ხუთშაბათი, მარტი 20, 2025

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ეკრემ იმამოღლუს დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს, თურქეთმა უნდა დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, განსაკუთრებით არჩეული თანამდებობის პირების უფლებები

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების ფაქტი ღრმა შეშფოთებას იწვევს.

მისივე თქმით, თურქეთმა უნდა დაიცვას არჩეული თანამდებობის პირების უფლებები.

„როგორც ევროპის საბჭოს წევრმა და როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, თურქეთმა უნდა დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, განსაკუთრებით არჩეული თანამდებობის პირების უფლებები. გვსურს, თურქეთი დარჩეს ევროპისადმი ერთგული, მაგრამ ეს მოითხოვს დემოკრატიული ნორმებისა და პრაქტიკისადმი მკაფიო ერთგულებას,და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქეთმა პატივი სცეს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს“, – განაცხადა ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება კორუფცია და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობა. იმამოღლუს გარდა, დაკავებულია მისი პრესმდივანი და მერიის 100-მდე თანამშრომელი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – რუსეთთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს – მათ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორია და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მიწა აქვთ

რუსეთთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Breitbart News-თან ინტერვიუში განაცხადა.„მათ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორია აქვთ, ჩინეთზე უფრო დიდი. მათ 11 სასაათო სარტყელი აქვთ და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მიწა აქვთ. ახლა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ვაფორმებთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ფულს უკან ვიბრუნებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიზანს არ წარმოადგენს, აშშ-ს მიერ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებამ, შესაძლოა, რუსეთის ჩინეთთან დაშორება გამოიწვიოს.„შეიძლება ეს ამის შედეგი იყოს. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ახალი ქართული რეკორდი ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში

სანდრო მამუკელაშვილმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. ქართველი ფორვარდის „სან ანტონიომ“ „ნიუ იორკი“ 120:105 დაამარცხა, მამუკელაშვილმა 19 წუთში 34 ქულა ჩააგდო და გააუმჯობესა მისივე რეკორდი, რომელიც 28 ქულას შეადგენდა. მამუკელაშვილმა 7-დან 7 სამქულიანი და 7-დან 6 ორიანი ჩააგდო.აღსანიშნავია, რომ სანდრომ მეორე პერიოდში 8, ხოლო ბოლო პერიოდში 11 წუთი ითამაშა. მისმა წარმოუდგენლად შედეგიანმა თამაშმა აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „ნიუ იორკ ნიქსს“ იმედი გადაუწურა, ხოლო „სან ანტონიოს“ გამარჯვება გაუნაღდა.მამუკელაშვილი გახდა კალათბურთელი, რომელმაც ნბა-ს ისტორიაში ერთ მატჩში მოედანზე 20 წუთზე ნაკლებ დროში ყოფნის პერიოდში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო.

მცხეთაში სასწრაფო დახმარების ექიმებმა ქალი მანქანაში ამშობიარეს

„ნებისმიერი გამოძახება უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ყველაზე მეტად საპასუხისმგებლო ახალ სიცოცხლესთან შეხვედრაა" - ამის შესახებ სასწრაფო დახმარების ექიმი თამარ ოსეფაიშვილი აღნიშნავს და იმ გამოძახებას იხსენებს, როდესაც ორსული ქალი ბრიგადის ექიმებმა კლინიკისკენ მიმავალ გზაზე ამშობიარეს. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს და ახლა მათზე სამშობიაროში ზრუნავენ.მცხეთის რაიონული სამსახურის ახალგორის ფილიალის მე-2 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით-მშობიარობა მიიღო. როგორც ექიმი თამარ ოსეფაიშვილი იხსენებს ბრიგადა გამოძახებიდან 3 წუთში ადგილზე იყო.თამარ ოსეფაიშვილი - "ზუსტად სამ წუთში გამოძახების ადგილას ვიყავით. ახალგაზრდა ქალი მერვე ბავშვზე იყო ორსულად და ადგილზე მისულ ბრიგადას ეზოს გარეთ დაგვხვდა. ნებისმიერი გამოძახება უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ყველაზე მეტად საპასუხისმგებლო ახალ სიცოცხლესთან შეხვედრაა""როგორც პაციენტმა ბრიგადის წევრებს უთხრა,მას უკვე დაწყებული ჰქონდა მოვლითი ტკივილები. ჰოსპიტალიზაციის დაწყებიდან ზუსტად 5 წუთში ორსულს ტკივილი გაუძლიერდა და სამშობიაროში ტრანსპორტირებისას დაიბადა გოგონა წონით 3 კილოგრამი და 300 გრამი.თამარ ოსეფაიშვილის თქმით, ბრიგადის ექთანი თამარ ბალხამიშვილი წლების განმავლობაში მეან-გინეკოლოგიის განყოფილებაში ბებიაქალად მუშაობდა და მისი სამუშაო გამოცდილება მოცემულ მომენტში ძალიან გამოადგათ.ბრიგადის ექიმებისა და მძღოლის პროფესიონალიზმის დამსახურებით დედაც და ახალშობილიც თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში იქნა შეყვანილი" - წერს სოციალურ ქსელში გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად".

შსს – დაკავებულია პირი, რომელიც მოქალაქეების „ფეისბუქ“ გვერდებს უნებართვოდ დაეუფლა და მათი სახელისა და გვარების გამოყენებით, თანხის სესხებას ითხოვდა – ამ ეტაპზე, 25 დაზარალებული...

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული სისტემის ხელყოფისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, წარსულში ნასამართლევი 2002 წელს დაბადებული ი.ო. დააკავეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.შსს-ის ცნობით, დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ პლატფორმაზე სხვადასხვა მოქალაქის პირად გვერდებს უნებართვოდ დაეუფლა, რის შემდგომაც, მათი სახელისა და გვარების გამოყენებით, სხვადასხვა პირს უკავშირდებოდა და თანხის სესხებას სთხოვდა.ბრალდებული ი.ო. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით რამდენიმე მოქალაქის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. სამართალდამცველების მიერ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამ ეტაპზე, 25 დაზარალებული მოქალაქე გამოვლინდა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაჩი ცაგურია: ვნახეთ ომში გამდიდრებული სატელევიზიო მებრძოლები, პირში კბილი არ ჰქონდათ, ახლა ჰოლივუდის ღიმილით გვერთვებიან პირდაპირ ეთერებში – აქ ვნახე პირველად, “ტიკ ტოკერი” მეომრები

„ვერც აწი იზამენ ეგენი ვერაფერს. აწი უფრო და უფრო ვეღარ იზამენ იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვლება სამყარო და როგორ იცვლება მსოფლიო. იგივე ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებს ვხედავთ, იქ რა ხდება. რა ხდება ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ჩვენი ქვეყნის იყო ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში, უკრაინის ფრონტზე. როცა ადამიანებმა აქ მოდაში შემოიღეს ვითომ ომში წასვლა, იქ „სელფების“ გადაღება და „ტიკ ტოკში“ ბრძოლა და აქ პროვოკაცია რომ მოუწყვეს ჩვენს ქვეყანას, რომ აბა, არიქა ომში მინდა წასვლა და არ მიშვებენ და საქართველოს ხელისუფლება თითქოს არ უშვებს. სხვათა შორის სამი წელი გავიდა, ომი მიდის და ვერ ჩააღწიეს უკრაინამდე. ვინც იქ იყო აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც იმ პროვოკაციაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო დაგეგმილი მონაწილეობდა, არც ერთი მათგანი ინტერვიუებს ვინც აძლევდა არ ჩასულა უკრაინაში საომრად. ჩვენ ვხედავდით ეს რატომაც კეთდებოდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოეწყოთ პროვოკაცია. თორემ ნებისმიერი მათგანი, ხვალ მოვიდეს ჩემთან და მე დავეხმარები და ჩავიყვან იქ, რა პრობლემაა?!ჩვენ ვნახეთ ომში გამდიდრებული სატელევიზიო მებრძოლები. ადამიანები, რომლებსაც პირში კბილი არ ჰქონდათ, ახლა ჰოლივუდის ღიმილით გვერთვებიან პირდაპირ ეთერებში. ომში გასუქებული კაცი აგერ, ახლა აქ ვნახე პირველად, ეს ჩვენი „ტიკ ტოკერი“ მეომრები.წარმოიდგინეთ, ახლა მაგათ ჭკუაზე რომ გაევლო საქართველოს ხელისუფლებას, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდით. მილიონი ადამიანი არის ამ ომში გარდაცვლილი და დასახიჩრებული და არც ერთ ამ სატელევიზიო მებრძოლს ეკალიც კი არ შერჭობია. ანუ ესენი იყვნენ მიზანმიმართული პროვოკატორები საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

ბოლო სიახლეები