საქციელის ჯილდოდ და თუ ვინმეს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითია –  ძალიან სცდება.ეს უკვე პოლიტიკურად შეფუთული დაკვეთაა:დაასუსტე საქართველო, დააფინანსე ქაოსი, და მერე დააჯილდოვე „თავისუფლებისთვის“, – წერს ქადაგიძე.

ბოლო სიახლეები