ოთხშაბათი, იანვარი 8, 2025

“უფროსი 8 წლის იყო, უმცროსი 4 თვის – ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა“ – ტრაგედიის დეტალები: რა ხდება ცნობილი ოკუპირებულ გალში მომხდარ ხანძარზე, რომელსაც 5 ბავშვი ემსხვერპლა

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში გამ­თე­ნი­ი­სას ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. გა­ლის რა­ი­ონ სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, ერთ-ერთ სახ­ლში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია “აია­შა­რა“ ტე­ლეგ­რა­მარხზე წერს, ხან­ძა­რი ჩო­ლა­რი­ე­ბის სახ­ლში გაჩ­ნდა. ცე­ცხლმა მთლი­ა­ნი შე­ნო­ბა წუ­თებ­ში მო­იც­ვა, სა­დაც 5 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი იმ­ყო­ფე­ბო­და.

ხან­ძრის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბი. ფოტო: აფხა­ზუ­რი ამ­ბე­ბი

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­ლის რა­ი­ო­ნის ე.წ. გამ­გე­ბე­ლი კონ­სტან­ტი­ნე ფი­ლია მი­ვი­და. მი­სი­ვე თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი­დან ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ოთხი თვის იყო.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის დროს ოჯახ­ში მხო­ლოდ მო­ხუ­ცი ბე­ბია იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა, გა­სათ­ბო­ბად ღუ­მელ­ში ცე­ცხლი და­ენ­თო. მას საწ­ვა­ვი აე­რია და ნავ­თის ნაც­ვლად ბენ­ზი­ნი შე­ას­ხაბენ­ზი­ნი აალ­და, აფეთ­ქე­ბის შემ­დე­გად, ში­შის­გან ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და ჭურ­ჭე­ლი, რო­მელ­შიც ბენ­ზი­ნი ესხა. შემ­დეგ კი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი მამარდაშვილის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა „სევილიასთან“, ლა ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში „ვალენსიის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდეს, – ამის შესახებ გამოცემა Jornadaperfecta წერს. საქართველოს ნაკრების მეკარემ ესპანეთის თასის (კოპა დელ რეი) 1/16 ფინალური შეხვედრა გამოტოვა „ელდენსესთან“, რომელიც „ვალენსიამ“ სტუმრად 2:0 მოიგო. „ხოსე გაიამ, გიორგი მამარდაშვილმა და მუხტარ დიახაბიმ გუნდთან ერთად ივარჯიშეს. მართალია, მათ „ელდენსესთან“ კოპა დელ რეის მატჩი გამოტოვეს, თუმცა გუნდი მათ დაბრუნებას ელოდება. მიზანი ლა ლიგის მე-19 ტურში, „სევილიასთან“ შეხვედრისთვის რაც შეიძლება მეტი წამყვანი ფეხბურთელის დაბრუნებაა, განსაკუთრებით გაიასა და მამარდაშვილის. დიახაბის მდგომარეობა ასეთივე დამაიმედებელი არ არის და „ვალენსიაში“ მეტი მოთმინება დასჭირდებათ. მომდევნო შაბათს „სანჩეს პისხუანზე“ „ვალენსიისა“ და „სევილიას“ მატჩამდე ჯერ კიდევ დიდი დრო რჩება. თუმცა, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე მოთამაშის მოედანზე დაბრუნების დიდი შანსია. მამარდაშვილის შემთხვევაში ისე ჩანდა, რომ შეეძლო, მადრიდის „რეალთან“ თამაშიც, თუმცა ახლა, საბოლოოდ მომჯობინდა და როგორც ჩანს, მისი დაბრუნება ახლოსაა“, – წერს Jornadaperfecta. ლა ლიგის მე-19 ტურის შეხვედრას „ვალენსია“ „სევილიასთან“ 11 იანვარს, თბილისის დროით 23:55 საათზე გასვლაზე გამართავს.

ლაგოდეხში, მწყემსის გარდაცვალების ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ლაგოდეხში, სასაფლაოზე ნაპოვნ მწყემსის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გაუჩინარებული მამაკაცი სასაფლაოზე დაახლოებით, სამი დღის წინ იპოვეს. ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ ის მოკლულია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მწყემსი დიდი ხნის გარდაცვლილია, რის გამოც, ცხედარი დაზიანებულია.

პრემიერ-მინისტრი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაურმა სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა. „გილოცავთ შობის დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს. შობა არის სიყვარულის, სიკეთის დღესასწაული. ეს არის დღესასწაული, რომელთანაც დაკავშირებულია სამყაროს განახლება და ყველას მინდა, ვუსურვო სიყვარული და სიკეთე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. საშობაო წირვას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან, წმინდა სინოდის წევრებსა და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინა.

მიხეილ ყაველაშვილი – გვიყვარდეს მოყვასი ქრისტეს სიყვარულით, ეს არის გზავნილი პატრიარქის ეპისტოლედან, როგორც პრეზიდენტი, ვეცდები, ეს საქმით დავამტკიცო, ჩვენი საზოგადოება სიყვარულით გავაერთიანო

აუცილებელია, გვიყვარდეს ერთმანეთი ქრისტეს სიყვარულით, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს, ხელოვნურად შემოტანილი პოლარიზაციის თემები დავამარცხოთ ჩვენი სიყვარულით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიის შემდეგ განუცხადა. „სრულიად საქართველოს ვულოცავ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ასევე, ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, ვულოცავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ოს და აფხაზ და-ძმებს, ჩვენს ოჯახებს, ქრისტეშობის მადლი შეეწიოს ყველას. მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო პატრიარქის ეპისტოლე, რომელიც ყოველთვის ყურადსაღებია, მიესადაგება არსებულ გამოწვევებსა და რეალობას. ეს არის მოყვასის სიყვარული, ალბათ დამეთანხმება ჩვენი საზოგადოება, რომ აუცილებელია, გვიყვარდეს ერთმანეთი ქრისტეს სიყვარულით, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს, ეს ხელოვნურად შემოტანილი პოლარიზაციის თემები დავამარცხოთ და დავამარცხოთ ჩვენი სიყვარულით. ეს არის გზავნილი პატრიარქის ეპისტოლედან, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს მოყვასი ქრისტეს სიყვარულით, რაც ძალიან კარგი იქნება. როგორც პრეზიდენტი, ვეცდები, ეს საქმითაც დავამტკიცო და ჩვენი საზოგადოება გავაერთიანო სიყვარულით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ილია მეორე – ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს

დღეს ქრისტე იშვება დედამიწაზე, საოცარი თავმდაბლობითა და უბრალოებით, და მოაქვს სიცოცხლის ნათელი მათთვის, ვისაც სწამს, რომ ღვთის ხატადაა შექმნილი და ესწრაფვის ცხონებას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი. „ჩვენ ვსაუბრობთ იმ რწმენაზე, რომელიც, ადამიდან მოყოლებული, გადაეცემოდა თაობიდან თაობას პირველ მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყველთა, მართალთა … მიერ და გვასწავლიდა, რომ არ ვართ შემთხვევითი არსებები, რომ არ ვართ სიკვდილისთვის გაჩენილნი, არამედ მარადიული ნეტარებისა და ღმერთთან მყოფობისათვის მოწოდებულნი. უფალს ელოდა სიწმინდით, სიმართლით და სიყვარულით მცხოვრები ჭეშმარიტი სიბრძნისა და სიმართლის მაძიებელი ყოველი ადამიანი. იგი იყო „მოლოდება წარმართთაც“(დაბადება: 49. 10). წარმართთა შორის ღრმად მოაზროვნენი გრძნობდნენ სულიერ შიმშილს, მათ არ აკმაყოფილებდათ ადამიანთა მიერ შეთხზული გადმოცემები სხვადასხვა „ღმერთზე“, გრძნობდნენ მათ სიყალბეს და ელოდნენ ჭეშმარიტს, ნამდვილსა და აღმატებულს. ასე იყო საქართველოშიც. ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობამ უარყო წარმართობა და სიხარულით მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას. ეს იყო ქართველთა ცივილიზაციური მტკიცე არჩევანი, რომელიც ეროვნული ცნობიერების ნიშან-სვეტად იქცა. ქრისტე მოგვევლინა ჩვენი სხეულით, ჩვენი ბუნებით და გახდა ჩვენი ცხოვრების მტვირთველი (გარდა ცოდვისა); უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, უხორცო – ხორციელი, უკვდავი – მოკვდავი, რათა მსგავსებით მსგავსი გადაერჩინა და თითოეული ჩვენგანისათვის ეთქვა: მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ხატება არ არის შენში ბოლომდე წარხოცილი;  ჩემი შესაძლებლობები შენი შესაძლებლობებიცაა და შენთან ერთად მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო შენს ფერისცვალებაში, შენს გადარჩენაში. მას ჩვენს რეალობაში შემოაქვს სამოთხის კანონები –  მცნებები, ზეცის მოქალაქეთა თვისებები, რათა გავაცნობიეროთ ცოდვა ჩვენს ყოფაში და სინანულით აღვხოცოთ იგი, ამით განვაქარვოთ ჩვენი სიკვდილი და გარდაცვალება მარადიული ნეტარმყოფობის საწყისად ვაქციოთ. ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფლის აღდგომისა და ამაღლების თანაზიარნი გავხდეთ“, – ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.

ბოლო სიახლეები