ორშაბათი, ივლისი 20, 2026

ფონდი „ქართუ“ ზუგდიდში სარაგბო ბაზას აშენებს

ზუგდიდში, ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით რაგბის კომპლექსი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, პარლამენტის წევრი დავით კაჭარავა, სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე გაეცნენ.

ზუგდიდის მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას შეფასებით, ფონდი „ქართუს“ მიერ, ქალაქ ზუგდიდში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი სპორტული ინფრასტრუქტურის  მშენებლობა – „პროექტი მოიცავს ორ მოედანს, ბუნებრივი და ხელოვნური საფარით, ასევე გათვალისწინებულია სასტუმრო და ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე,  ჩვენ მივიღებთ ძალიან მალე უმნიშვნელოვანეს ობიექტს, რომელიც ასევე იქნება წამახალისებელი ამ უბნის, როგორც ინფრასტრუქტურული ასევე, ურბანული განვითარებისთვის“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ. მან მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“  ზუგდიდში განხორციელებული პროექტებისთვის – „მადლობა იმ იმიჯის შემქმნელი ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, რომელიც მიმდინარეობს ან დასრულდა ჩვენს ქალაქში, ეს გახლავთ დრამატული თეატრი, ნიკოსეული სასახლე, რომელიც დასრულებულია ასევე, ბოტანიკური ბაღის საპროექტო სამუშაოები. ეს გახლავთ ის დახმარება, რომლის გარეშეც ამ  ობიექტების რეაბილიტაცია წარმოუდგენელი იყო ადგილობრივი ბიუჯეტით“ – აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

ზუგდიდის სარაგბო ბაზა დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს. ექნება, როგორც ბუნებრივსაფრიანი, ასევე ხელოვნურსაფრიანი მოედანი. სტადიონი საერთო ჯამში გათვლილია 5000-ზე მეტი მაყურებელისთვის.

„ფონდი „ქართუ“ ახორციელებს რაგბის მხარდაჭერის პროგრამას, ჯამში ჩვენ თოთხმეტი ბაზა გვაქ გაკეთებული მთელი ქვეყნის მაშტაბით, დაწყებული გვაქვს ზუგდიდში მორიგი ბაზის მშენებლობა, ეს იქნება საკმაოდ მოზრდილი ბაზა ოთხ ჰექტარზე გაშლილი, როგორც ხელოვნური ისე ბუნებრივი საფარის მქონე მოედნით და ასევე გაკეთდება ტრიბუნები და სასტუმრო, სადაც შეძლებენ გაჩერდნენ გუნდები, ნაკრებები. ეს პროექტი ზუგდიდისთვის იქნება დადებითი სპორტის განვითარების კუთხით, ასევე მთელი რეგიონისთვის, ვინაიდან აფხაზეთიდანაც შეძლებენ მსურველები მონაწიოლეობის მიღებას და ვფიქრობ ძალიან კარგი საქმე გაკეთდება ამით“ – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ზუგდიდის რაგბის სტადიონი იქნება მეორე სარაგბო ბაზა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ფონდმა „ქართუმ“ ზუგდიდამდე სარაგბო კომპლექსი ფოთში ააშენა.

„ბაზის მნიშვნელობა იქნება უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ აფხაზეთის სიახლოვეს გვაქვს კომპლექსი და იცით როგორი ინიციატივაა იქიდანაც, რომ მეზობელი სოფლებიდან ბავშვებს უნდათ სიარული, ამიტომ დღეს ჩვენ მოვიარეთ, დავათვალიერეთ, ვნახეთ სამშენებლო ტემპი და ვფიქრობთ რომ უახლოეს პერიოდში აქ მოედანზე ბავშვები შეძლებენ ვარჯიშს და მათგანაც უკვე რაგბის კავშირი გამოიკვებება მაღალპროფესიული მორაგბეებით. სულ რაღაც 5 დღის წინ 18 წლევანდელები გახდნენ ევროპის ჩემპიონები და დიდი გამარჯვებები გველოდება წინ“ – განახადა იოსებ ტყემალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შსს – თელავში ქორწილისას დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა...

კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.გამოძიების თანახმად, საქმე ეხება თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას. უწყების ცნობით, მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა და ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაზიანება მიაყენა.“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მურთაზ ზოდელავას მეუღლე – როდის მოხდა ინსულტის გადატანა, ექიმები დადასტურებით ვერ ამბობენ, თუმცა რაღაც კერა იყო ნაპოვნი, ახლა არ არის აქტიური კერა, შესაბამისად, ინსულტი...

მურთაზ ზოდელავა კლინიკაში შევიდა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით. ამ ეტაპზე ინსულტი არ დადასტურებულა - ალბათ, უახლოეს პერიოდში კლინიკიდან გაეწერება, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პოლიტიკოსის, ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას მეუღლემ, მაია მუმლაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.მისივე თქმით, მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.„მაქვს კონტაქტი და კოორდინაცია მედპერსონალთან, ასევე პენიტენციური დაწესებულების ჯანდაცვის დეპარტამენტთან. შევიდა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით, ამ ეტაპზე ინსულტი არ დადასტურებულა. რაც შეეხება გადატანილ ნაწილს - როდის მოხდა აღნიშნული, ჩემთვის უცნობია და ექიმებიც ვერ ამბობენ დადასტურებით, თუმცა რაღაც კერა იყო ნაპოვნი. ახლა არ არის აქტიური კერა, შესაბამისად, ახლა ამ მდგომარეობაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. ახლა მიმდინარე მდგომარეობით, ამ ეტაპზე ინსულტი დადასტურებული არ არის. ალბათ, უახლეს პერიოდში კლინიკიდან გაეწერება,“ - განაცხადა მაია მუმლაძემ.ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ზოდელავამ „საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი“, თუმცა კლინიკაში აცხადებენ, რომ „ინსულტზე საუბარი არ არის“. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სამედიცინო დაწესებულებაში თავბრუსხვევით სამი დღის წინ შეიყვანეს. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას ჩატარებული აქვს ყველა საჭირო და აუცილებელი კვლევა.

მოძრაობა აიკრძალა… – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 141-ე კმ-ზე (სოფ.ცანა) და 144-ე კმ-ზე (სოფ.ყორულდაში) ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ამასთანავე, დღეს, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (საყდრის ხიდი) მონაკვეთზე ადიდდა მდინარე, გადმოვიდა საავტომობილო გზაზე და უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა აიკრძალა.

ჯვრისწერის დროს, ეკლესიის გუმბათს მეხი დაეცა

ფინეთის ქალაქ ტამპერეში მართლმადიდებლური ეკლესიის გუმბათს მეხი დაეცა. დარტყმის მომენტში ტაძარში ნათლობისა და ჯვრისწერის ცერემონიები მიმდინარეობდა.ეკლესიის მეთვალყურის, მიკა კანგასაჰოს თქმით, გაისმა ყურისწამღები გუგუნი, ტაძარში კი შუქმა ციმციმი დაიწყო. განათების ნაწილი ჩაქრა, თუმცა მსახურება ბოლომდე მიიყვანეს.ტელერადიოკომპანია Yle-ის ინფორმაციით, მეხანძრეების გამოძახება ორჯერ გახდა საჭირო. პირველ ჯერზე მათ ვერაფერი აღმოაჩინეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მრევლმა ეკლესია დატოვა, მეზობელ ქუჩაზე მყოფმა ადამიანებმა გუმბათიდან ამავალ კვამლზე მიუთითეს. მეორე გამოძახებაზე შემთხვევის ადგილზე მაშველთა 20 ბრიგადა მივიდა.მეხი ყველაზე მაღალ კოშკს დაეცა, რამაც ფარული წვა გამოიწვია. მაშველებმა გუმბათიდან ჯვარი მოხსნეს, რათა გადახურვის კონსტრუქციამდე მიღწევა შეძლებოდათ.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელი ეფრემოვკაა.ბიძგების სიმძლავრემ 3 მაგნიტუდამდე შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ბოლო სიახლეები