ფეხბურთში ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და მეოთხედფინალის ყველა წყვილი ცნობილია.
ტურნირის ბოლო მეოთხედფინალისტები „დორტმუნდი“ (გერმანია), „არსენალი“ (ინგლისი), „ასტონ ვილა“ (ინგლისი) და მადრიდის „რეალი“ (ესპანეთი) გახდნენ.
ახალი ფორმატის მიხედვით, გუნდების გზა ფინალამდე განსაზღვრულია და მიმდინარე სეზონში წილისყრა აღარ ჩატარდება.
შედეგად, მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:„არსენალი“ – მადრიდის „რეალი“
პსჟ – „ასტონ ვილა“
„ბარსელონა“ – „დორტმუნდი“
„ბაიერნი“ – „ინტერი“
გუნდებს შორის პირველი მატჩები 8-9 აპრილს, ხოლო განმეორებითი 15-16 აპრილს გაიმართება. ტურნირის ფინალი წელს მიუნხენში 31 მაისს შედგება.