კვირა, მაისი 11, 2025

უნგრეთი საქართველოს ევროპული მისწრაფების მტკიცე მხარდამჭერია – საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება და ეს არის ასევე ევროპულ ინტერესებში – ვიქტორ ორბანი

უნგრეთი გახლავთ საქართველოს ევროპული მისწრაფების მტკიცე მხარდამჭერი – საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება და ეს არის ასევე ევროპულ ინტერესებში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ერთობლივ ბრიფინგზე, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საქართველოს მაღალი მაჩვენებლები აქვს ეკონომიკაში, რასაც ქვეყანა წლების განმავლობაში ინარჩუნებს.

„პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა! მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ღარიბაშვილს, მოწვევისთვის. მოხარული ვართ, რომ საქართველოში ვიმყოფებით, ჩემთვის პატივია აქ ყოფნა. ჩამოსვლის მიზეზი უპირველესად იყო, რომ პატივისცემა და დაფასება გამოგვეხატა უნგრელი ხალხის მხრიდან საქართველოს ხალხისადმი. 

ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ ბრძოლას, რომელსაც რამდენიმე ასი წელია ახორციელებთ, რომ შეინარჩუნოთ ქრისტიანული სახელმწიფო. ჩვენ ვიცით, თუ რა ბრძოლაა, ჩვენი უნგრული ისტორიიდან ვიცი ეს, როგორ იბრძოდნენ ქვეყნები, რომლებიც თავის რწმენას არ თმობდნენ და ბრწყინვალე განვითარების მაღალ შეფასებას ვაძლევთ, რომელიც თქვენ განახორციელეთ ქვეყანაში. ყველა იბრძვის იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს ეკონომიკური დონე, რომელიც იქნება ძალიან მაღალი. თქვენ გვანახეთ განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებლები ეკონომიკაში, რასაც ინარჩუნებთ უკვე რამდენიმე წელია. ამ თვალსაზრისით თქვენი დაახლოება ევროკავშირთან უნდა იყოს გაცილებით უფრო მარტივი, მაგრამ ჩვენი შეხვედრა იყო იმ ფონზე, რომ გლობალური უსაფრთხოების სიტუაცია არასდროს არ ყოფილა იმაზე უარესი, ვიდრე დღეს არის, ბოლო 30 წლის განმავლობაში”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა..

,,თანამშრომლობას განვიხილავდით ორ ქვეყანას შორის, ასევე – ძალიან მნიშვნელოვან გლობალური უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენ ორი მთავრობის შეხვედრა ჩავატარეთ, რომელსაც გააჩნიათ ისტორიული გამოცდილება იმის ცოდნისა, რომ მშვიდობა ყოველთვის ჯობია ომს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში, რომ კონფლიქტები სწრაფად დასრულდეს სამშვიდობო შეთანხმებებით – ეს არის უმთავრესი განვითარებისთვის. უნდა განვაცხადოთ, რომ მსოფლიო ჯერ შორს არის ამისგან. ჩვენ ქართველები და უნგრელები ერთად ვდგავართ და ყველაფერს ვაკეთებთ ორი ქვეყნის თანამშრომლობის მეშვეობით, რომ ამას გზა გავუკვალოთ. 

ჩვენ დავიწყეთ სტრატეგიული ხელშეკრულების შესრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ორივე ქვეყანამ. ჩემმა მეგობარმა, ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ უნგრეთი გახლავთ საქართველოს ევროპული მისწრაფების მტკიცე მხარდამჭერი. ვფიქრობთ, რომ ეს არის სამართლიანი, საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება და ეს არის ასევე ევროპულ ინტერესებში. 

მახსოვს ის, თუ როგორ უერთდებოდნენ ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ევროკავშირს. ეს არის 2000-იანი წლების შუა პერიოდი. ჩვენ შევქმენით კონკურენტუნარიანობა ევროკავშირის. უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში, ჩავარდებოდა ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ეკონომიკური ზრდა უკანასკნელი 20 წლის, რაც შეიძლება მივაკუთვნოთ ძირითადად ცენტრალური ევროპის რეგიონის გაწევრიანებას, რაც ნიშნავს, რომ ევროპულ კავშირს სჭირდება ასეთი დინამიზმი, ენერგია, ისეთი ადამიანები, რომლებსაც სურთ იმუშაონ, იყვნენ კრეატიულები და რომელთაც გააჩნიათ ამბიციები. თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, როდესაც დრო დადგება, საბოლოოდ ევროკავშირი ფასს გადაიხდის ამისთვის, იმისთვის, რომ დაკარგავს თავის კონკურენტუნარიანობას. 

