შაბათი, დეკემბერი 6, 2025

ფარული ჩანაწერი – ვინ აიძულა ახალგაზრდა ქალს ქმრის მკვლელობის საკუთარ თავზე აღება და ვინ არის რეალური დამნაშავე?

ფარულ ჩანაწერში, რომელიც “კურიერი P.S.-მა” მოიპოვა, 29 წლის ნატო ხელაძე მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, სასტიკ დანაშაულს იბრალებს – ჰყვება, რომ მეუღლე ოჯახური კონფლიქტის დროს, დანის რამდენიმე დარტყმით მას შემდეგ მოკლა, რაც შვილების ჩამორთმევით დაემუქრა. ქალმა სამართალდამცველებს არჩადენილი დანაშაული დეტალურად აღუწერა, რის შემდეგაც ის მკვლელობის ადგილზე დააკავეს.

დღე მეორე – სასამართლოში ნატო ხელაძე მკვლელობას უარყოფს. სავარაუდოდ, დაკავებულ ქალს არავინ დაუჯერებდა, რომ არა მისი 7 წლის შვილის ჩვენება. 7 წლის ბიჭის ნათქვამმა გამოძიება თავდაყირა დააყენა. “კურიერი P.S.-მა” არასრულწლოვანის ჩვენება მოიპოვა.

მოკლულის შვილი და 13 წლის გერი მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს, ბავშვების ჩვენებით კი, გამოძიებამ რეალური სურათი აღადგინა.

 

სამტრედია, ბარათაშვილის ქუჩა – მალხაზ გოგია სახლში ცოლთან, შვილთან და 13 წლის გერთან ერთად, 2 წლის განმავლობაში ქირით ცხოვრობდა. ცნობილია, რომ მამაკაცი მეუღლეზე და მის 13 წლის გოგონაზე ძალადობისთვის სასჯელს იხდიდა. ოჯახური ძალადობის დროს, ნატო ხელაძის ერთ-ერთმა ძმამ სიძე წარსულშიც დაჭრა და ისიც ნასამართლევია.

ბოლო კონფლიქტი კი ასე ვითარდება: პირველი აპრილი, 23:00 საათი – ნატო ხელაძეს და მალხაზ გოგიას ნათესავები ესტუმრნენ, ცოლის ძმები, მათი მეუღლეები და კიდევ ერთი პირი. მასპინძელი მალხაზ გოგია, სტუმრებმა დღის განმავლობაში რამდენჯერმე სცემეს, ბოლო ფაქტის შემდეგ კი სახლი დატოვეს. ნასვამი მალხაზ გოგია ფიზიკური ძალადობის შესახებ ნათესავების მხილებას და პოლიციაში წასვლას გეგმავდა, მეუღლე წინააღმდეგი იყო. ქალმა ნასვამი ქმრის გეგმები ტელეფონით მისი სახლიდან წასულ ძმებს შეატყობინა, მოძალადე სტუმრები დაახლოებით ღამის 3 საათზე დაბრუნდნენ, მალხაზ გოგია კიდევ ერთხელ სცემეს, რის შემდეგაც მალხაზ ხელაძემ დის ქმარი სამზარეულოს დანით მოკლა. სანამ მიიმალებოდა, მკვლელობის იარაღი სახლის წინ, არხში ჩააგდო.

სავარაუდოდ, შიშის ან იძულების გამო, ქალმა 112-ში დარეკვისას ოპერატორს შველა სთხოვა და უთხრა, რომ ქმარი მან დაჭრა. გამოძიებით დადგინდა, რომ სწორედ სასწრაფოში ზარის შემდეგ, ნატო ხელაძე ძმებმა გვამთან მარტო დატოვეს. დამნაშავეებმა სახლიდან მისი არასრულწლოვანი შვილებიც წაიყვანეს. ძმების გეგმის შესაბამისად კი, ადგილზე მისულ პოლიციას ქალმა უთხრა, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა. სიმართლე 2 დღეში გაირკვა, ქალს მძიმე მუხლი, ცრუ ჩვენებით შეეცვალა.

