ფოთს თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი ექნება. სტადიონი წლებია ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც ადგილობრივ ფეხბურთელებს წვრთნების გავლა და თამაშების ჩატარება სხვა მუნიციპალიტეტში უწევდათ.
პირველი ეტაპის სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება და ზაფხულიდან განახლებული სტადიონი დაიწყებს ფუნქციონირებას.
მიმდინარე სამშენებლოებო სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ადგილზე დაათვალიერა.