უკვე რამდენიმე დღეა, თბილისში ორი მდინარე ;
პირველი — მარადიული მტკვარი, რომელიც მაღალი მთების ძირში იღებს სათავეს და მდორედ მოედინება;
მეორე — ხალხის ნაკადი, რომელიც პატივის მისაგებად ქალაქის ქუჩებიდან, უბნებიდან და მოედნებიდან უწყვეტად მიედინება თბილისის შემაღლებული ადგილისკენ — წმინდა სამების ტაძრისკენ.
ხალხის ეს ნაკადი მხოლოდ ერთობლივი მოძრაობა არ არის; ეს არის ღრმა რწმენის, ერთგულებისა და იმ კავშირის გამოხატულება, რომელიც ხალხსა და მათ სულიერ წინამძღოლებს შორის არსებობს. თითქოს დრო წამით შეჩერდა, რათა ხალხმა მდუმარე დიდებულებით გამოხატოს მადლიერება წლების განმავლობაში მიღებული სულიერი წინამძღოლობის, მოთმინებისა და სიბრძნისთვის.
ამ დღეებში თბილისი მხოლოდ ქალაქი არ არის; იგი სარკედ იქცა — სარკედ, რომელშიც შესაძლებელია ერის ნამდვილი სახის დანახვა. ეს ერი მწუხარების ჟამს უფრო მეტად ერთიანდება და რწმენის მეშვეობით აღმოაჩენს საკუთარ მისიას.
ეს ორი მდინარე — ერთი წყლისა და მეორე ხალხის —სიცოცხლეზე მოგვითხრობს: ერთი ბუნების მარადიულობის შესახებ, მეორე კი — სულის უკვდავებაზე.
ეს ჩვენთვის, ირანელთათვის, რომელთაც არაერთხელ გაგვიცილებია ბოლო გზაზე ჩვენი სულიერი ლიდერები, ნაცნობი რამ არის-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი.

