კვირა, ივნისი 1, 2025

ფილარმონიასთან პარკინგის სისტემის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისში პარკირების პრობლემას გამოეხმაურა. კალაძის თქმით, მერიამ შეიმუშავა პროექტი, რომლის მიხედვითაც ქალაქში 10 ადგილზე მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

“უკვე შევიმუშავეთ ბიზნეს-მოდელი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტები.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, რომელიც მიღებული იქნება გარემოებების შესწავლის შედეგად. აქედან გამომდინარე, დღეს მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

ინტერესთა გამოხატვა შესაძლებელი იქნება 60 დღის განმავლობაში, ამ პერიოდში კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ყველანაირი დოკუმენტაცია, რომელიც იქნება ჩვენს მიერ წარმოდგენილი ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით. მათ ექნებათ კონკრეტული ვადა შეისწავლონ ჩვენი გამოქვეყნებული დოკუმენტაცია, და შემდეგ უკვე უნდა ჩაატარონ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები. პროქტის განხორციელება მოხდება იმ შემთხვევაში თუ ამ კვლევების შედეგად დადგინდება მისი მიზანშეწონილობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ინტერესთა გამოხატვის აუცილებელი პირობაც განმარტა, რომლის მიხედვითაც, საპარკინგე ადგილების 5% ელექტრომობილებისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული, სადაც სპეციალური დამტენები დამონტაჟდება.

“მთლიანობაში აღნიშნული საპარკინგე ინფრასტრუქტურა გათვალისწინებული უნდა იყოს, სულ მცირე, 180 ავტომანქანისთვის.  პროექტის შესწავლა, ასევე სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება კერძო ინვესტიციით, რომელიც 3 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ეს არის პირველი პროექტი, რომელზეც ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. მომდევნო დღეებში, კვირების განმავლობაში ჩვენ წარმოვადგენთ სხვა პროქტებს, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები მიწიქვეშა პარკინგებზე , სადაც ქალაქში იქნება შესაძლებელი უნდა ჩატარდეს კვლევა და მიღებული ანალიზით უნდა განხორციელდეს მიწისზედა პარკინგების მოწყობაც”, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქში ახალი საპარკინგე ადგილების მოწყობაზე საუბარი დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“ქორწინება არა რაიმე იდეალი, არამედ ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია, სრულყოფილი, იმედიანი სიყვარულის” – რომის პაპი

რომის პაპმა ქორწინების საიდუმლოზე იქადაგა. ლეო მეთოთხმეტე აცხადებს, რომ ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია.პონტიფიკოსმა კვირის წირვაზე თანამედროვე ოჯახების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება."ქორწინება არა რაიმე იდეალი, არამედ ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია: სრულყოფილი, იმედიანი, ნაყოფიერი სიყვარულის. ის ერთ ხორცად გაქცევთ, იგივე სიყვარული გხდით ღვთის ხატად, გაძლევთ სიცოცხლის დაბადების უნარს. მართალია, ზოგჯერ ამას კაცობრიობა ღალატობს. მაგალითად, როდესაც თავისუფლებას იყენებენ არა სიცოცხლის მისაცემად, არამედ მის წასართმევად. არა დახმარებისთვის, არამედ შეურაცხყოფისთვის. თუმცა, ბოროტების, წინააღმდეგობისა და მკვლელობების ფონზეც კი, იესო ლოცულობს ჩვენთვის", - აღნიშნა პაპმა ქადაგებისას.

უკრაინული მედია – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთდროულად იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ოთხ სამხედრო აეროდრომზე

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთდროულად იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ოთხ სამხედრო აეროდრომზე, – ამის შესახებ უკრაინული მედია სპეცსამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მალუკის წყალობით, რუსეთის ფედერაციამ გაიგო სიტყვა „დემილიტარიზაციის“ ნამდვილი მნიშვნელობა“, – განუცხადა წყარომ უკრაინულ მედიას.როგორც ცნობილია, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, მათ შორის – А-50, Ту-95 და Ту-22 М3. თავდასხმების სახით, რუსულმა ავიაციამ 2 მლრდ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა.

ის აქაა, აქ დარბის. ცოტათი გაზრდილია… – ლუის ენრიკე გარდაცვლილ ქალიშვილზე

„ყოველთვის იგებს,აგებს, იღვიძებს ცუდ და კარგ ხასიათზე, ის ყოველთვის ჩვენთანაა, ჩვენს ოჯახთანაა, დღეს აქ დარბის ჩვენთან ერთად ასევე ვფიქრობ, რომ ის ცოტათი გაზრდილია“ - ასეთი ემოციური კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ლუის ენკირემ შვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ბანერის გამოფენის გამო და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.ლუის ენრიკეს ქალიშვილი ქსანა 9 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.გუშინ ლუის ენრიკემ გუნდმა „პსჟ“ -მ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოიგო.

ნიცა თავაძე ემოციურ კადრებს აქვეყნებს

5:0 - ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ მოიგო.მან „ინტერის“ დამარცხება კვარაცხელიას, ჰაკიმის, დეზირე დუესა და სენი მეილუეს გოლებით შეძლო. დეზურე დუეს ანგარიშზე ორი გოლია.ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.მო­ე­დან­ზე იყო ხვი­ჩას მე­უღ­ლე, ნიცა თა­ვა­ძე, რო­მე­ლიც მატ­ჩის შემ­დეგ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს გვი­ზი­ა­რებს.

გერმანიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს შეეჯახა – არის მსხვერპლი

დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ კორშენბროიხში, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პილოტი. ინფორმაცია dailymail-ი ავრცელებს.პოლიციის ცნობით, თვითმფრინავი დაახლოებით 12:30 საათზე ჩამოვარდა, რის გამოც სახლს ცეცხლი გაუჩნდა.თვითმფრინავის პილოტი 71 წლის იყო, რომლის გარდაცვალებაც პოლიციამ დაადასტურა. პოლიცია ვარაუდობს, რომ თვითმფრინავში მხოლოდ პილოტი იმყოფებოდა, თუმცა მეორე გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად, ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ბოლო სიახლეები