ორშაბათი, მაისი 19, 2025

ფინეთის პრეზიდენტი – ზელენსკი მომთმენია, მაგრამ ტრამპის მოთმინება იწურება

ფინეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდერ სტუბის თქმით, გუშინ საღამოს ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, ხოლო დღეს დილით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

„ზელენსკი მომთმენია, მაგრამ ტრამპის მოთმინება იწურება, თუმცა სწორი მიმართულებით, ანუ პუტინის მიმართულებით“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

სტუბმა აღნიშნა, რომ უკრაინის მოკავშირეები მუდმივად ცდილობენ, ტრამპს დაანახონ, რომ უკრაინას შეუძლია თავდაცვითი ომის წარმოება, ხოლო რუსეთში სიტუაცია უფრო მძიმეა, ვიდრე ვარაუდობდნენ.

ფინეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინისთვის სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა.

ბოლოს ფინეთის პრეზიდენტი ტრამპსა და ზელენსკის ერთი კვირის წინ ესაუბრა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო…“ – გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ემშვიდობება.„არ ვიცი, ვიყავი თუ არა საუკეთესო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. დღეს განსაკუთრებული და ემოციური დღეა. დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო. ჩამოვედი როგორც უბრალო ბავშვი, ესპანურის ცოდნის გარეშე, მაგრამ დიდი ოცნებით. ამ დროში იყო ბევრი სირთულე, განვითარების რთული გზა და დაუვიწყარი მომენტები.დღეს დროა დაგემშვიდობოთ. მადლობა ყველას, ვინც ამ 4 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა. ვფიქრობ, ჩემი პატარა ისტორია ვალენსიაში დავტოვე. იმედია, ეს კლუბი ყოველთვის იქნება იქ, სადაც მისი ადგილია“, - წერს მამარდაშვილი.

ჯო ბაიდენის ოფისში აცხადებენ, რომ ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა. როგორც მედია წერს, ამის შესახებ ბაიდენის პირადი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.როგორც ცნობილია, ბაიდენს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, ხოლო მეტასტაზები ძვლებზეა გავრცელებული.„მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოადგენს დაავადების უფრო აგრესიულ ფორმას, ჩანს, რომ კიბო ჰორმონ მგრძნობიარეა, რაც საშუალებას იძლევა ეფექტური მკურნალობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი იყო. მან 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი დაამარცხა. ბაიდენი მეორე ვადით იყრიდა კენჭს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა დემოკრატები მას მოუწოდებდნენ, კანდიდატურა მოეხსნა. მოგვიანებით, ის საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა და მხარი მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტს, კამალ ჰარისს დაუჭირა.

დონალდ ტუსკი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება – ბრძოლა თითოეული ხმისთვის, ეს ორი კვირა განსაზღვრავს ჩვენი სამშობლოს მომავალს, არცერთი ნაბიჯით უკან

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება.„ყველაფრისთვის თამაში ახლა იწყება. ძლიერი ბრძოლა თითოეული ხმისთვის. ეს ორი კვირა განსაზღვრავს ჩვენი სამშობლოს მომავალს. სწორედ ამიტომ, არცერთი ნაბიჯით უკან“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. გამოკითხვების მიხედვით, მმართველი პარტიის კანდიდატს, ვარშავის მერს, რაფალ ტშასკოვსკის ხმების 30.8 პროცენტი აქვს, ხოლო კაროლ ნავროცკის, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“, ხმათა 29.1 პროცენტი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ტშასკოვსკი და ნავროცკი მიიღებენ.

მესტიაში მეხი ჩამოვარდა – რა ხდება, ამ დროისთვის, ცნობილი

მესტიაში მეხი ჩამოვარდა.როგორც ირკვევა, მეხი ლანჩვალის თავზე ჩამოვარდა. ამ წუთებში, ადგილზე უამინდობაა.ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში დათო ჯაფარიძემ გაავრცელა.დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,1 მაგნიტუდა შეადგინა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქი ტყვარჩელი, სოფელი მარცხენა პტიშიდან 10 კილომეტრში იყო.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ბოლო სიახლეები