,,17 დეკემბერს, “იუმორინა 2023”-ის დასკვნითი კონცერტის შემდეგ, ფილარმონიის წინ გაიხსნა იუმორინას ვარსკვლავი! 

მადლობა ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს, “იუმორინას” გუნდის სხვადასხვა თაობის წევრებს. ეს ვარსკვლავი თითოეულ მათგანს ეკუთვნის!
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ძვირფას მაყურებელს წლების მანძილზე გამოხატული სითბოს, ყურადღებისა და ერთგულებისთვის! სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ “იუმორინა” უკვე 23 წელია არსებობს. ამ ხნის მანძილზე, მხოლოდ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, “იუმორინამ” 700-ზე მეტი კონცერტი ჩაატარა სრული ანშლაგით! ეს ვარსკვლავიც, პირველ რიგში თქვენი თანადგომის შედეგი გახლავთ!
დიდი მადლობა ყველას!
” წერს გია ბარარშვილი.