5 ჭრილობა გულ-მკერდის არეში – გარდაცვლილის სხეულზე რამდენიმესაათიანი ცემის კვალიც აღმოაჩინეს. 32 წლის მალხაზ გოგიას მკვლელობის ბრალდებით, მისი ცოლის ძმა, მალხაზ ხელაძე დააკავეს. ჯგუფური ძალადობის და ცრუ ჩვენებისთვის აიყვანეს მეორე ძმა, ძმისშვილი და კიდევ ერთი პირი.

მალხაზ ხელაძეს მკვლელობის გასამართლებლად საკუთარი ვერსია აქვს, თუმცა არაფერს ამბობს, რატომ დაიბრალა დამ მისი დანაშაული.

გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს. საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლეც. “კურიერი P.S-მა” მას სამტრედიაში, სახლში მიაკითხა. ნანა ტყეშელაშვილი მკვლელობის ადგილზე ყოფნას უარყოფს, თუმცა საქმის მასალები საპირისპიროს ამტკიცებს. ქალი უკვე გამოჰკითხეს და მოსალოდნელ პასუხისმგებლობაზეც გააფრთხილეს.

რატომ აიღო თავის თავზე დანაშაული – მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვა, ნატო ხელაძემ განმეორებითი ჩვენება მისცა და სიმართლე თქვა. ადვოკატი ახლა დაკავებული ქალის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

პროკურორი ბრალდებულთა წრის გაფართოებასთან ერთად, არ გამორიცხავს, რომ მოკლულის მეუღლე პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

32 წლის მალხაზ გოგია ფოთში დაკრძალეს. მისი ოჯახი დარწმუნებულია, რომ მამაკაცი ჯგუფურად მოკლეს. შვილმკვდარი დედა დამნაშავეების მკაცრად დასჯას ითხოვს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტოკიოს გრანდ სლემის პირველ დღეს ექვსი ქართველი იჭიდავებს

6 დეკემბერს იაპონიაში ძიუდოს მსოფლიო ტურის 2025 წლის ბოლო ტურნირი, ტოკიოს გრანდ სლემი დაიწყება, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პერსტიჟულ შეჯიბრებად ითვლება.პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცთა შორის 90, 100 და +100 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ქალებში კი – 48, 52, 57 და 63 კგ-ში.6 დეკემბერს საქართველოს სახელით ექვსი ძიუდოისტი იჭიდავებს:-90 კგ – გიორგი ჯაბნიაშვილი-100 კგ – ილია სულამანიძე, ნიკა ხარაზიშვილი+100 კგ – ირაკლი დემეტრაშვილი-57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე-90 კგ 23-წლამდელთა შორის მოქმედი ევროპის ჩემპიონი გიორგი ჯაბნიაშვილი პირველ წრეს გამოტოვებს. მისი პირველი მეტოქე რუს ეგორ მალკინსა და პოლონელ პაველ დრზიმალს შორის გამარჯვებული იქნება.-100 კგ ილია სულამანიძე აღნიშნულ ტურნირზე პირველად გამოვა. სასტარტო დაპირისპირებაში ის იაპონელ ნოზომუ მიკისა და კორეელ იეუპ ჰანს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამავე კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილი ასპარეზობას 1/16-ფინალიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე შვედი კარლ ბათი იქნება.+100 კგ მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი პირველ წრეში ეგვიპტელ მოჰამედ აბორაკიას დაუპირისპირდება.-57 კგ მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი ასპარეზობას 1/8-ფინალიდან დაიწყებს, ის კორეელ შინსა და სლოვაკელ გაჯიჩს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.ნახალგაზრდა ნინო ლოლაძე კი ასპარეზობაში 1/16-ფინალიდან ჩაერთვება. მისი პირველი მეტოქე მონღოლი სოსორბარამ ლხაგვასურენი იქნება.ტოკიოს გრანდ სლემზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკის დაწყება კი 12:00 საათიდან არის დაგეგმილი.

