ოთხშაბათი, მარტი 12, 2025

უმძიმესი ფაქტი კახეთში-14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა

უმძიმესი ფაქტი კახეთში – 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო.

შემზარავი ისტორია ამით არ სრულდება – ძიების პროცესში გაირკვა, რომ 50 წლის კაცი სექსუალურად ძალადობდა მსხვერპლის უმცროს დაზეც. კაცი პედოფილის სტატუსით დააკავეს. თელავის სასამართლომ ის ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი დების შემზარავი ისტორია 2 წელი გრძელდებოდა. მძიმე შემთხვევაზე სკოლამ იცოდა და შესაბამისი რეაგირებაც ჰქონდა. ახლა დები ამ სკოლაში აღარ სწავლობენ, დირექტორი კი დეტალებზე საუბარს ერიდება.

სკოლის, კლინიკისა და სოციალური მუშაკის ინფორმირების შემდეგ დაწყებულ გამოძიებას დეტალური ჩვენებები მისცეს დებმა. “კურიერი P.S.-ის” ინფორმაციით, მათ დაასახელეს ყველა ის ადგილი, სადაც 50 წლის კაცი დანაშაულს სჩადიოდა. მათი ჩვენებების შემდეგ, დაკავებულს ბრალი სულ უფრო და უფრო უმძიმდებოდა, თუმცა, “კურიერი P.S.-ის” ინფორმაციით, მამაკაცი ბრალდებებს თავიდანვე უარყოფდა.

“კურიერი P.S-მა” ბავშვების ჩვენების შინაარსი გაარკვია.

“კურიერი P.S.” იმ სოფელში ჩავიდა, სადაც უმძიმესი დანაშაულისთვის მსჯავრდებული ცხოვრობდა. მეზობლებს შემზარავი ისტორიის დაჯერება ახლაც უჭირთ.

მძიმე ბრალდებებით გასამართლებული კაცის ადვოკატმა კომენტარზე უარი თქვა. მსჯავრდებულის ოჯახში ღიად საუბარი არ ისურვეს.

დახურული სხდომის განმავლობაში, პედოფილიაში მხილებული კაცი თავს რამდენიმე არგუმენტით იმართლებდა. შევიტყვეთ ისიც, რომ მსხვერპლი ბავშვების დედას, რომელიც მსჯავრდებულის მეგობარი ქალია, საკუთარი შვილების არ სჯეროდა.

როგორც პროკურორი განგვიმართავს, საქმეში მყარი მტკიცებულებები დევს და გამამტყუნებელი განაჩენიც ამას დაეყრდნო. საქმის პროკურორი ელოდება, რომ სააპელაციო სასამართლო 17-წლიან სასჯელს ძალაში დატოვებს.

ახლა ჯერი თბილისის სააპელაციო სასამართლოზეა. უახლოეს თვეებში მან უნდა გადაწყვიტოს 50 წლის კაცის ბედი.

დაზარალებულად ცნობილი დები და მსჯავრდებულის და მსხვერპლის საერთო შვილი ჩვენი ინფორმაციით, ახლა უსაფრთხო გარემოში არიან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის” საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.“მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ სსსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდენად განესაზღვროს 9 წლის თავისუფლების აღკვეთა და 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების მომენტიდან, 2025 წლის 12 მარტიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი”, – განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა.ამასთან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თუმცა, როგორც მოსამართლემ განმარტა, თემურ ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა – მას 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა.

„როიტერის“ ინფორმაციით, USAID-ის თანამშრომლებს დოკუმენტების განადგურების ბრძანება მიეცათ

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომლებს დოკუმენტების განადგურების ბრძანება მიეცათ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.სასამართლოში შეტანილი განაცხადის თანახმად, რომელიც სამთავრობო თანამშრომელთა პროფკავშირებმა წარადგინეს, USAID-ის ოფიციალურმა პირმა თანამშრომლებს დოკუმენტების დიდი რაოდენობის განადგურება უბრძანა.ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ განცხადებაში პროფკავშირები მიუთითებენ USAID-ის მოქმედი აღმასრულებელი მდივნის, ერიკა კარის ელექტრონულ წერილზე, რომელშიც თანამშრომლებს სააგენტოს ოფისში მისვლის ინსტრუქციას აძლევს „დოკუმენტების გასანადგურებლად“.წერილში არ იყო მოცემული დეტალები, რომელი დოკუმენტები უნდა განადგურებულიყო.პროფკავშირების თქმით, ბრძანება „მიუთითებს სააგენტოს ჩანაწერების სწრაფ განადგურებაზე დიდი მასშტაბით“, რაც არღვევს ფედერალურ კანონს ჩანაწერების შენახვის შესახებ.თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ანნა კელიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ცნობები დოკუმენტების განადგურების შესახებ არის „ყალბი ამბების ისტერია“ და აღნიშნა, რომ დოკუმენტები იყო „ძველი, უმეტესად სხვა უწყებებიდან მიღებული, რომლის ორიგინალი ვერსიებიც კვლავ არსებობს კომპიუტერულ სისტემებში“.კელიმ ასევე დაწერა, რომ USAID-ის შენობას მალე აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახური დაიკავებს.

ემანუელ მაკრონმა 30-მდე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში შეკრებილი 30-მდე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურებს მოუწოდა, შეიმუშაონ გეგმა, რომელიც განსაზღვრავს უკრაინისთვის „უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს“.აღნიშნულის შესახებ ფრანგული მედია წერს.მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ „სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარებასთან დაკავშირებით“ აუცილებელია „კონცეფციიდან გეგმაზე გადასვლა“, რათა განისაზღვროს უსაფრთხოების საიმედო გარანტიები, რაც უკრაინაში მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას შესაძლებელს გახდის.როგორც ფრანგული მედია წერს, უკრაინაში მშვიდობის გარანტიის მიცემის მსურველი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მეთაურების შეხვედრა მაკრონის ინიციატივით გაიმართა.

რობერტა მეცოლა – აშშ-სა და უკრაინის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ, ტრამპმა და ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის, ახლა ბურთი რუსეთის...

საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.მისი შეფასებით, ტრამპმა და ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის, ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა.„საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ, რისთვისაც ჩვენ, ყველანი ვმუშაობდით. პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა. ევროპა გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა დასრულდეს ეს ომი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს რეალური, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“, – წერს რობერტა მეცოლა.

ემანუელ მაკრონი – მივესალმები აშშ-სა და უკრაინის პროგრესს, განსაკუთრებით, ცეცხლის შესაძლო 30-დღიანი შეწყვეტის იდეას, საფრანგეთი და მისი პარტნიორები რჩებიან მდგრადი, გრძელვადიანი მშვიდობის ერთგული

მივესალმები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის დღეს, ჯედაში გამართულ დისკუსიებში მიღწეულ პროგრესს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.მაკრონის თქმით, საფრანგეთი რჩება მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგული.„მივესალმები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის დღეს, ჯედაში გამართულ დისკუსიებში მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით, ცეცხლის შესაძლო 30-დღიანი შეწყვეტის იდეასთან დაკავშირებით. ბურთი აშკარად რუსეთის მოედანზეა. საფრანგეთი და მისი პარტნიორები რჩებიან მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგული, რაც ითვალისწინებს უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს“, – წერს ემანუელ მაკრონი.საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.

ბოლო სიახლეები