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ამ კონტექსტში საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს აღნიშნულ სტატუსს. რა თქმა უნდა, ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, არის მაღალი და მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს, საუკეთესო გამოსავალია, დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით და ამიტომ ძალიან გულდაწყვეტილები, გაბრაზებულები ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით საქართველოსთან შედარებით, თუმცა მიიღეს ეს სტატუსი. 

ჩვენ ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ, ვხედავთ გაფართოებას, როგორც პოლიტიკურ პროცესს, თუ რასაც ვამბობთ მართალია, ეს თუ დამსახურებაზე დამყარებული პროცესია, ის რაც მოხდა არის საკმაოდ უსამართლო თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით და ეს უნდა გამოსწორდეს, რაც შეიძლება მალე. ევროკავშირმა უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ ვერ მოვახდენთ მოდერნიზებას ევროპულ ენერგოსისტემისა, ევროპული ეკონომიკის თქვენს ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. 

ამიტომაც ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის პროგრამები აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი, უნგრეთი – მწვანე დერეფანი გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ევროკავშირისთვის ეს გახლავთ უზარმაზარი პროექტი, რაზეც ვლაპარაკობთ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში, მომავალში იქნება ეკონომიკური ზრდის წყარო ყველა მონაწილე, წევრი ქვეყნისთვის და მინდა ასევე მოვახსენო საქართველოს საზოგადოებას, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ მთელ რიგ ორმხრივ შეთანხმებას, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული იდეები ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე – სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსების მართვის, ფარმაცევტულ – ფისკალურ ინდუსტრიაში. გვაქვს ფლაგმანი ინიციატივები უნგრულ კომპანიებთან საავიაციო კომპანიებთან, რომლებიც არიან ბაზრის ლიდერები, სერვისპროვაიდერები თქვენს ქვეყანაში, რომლებიც ასევე გზას უკვალავენ თქვენს კომპანიებს, ჩვენ 80 სტიპენდიას გავცემთ ქართველ სტუდენტებზე, რომ ჩამოვიდნენ ბუდაპეშტში, უნგრეთში, რომ ისწავლონ. ჩვენთვის დიდი პატივია მათი მიღება, მაგრამ ეს არის ინვესტიცია საქართველოში. ისინი იქნებიან ნამდვილი ჭეშმარიტი ელჩები ორი ხალხის მეგობრობისა და ბოლოს მინდა გავიმეორო ბატონი ღარიბაშვილის, პრემიერ-მინისტრის, სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ მტკიცე საფუძველი მეგობრობისთვის გახლავთ ერთიანი, ქრისტიანული ტრადიცია ორივე ქვეყნისთვის. არ არის ადვილი იყო ქრისტიანი ევროპაში, მართო ქრისტიანული მთავრობა ევროპაში და ვთვლი, რომ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები გახლავთ უმაღლესი ღირებულების, რაც იქნება ძალიან კარგი საფუძველი, რომელზეც შეგვიძლია დავაშენოთ და ყველა მცდელობა, რომ არ იქნას გამოყენებული ეს საფუძველი განწირულია წარუმატებლობისთვის, დაცვა ქრისტიანული ტრადიციების გახლავთ წინაპირობა ევროპული კონკურენტუნარიანობისთვის და ჩვენ მივესალმებით თუ ქვეყნები გადაწყვეტენ და დაუახლოვდნენ ევროკავშირს, რომლებიც დგანან ამ მემკვიდრეობაზე. ეს რომ იწვევდეს ძალიან სერიოზულ არგუმენტებსა და დებატებს ევროკავშირში, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ მოვედით კარგი განზრახვით გვინდა შევქმნათ ძლიერი ევროპა ერთად და უახლოეს მომავალში გვინდა დავინახოთ, რომ ორი კავშირი, ორი ქვეყანა ეკუთვნის ერთი და იგივე პოლიტიკურ კავშირს – ევროკავშირს. ღმერთმა დალოცოს საქართველო, გილოცავთ და გისურვებთ ფანტასტიკურ შედეგებს. ძალიან დიდი მადლობა, მადლობა სტუმარ-მასპინძლობისთვის, ბატონო პრემიერო!”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

„სასწრაფოების ხმა ახლაცაა…“ – ბათუმში, სახურავი ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა

ბათუმში, შენობის სახურავი ჩამოინგრა.სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ რონ ნანგრევები ცოლ-ქმარს და ორ ავტომობილს დაეცა.„სასწრაფოების ხმა ახლაცაა... კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს სხვადასხვა დაზიანებები აქვს...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

14 მაისამდე საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ბოლო სიახლეები