მიხეილ სააკაშვილი – ვაცხადებ კონკურსს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები საქართველოში, საუკეთესო სამი გზავნილის ავტორი დაჯილდოვდება ჩემი წიგნით

ვაცხადებ კონკურსს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, გამარჯვებულებს ერთ კვირაში გამოავლენენ.„საუკეთესო სამი გზავნილის ავტორი დაჯილდოვდება (გავუგზავნით) ჩემი წიგნით, პირადი მიძღვნის ხელმოწერით. გამარჯვებულებს გამოვავლენთ ერთ კვირაში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

BBC-ის ფილმთან დაკავშირებით, სუსში, ვახტანგ გომელაური და ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხეს

BBC-ის ფილმთან დაკავშირებით სუსში შს ყოფილი მინისტრი და ვახტანგ გომელაური და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხეს.BBC-ის ფილმში საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა. 

ტატა ხვედელიანი – ბიუროს სხდომაზე დავაინიცირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, „ბიბისის“ სიუჟეტი ადასტურებს, რომ აქციების დაშლისას იყო დარღვევები, რაც საერთაშორისო გამოძიების ჩატარების საფუძველს ქმნის

ერთ-ერთი საერთაშორისო მედიასაშუალებით გასული საგამოძიებო სიუჟეტი ადასტურებს, რომ აქციების დაშლის დროს დარღვევები იყო. ეს ქმნის საფუძველს, რომ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და პასუხები გაეცეს ნებისმიერ კითხვას, რომელიც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ტრიალებს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.ხვედელიანის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული მოწმეების განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.„არ აქვს მნიშვნელობა იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავთ, როგორ პანიკაშია ჩავარდნილი „ქართული ოცნების“ მთელი სახელმწიფო ვერტიკალი. ვნახეთ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადება. დაადასტურა, რომ ქიმიური ნივთიერებები შერეული იყო წყლის ჭავლში მაშინ, როდესაც ეს აკრძალულია. მან იმ ვარაუდებზე საუბარი დაიწყო, რომ გასარკვევია, რომელი ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული. ეს ფაქტობრივად ადასტურებს, რომ იქ რაღაც ისეთი იყო. რაც კანონსაწინააღმდეგო იყო. რამაც ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია და კიდევ არ ვიცით. რა შედეგებს გამოიღებს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს.ჩვენ ბიუროს უახლოეს სხდომაზე დავაინიცირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიზნით. მნიშვნელოვანია, პასუხები გაეცეს თავისუფალი გამოძიებით საერთაშორისო მხრიდან იმ შეკითხვებს, რომლებიც ჩვენს მოსახლეობაშია და ასეთი შემთხვევების პრევენცია მოხდეს. ამ ყველაფრით ჩვენს ქვეყანას რეპუტაციული ზიანი მიაყენეს. საერთაშორისო მიმართულებითაც, რომ ადამიანებმა გაიგონ, რომ ჩვენ შეგვიძლია, გამოვიძიოთ ისეთი ფაქტები, რომლებმაც ჩვენს მოსახლეობაზე ასეთი მძიმე შედეგები იქონია. ვინც მხარს არ დაუჭერს ჩვენ მიერ ინიცირებული საგამოძიებო კომისიის შექმნას, ფაქტობრივად, პასუხისმგებლობაც პერსონალიზირებულად უნდა გადაინაწილოს, რომ მას არ სურს ის, რომ ასეთი მძიმე ფაქტების შესახებ სიმართლე გაირკვეს“, – განაცხადა ხვედელიანმა.ცნობისთვის, „ბიბისის“ ფილმთან დაკავშირებით პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ბოლო სიახლეები