ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლის გასვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილი იქნება.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ბრიუსელში, ევროკომისიის შტაბ-ბინაში ამ დღესთან დაკავშირებით უკრაინის დროშაა აღმართული.
„რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავის წინა დღეს, ჩვენს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღვმართეთ, რათა ის ამაყად ფრიალებდეს ჩვენი კავშირის გულში, სადაც მისი ადგილია. ერთ დღეს უკრაინა უსაფრთხოდ იქნება. უკრაინა თავისუფალი იქნება. უკრაინა ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება“, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

