უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.
„სამწუხაროდ, ორი ქართველი, ორი მაგარი მეომარი დავკარგეთ გუშინ, დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია.
ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს“, – წერს ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში.