ორშაბათი, სექტემბერი 29, 2025

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი ნარმანია დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი ნარმანია დაიღუპა

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – მნიშვნელოვანი დღეა გლდანისთვის, იხსნება იუსტიციის სახლის ფილიალი, სადაც შესაძლებელი იქნება 500-მდე სახელმწიფო სერვისის მიღება

გლდანში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე სერვისს თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის.იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან ერთად დაესწრო.„მართლაც მნიშვნელოვანი დღეა გლდანისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რადგან ამ რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება, სადაც ყოველდღიურად შესაძლებელი იქნება 500-მდე სახელმწიფო სერვისის მიღება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადგილობრივებს მუნიციპალური სერვისების მიღება გლდანის რაიონის გამგეობაში შეუძლიათ. გუშინ გვქონდა შესაძლებლობა, რაიონში გაგვეხსნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული სივრცე გლდანის ტბის გარშემო, დღეს კი საშუალება მქონდა, ახალი საბავშვო ბაღი გამეხსნა ზაჰესში. დღესვე იხსნება იუსტიციის სახლი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება პირველი და ბოლო პროექტი. იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას. გქონდეთ ჩვენი, მუნიციპალიტეტის, მერიის თითოეული თანამშრომლის მხარდაჭერის იმედი. ყველანაირად ხელს შეგიწყობთ, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი საჭირო და აუცილებელი პროექტები განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალი ომარ ხიზანიშვილის ქუჩა №81-შია განთავსებული და 3 799 კვადრატულ მეტრს მოიცავს.დედაქალაქში, იუსტიციის სახლის ცენტრალური და გლდანის ფილიალების გარდა, ვარკეთილის ფილიალიც მუშაობს. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დიდ დიღომში განხორციელდება, სადაც იუსტიციის სახლის ფილიალის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.იუსტიციის სახლის მომსახურებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 125 ფილიალში, ყოველდღიურად, 20 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს.

ირაკლი კობახიძე – როგორც გასული 13 წლის განმავლობაში იყო წარუმატებელი რევოლუციური მცდელობები, ასევე იქნება წელსაც

ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, უცხოური სპეცსამსახურები მუშაობენ აპრობირებული მეთოდებით.„ამ მუშაობის მიზანია საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება, თუმცა ყველას მინდა დავპირდე, რომ როგორც გასული 13 წლის განმავლობაში იყო წარუმატებელი რევოლუციური მცდელობები, ასევე იქნება წარუმატებელი წელსაც და მომდევნო წლების განმავლობაშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საერთაშორისო სომელიეთა გილდიის პრეზიდენტს, ჯოზეფ მილერს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის საერთაშორისო სომელიეთა გილდიის საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის ცენტრის მოწვევით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად მყოფ, საერთაშორისო სომელიეთა გილდიის (International Sommelier Guild, ISG) პრეზიდენტს ჯოზეფ მილერს და სომელიეთა სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სომელიეთა პროფესიის პოპულარიზაციას, განათლების ხარისხის ამაღლებას და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. რექტორმა და სომელიეთა გილდიის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და საერთო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებზე.სტუ-ს ცნობით, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუმრებს გააცნო სტუ-ში განხორციელებული ინოვაციური პროექტები და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილება. რექტორის განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის ხელი შეუწყოს ახალი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის სტუდენტების პროფესიულ შესაძლებლობებს და დაეხმარება მათ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. დავით გურგენიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიზნად ისახავს ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ღვინის ინდუსტრიის მდგრად განვითარებას, ტურიზმის გაძლიერებას და ქართული ღვინის კიდევ უფრო აქტიურ პოპულარიზაციას მსოფლიო არენაზე.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის ითვალისწინებდა ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული განვითარების პრიორიტეტებს. მეღვინეობა, როგორც საქართველოს ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი, ჩვენთვის არა მხოლოდ ტრადიციის, არამედ სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ინტერესის სფეროა. უნივერსიტეტი წლებია მუშაობს ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით, რათა მომავალ თაობას მიეცეს შესაძლებლობა ღრმად შეისწავლოს როგორც ტექნოლოგიური პროცესები, ისე ღვინის კულტურის მნიშვნელობა.საერთაშორისო სომელიეთა გილდიასთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, გავაფართოოთ საგანმანათლებლო სივრცე და უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოვაყალიბოთ სომელიეთა პროფესიული კურსი, რომელიც დააკავშირებს ქართულ მეღვინეობის გამოცდილებას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს კურსი არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ პროფესიული პრაქტიკის გაძლიერებას მოემსახურება, რაც მომავალ სომელიეებს საშუალებას მისცემს, გახდნენ საქართველოს ღირსეული წარმომადგენლები გლობალურ მასშტაბზე“, - აცხადებს დავით გურგენიძე.სტუ-ის ინფორმაციით, ISG-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ მილერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ღვინის უძველესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ქვეყანაა, რაც განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის როგორც განათლების, ისე ტურიზმისა და ღვინის კულტურის უფრო მეტად განვითარებისათვის. მისი თქმით, საერთაშორისო სომელიეთა გილდია დაინტერესებულია პარტნიორობით, რომელიც მოიცავს ერთობლივ სასწავლო კურსებს, ტრენინგებსა და გაცვლით პროგრამებს. მხარეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საერთაშორისო პროფესიულ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში სომელიეთა პროფესიის პოპულარიზაციასა და ახალი სტანდარტების დამკვიდრებაში.

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე – დესტაბილიზაციას ვინც ცდილობს, უფასო რჩევას ვაძლევ, იფიქრეთ მოქალაქეებსა და ქვეყნის მომავალზე, სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ წესრიგის შესანარჩუნებლად

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერმა, იგორ გროსუმ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.გროსუს თქმით, 28 სექტემბრის არჩევნები მოლდოვისთვის დიდი მნიშვნელობისაა და განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს არამხოლოდ მომდევნო ოთხი წლის, არამედ მრავალი წლის განმავლობაში.„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ დავაფიქსირეთ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კრიმინალური დაჯგუფებების მიერ საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობები სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით. ველოდებით დამატებით ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან“, – აღნიშნა პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერმა.ამასთან, იგორ გროსუმ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიები საკუთარ ინტერესებზე დაყრდნობით მოქმედებენ და სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ.„მათ, ვინც სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს, უფასო რჩევას ვაძლევ: იფიქრეთ მოქალაქეებსა და ქვეყნის მომავალზე და არა საკუთარ ეგოისტურ, პარტიულ ინტერესებზე. ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ წესრიგის, სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა იგორ გროსუმ.

ხმათა 62.62 პროცენტის დათვლის შემდეგ, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტია 43.45 პროცენტით ლიდერობს, მეორე ადგილზეა იგორ დოდონის ბლოკი 28.89 პროცენტით​

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.დათვლილია ხმების 62.62 პროცენტი.მოლდოვის ცესკო-ს ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ 43.45 პროცენტით პირველ ადგილზეა.მეორე ადგილს ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ იკავებს 28.89 პროცენტით.

ბოლო სიახლეები