„ევროკავშირმა რუსულ გაზზე, ნავთობზე და ნახშირზე დამოკიდებულებისგან თავი უნდა გაითავისუფლოს, დივერსიფიკაციის, ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული გადასვლის გზით“, – ამის შესახებ მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.
„ენერგეტიკა რჩება ერთ-ერთ კრიტიკულ საკითხად. ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე, გაზზე და ნახშირზე დამოკიდებულებისგან თავი უნდა გაითავისუფლოს. ამისათვის ჩვენ უნდა გავამრავალფეროვნოთ მიწოდება, მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს ენერგოეფექტურობაში და დიდი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ განახლებად ენერგიაში“, – ურსულა ფონ დერ ლაიენმა
მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი უნდა დაეხმაროს მომხმარებლებს, რომლებიც სერიოზულ პრობლემებს განიცდიან ევროპაში ნახშირწყალბადების ფასების მრავალჯერადი ზრდის გამო 2021-2022 წლებში.
მისი თქმით, 10-11 მარტს, ვერსალში (საფრანგეთი) ევროკავშირის სამიტზე, ეს თემა, ერთ-ერთი მთავარი გახდება.