ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025

ტრამპმა საიდუმლო სამსახურის უფროსად დანიშნა აგენტი, რომელმაც ის პენსილვანიაში მკვლელობას გადაარჩინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყნის საიდუმლო სამსახურის უფროსად აგენტი შონ კერანი დანიშნა, რომელმაც 2024 წლის ივლისში ის პენსილვანიაში მკვლელობას გადაარჩინა.

„მან დაამტკიცა უშიშარი მამაცობა, როცა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბატლერში, პენსილვანიის შტატში მკვლელის მიერ გაშვებულ ტყვიას გადამარჩინა. მე სრულად ვენდობი შონს იმაში, რომ ის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს გახდის ძლიერს, როგორც არასდროს“, – დაწერა ტრამპმა.

როგორც ტრამპმა დაწერა, კერანს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება აქვს. მან საიდუმლო სამსახურში მუშაობა სპეციალური აგენტის თანამდებობაზე 2001 წელს დაიწყო.

ცნობისთვის, 2024 წლის ივლისში, ტრამპზე თავდასხმის შემდეგ საიდუმლო სამსახურის მაშინდელმა უფროსმა კიმბერლი ჩიტლმა თანამდებობა დატოვა. უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად რონალდ როუ დაინიშნა, რომელსაც, თავის მხრივ, კერანი შეცვლის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – სი ძინპინმა დამირეკა, ვფიქრობ, კარგი ურთიერთობა გვექნება, იმედია, ჩინეთი დაგვეხმარება რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებაში

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სინ ძინპინი ამერიკას რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებაში დაეხმარება. „სი ძინპინმა დამირეკა. ვფიქრობ, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვექნება. ჩვენ მუდამ კარგი ურთიერთობა გვქონდა. ვიმედოვნებთ, რომ კარგად ვიმუშავებთ და შევთანხმდებით. იმედია, ჩინეთი დაგვეხმარება ომის შეჩერებაში, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის, რადგან მათ დიდი გავლენა აქვთ ამ სიტუაციაზე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას. ამასთან, დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებულ ურთიერთობაზეც ისაუბრა. „ ერთადერთი, რაც გვინდა, სამართლიანობაა. გვსურს თანაბარი პირობები“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი: მინდა, რაც შეიძლება, მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ომი, მილიონობით სიცოცხლე იკარგება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიღწევის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ  შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას ისაუბრა. „მინდა, რაც შეიძლება, მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ეს ომი. ეს არ არის ეკონომიკური მიზეზის გამო. ეს იმიტომ, რომ მილიონობით სიცოცხლე იკარგება“, – აღნიშნა ტრამპმა. დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინა მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. მან რუსეთ-უკრაინის ომი „სასაკლაოდ“ მოიხსენია და დასძინა, რომ მსგავსი სცენები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა ბირთვული რესურსის შემცირების საკითხზეც. „მე გეტყვით, რომ პრეზიდენტ პუტინს ძალიან მოეწონა ბირთვული რესურსების შემცირების იდეა. ვფიქრობ, რომ დანარჩენ მსოფლიოსაც დავითანხმებდით ამაზე. ვფიქრობ, ჩინეთიც შემოგვიერთდებოდა. ჩინეთსაც მოეწონა ეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

“ახალ თეატრთან” მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი დასრულებულია

"ახალ თეატრთან" მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი დასრულებულია. არტისტებმა დღევანდელ საპროტესტო აქციაზე განაცხადეს, რომ "ახალი თეატრი" გადის რეგიონებში, რათა ხმა ყველას მიაწვდინონ. ამავე აქციაზე, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა მანიფესტზე შეკრებილებს უთხრა, რომ დღემდე ეცადნენ დიალოგი ჰქონოდათ პროკურატურასთან, თუმცა საგამოძიებო უწყებამ ისინი არ შეიმჩნია. "ახალი თეატრის" დასის წევრები, მათი კოლეგის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

30 ათასი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა

ლოს ანჯელესის რეგიონში სწრაფად გავრცელებადი ხანძრის ახალი კერა წარმოიქმნა. ხანძრის საფრთხის გამო 30 ათასი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა. ხანძარი გაჩნდა ქალაქ ლოს ანჯელესის ჩრდილო-დასავლეთით 70 კილომეტრში, მთიან ზონაში, რომელიც რამდენიმე საცხოვრებელ უბანს და სკოლას ესაზღვრება. არცერთი სახლი და ბიზნესი ამ დროისთვის არ დაზიანებულა და ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს იმედი, რომ ხანძარი კონტროლს დაექვემდებარება. ხანძრის ზონაში ქარის სიჩქარე დაახლოებით 30-50 კმ/სთ იყო და არ გამორიცხავენ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს.

ეს არის გამყიდველობის კიდევ ერთი დონე – საქართველოს ექსპრეზიდენტი „საკუთარ“ ქვეყანაზე ისე საუბრობს, თითქოს საქართველო უცხო სახელმწიფო იყოს – პაპუაშვილი ზურაბიშვილზე

„უსამშობლო“ - როგორც წესი, სწორედ ასე მოიხსენიებს ქართველი ხალხი რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის ამორფულ „ღირებულებებს“ სწირავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს აზიარებს. „უსამშობლო“ - როგორც წესი, სწორედ ასე მოიხსენიებს ქართველი ხალხი რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის ამორფულ „ღირებულებებს“ სწირავს. თუმცა ეს, გამყიდველობის მორიგი დონეა. საქართველოს ექსპრეზიდენტი „საკუთარ“ ქვეყანაზე ისე საუბრობს, თითქოს საქართველო უცხო სახელმწიფო და პაიკია დისტანციურ თამაშში: „თუკი ამერიკას სურს იყოს პირველი, იყოს ძლიერი, მან არ უნდა დაუშვას 3.7 მილიონი მოსახლის მქონე პატარა ქვეყნის მხრიდან დამცირება,“ - ასე უპატივცემულოდ მოიხსენიებს იგი საქართველოს მოქალაქეებს. ოპოზიცია ვერ აფასებს, რომ ნამდვილ პარტნიორობას საფუძვლად უდევს ორმხრივი პატივისცემა და არა მორჩილება“, - წერს პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები