შაბათი, თებერვალი 22, 2025

უნდათ „სამშობლოს ღალატის“ მუხლის მიღება? კი ბატონო, მიიღონ, მაგრამ თვითონ გასამართლდებიან

„ერთი პერიოდი, როდესაც ტრამპის ამ საკმაოდ ოდიოზურ განცხადებებს ვუყურებდი, შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ეს იყო პოლიტიკური ტაქტიკის თემა, რაც მისთვის დამახასიათებელი იყო პირველი ვადის დროსაც – გადადიოდა შეტევაზე ამა თუ იმ მხარესთან, რათა უკეთესი მოსალაპარაკებელი პოზიციები მიეღო და ამის შემდეგ გარკვეულ დათმობებზე, კომპრომისებზე იწყებდა საუბარს. მაგრამ დღევანდელი ვითარება უკვე ძალიან შორს წავიდა. „წითელი ხაზებიც“ კი გადაიკვეთა. რაც მოვისმინეთ გუშინ ტრამპისგან, ეს წმინდა რუსული ნარატივია. რიცხვების დონეზეც კი, როდესაც ზელენსკის 4%-იან მხარდაჭერაზე საუბრობდა და დიქტატორად აცხადებდა, ზელენსკი არალეგიტიმურიაო და ა.შ. წმინდა რუსული ნარატივი იყო. ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, მაგრამ ბოლომდე კატეგორიული არ ვიქნებოდი, რადგან საბოლოოდ, ემოციებს რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი ასეთ ვითარება, შეიძლება პირიქით, ისე შემოტრიალდეს, რომ დიდი პოზიტივით დასრულდეს. როდესაც ქრონიკული დაავადება სჭირს ადამიანს, ხშირად საჭირო ხდება ამ დაავადების პროვოცირება, კიდევ უფრო გამწვავება, რომ დარტყმითი მკურნალობით საბოლოოდ ამოძირკვო ეს დაავადება. შესაძლოა, ზუსტად ამ სახადის წინაშე დადგა დღეს სამყარო და თუ გვინდა ამაში რაღაც პოზიტივი დავინახოთ, პოზიტივი არის. რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, რასაც ტრამპის შესრულებით ვუყურებთ: ეს არის ის, რომ ევროპა გაიღვიძებს. ევროპას აქვს თუ არა სურვილი, უწევს საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირება. ვაკვირდებით, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფი ტემპებით დაიწყო. ევროპას ძალიან ჯანსაღი, სწორი მიდგომები აქვს ამ ომის თემებთან დაკავშირებით. ევროპა თუ რეალურად შემოვიდა, როგორც დიდი მოთამაშე თავისი, როგორც ეკონომიკური პოტენციალით, ასევე სხვა ტიპის რესურსებით და თუ გადავიდა რეალურ მოქმედებებზე, ეს მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება დემოკრატიის მომავალ განვითარებაზე აისახოს. ერთი ელემენტია ის, რომ ევროპა იძულებულია, საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურაზე იზრუნოს, რაც შეიძლება სწრაფად, რათა მათ მხოლოდ უკრაინის დაცვის განცდა კი არ აქვს, არამედ საკუთარი თავისაც. რას ნიშნავს გარიგება ტრამპსა და პუტინს შორის: ევროპა აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ საბოლოოდ და ბუნებრივია, ევროპისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ეს. მარტო ეს არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რა ხდება ამერიკაში და რამდენად მაღალი შანსები აქვს ტრამპს ამ პოლიტიკის ასე გაგრძელების. ამერიკული დემოკრატიაც გარკვეულწილად, სერიოზულ გამოცდას აბარებს, პრობლემები თვითონ ამერიკაშია. ასე ვართ მიჩვეული, რომ ამერიკაში პრეზიდენტია და მისი განცხადებები სამოქმედო გეგმის ტოლფასად მიგვაჩნია. პოსტსაბჭოთა სამყაროში ასე ხდება. საქართველოში, ბიძინა რომ რაღაცას იტყვის, შემდეგ ის აღსრულებაში მიდის. ამერიკაში ხომ ასე არაა?! ამერიკა ინსტიტუციური დემოკრატიის ქვეყანაა, სადაც პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ ის გადამწყვეტი და ერთადერთი არაა. ბევრი შემაკავებელი ინსტიტუციური და პოლიტიკური შემაკავებელი ფაქტორია. ტრამპის პარტიაში, უმრავლესობას არ მოსწონს განცხადებები, რასაც ტრაპი აკეთებს. როდესაც საუბრობს, რომ ზელენსკი დიქტატორი ყოფილა და პუტინი მოლაპარაკების მხარე, ეს ხომ აბსურდია? რესპუბლიკური პარტია, რა თქმა უნდა, ამ განცხადებებზე მძიმედ რეაგირებს. თუ ტრამპმა ასე გააგრძელა, დიდი ალბათობით, ეს თემა მის იმპიჩმენტამდე მივა. თუ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, ის „კოჭლი იხვი“ ხდება“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიელ კოლეგებს შეხვდა-რა ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პარლამენტი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ვენაში ავსტრიის ფედერალური საბჭოს ინოვაციებისა და მომავლის კომიტეტის თავმჯდომარეს და ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარეს, შტეფან შენახს და ასევე, ავსტრიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ანდრეას მინიხს შეხვდა. ავსტრიის პარლამენტში გამართული შეხვედრებისას საუბრის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა საქართველოში არსებული ვითარება. ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრისას შტეფან შენახმა აღნიშნა, რომ თავად იყო არჩევნებზე დამკვირვებლად საქართველოში ჩასული და, მისი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები კარგად ჩატარდა. „ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა ავსტრიის პარლამენტში. ვისაუბრეთ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებზე, იმ მცდარ ნარატივებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, რომელიც ზოგიერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არის გავრცელებული არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ავსტრიელი კოლეგებისგან მივიღეთ პირობა, რომ ისინი შეეცდებიან სიმართლე გაავრცელონ ყველა საპარლამენტო ფორუმზე, სადაც ხელი მიუწვდებათ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეხვედრებისას ასევე განიხილეს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. ავსტრიელმა კანონმდებლებმა აღნიშნეს, რომ საქართველო არის ავსტრიის მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის რეგიონში. ხაზი გაესვა ავსტრიის მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს. შეხვედრებისას მხარეებმა მიმოიხილეს უსაფრთხოების საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საფრთხეები და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაწყებული მოლაპარაკებების გავლენა როგორც ევროკავშირის, ასევე, ზოგადად, მთელი კონტინენტის უსაფრთხოებაზე.

“დიქტატურა და რეპრესიებია – ჯარიმების საშუალებით, ადამიანებს ცხოვრების უფლებსაც უკარგავენ ” – ბაჩო ქაჯაია

"ფაქტი არის ყველანაირ ზღვარს გადასული და ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოს მიღმა. არ შეიძლება თავისუფალი ნების აკრძალვა" - ასე ეხმაურება ბაჩო ქაჯაია მის ხელმეორედ დაჯარიმების ფაქტს. "17 თებერვალზე არის საუბარი. ზუსტი მასალები არ ვიცი, ჯერ არ გადმომცემია და თუ იქნება ეგეც არ ვიცი. ჩემთან არცერთი პოლიციელი არ მოსულა და არ გავუფრთხილებივარ, რომ რაიმე კანონდარღვევას ვახორციელებდი. მითუმეტეს, პირველი დაჯარიმების შემდეგ და ყოველთვის მერე შევუერთდი გადაკეტილ რუსთაველს. თვითონ ფაქტი არის აბსოლუტურად ყველანაირ ზღვარს გადასული და ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოს მიღმა, იმიტომ რომ არ შეიძლება თავისუფალი ნების აკრძალვა. ეს არის პირდაპირი დიქტატურა, ეს არის პირდაპირი რეპრესია და იმ ჯარიმების ოდენობა იმ ადამიანების, რომლების შემოსავალიც შეიძლება ათი თვის ან თხუთმეტი თვის იყოს, ზოგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ პირდაპირ გულისხმობს, რომ ადამიანებს უკრძალავენ არამხოლოდ გამოხატვის საშუალებას, არამედ ამ ჯარიმების საშუალებით ისინი ცხოვრების უფლებსაც უკარგავენ ადამიანებს", - ამბობს ბაჩო ქაჯაია შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მსახიობი ბაჩო ქაჯაია 5 000 ლარით ხელმეორედ დააჯარიმეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართოს

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შესაძლოა, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. დიპლომატის განმარტებით, შეხვედრა მესამე ქვეყანაში გაიმართება, ამჟამად მიმდინარეობს კონკრეტული ადგილის შეთანხმება. რიაბკოვს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ დაესწრება შეხვედრას რუსეთის ან ამერიკის მხრიდან. „არსებობს პრინციპული შეთანხმება კომპლექსური კონსულტაციების ჩატარების შესახებ, რათა სისტემურად და დეტალურად განვიხილოთ ე.წ. გამაღიზიანებელი საკითხების მთელი ბლოკი“, – განაცხადა რიაბკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში. რიაბკოვის თქმით, ამერიკელებს დაუდასტურეს რუსეთის მზადყოფნა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა. ცნობისთვის, ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა. ვლადიმერ პუტინის თქმით, საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის მიზანი რუსეთსა და აშშ-ს შორის ნდობის აღდგენა იყო. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის გამართვის სურვილი ორმხრივია.

VIDEO: თურქი ჟურნალისტის ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან

თურქული ტელეარხ REAL TV-ის ჟურნალისტმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. პრეზიდენტმა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა.  

“ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რადგან ის არ უნდა დარჩეს მარტო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ წიაღისეულია” – ოლაფ შოლცი

გერმანია მზადყოფნას გამოხატავს, მოლაპარაკებების დროს უკრაინას გვერდში დაუდგეს. გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას არ მიატოვებს და გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად არ მიიღებენ. "ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ და გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად არ მივიღებთ. საყვარელი სიტყვა ამერიკულ პოლიტიკაში არის "ტრანზაქციული" და თუ ზუსტად ვთარგმნით, ეს ნიშნავს: "მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ და მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც მე მომიტანს სარგებელს – და თუ არ მომიტანს სარგებელს, არ გავაკეთებ". ეს არ ახასიათებს გერმანულ პოლიტიკას. ჩვენ ვართ ძლიერი ევროპის ერთგულები. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რადგან ის არ უნდა დარჩეს მარტო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ წიაღისეულია," - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ბოლო სიახლეები