გავრცელებული ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გაფიცულებს მოსახლეობა დაუპირისპირდა.
ცნობისთვის, საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო, სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება და მას უერთდებიან კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები.
გაფიცულები პროტესტს სხვადასხვა ბანერებით გამოხატავენ: „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“.