უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო 15 დღის განმავლობაში 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაატყვევეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.
„ზუსტი რაოდენობის დასახელება ძალიან რთულია, რადგან დატყვევებულები სხვადასხვა ქვედანაყოფებს ჰყავთ. რაოდენობის სწრაფი შეჯამება შეუძლებელია, თუმცა არსებული შეფასებით, ტყვეობაში დაახლოებით 500-700 რუსი ჯარისკაცი იმყოფება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი ენინმა განაცხადა, რომ უკრაინაში მყოფ რუს პატიმრებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად მოეპყრობიან და შემდგომში ისინი უკრაინის ეკონომიკის აღსადგენად იმუშავებენ.