ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მამაკაცი უბნის რეგისტრატორი იყო.
უბნის თავმჯდომარის, გიორგი ჩხარტიშვილის განცხადებით, რეგისტრატორი უეცრად შეუძლოდ გახდა, მათ დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
როგორც “რუსთავი 2-თან” ადგილობრივები ჰყვებიან, 50 წლამდე მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.